პლუტონი რეტროგრადულ სვლას წყვეტს – რა სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს პლანეტა

© Фото: NASA/JHUAPL/SwRIპლუტონი
პლუტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პლუტონი 4 ოქტომბერს პირდაპირ სვლას იწყებს, რაც პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში

პლუტონი რეტროგრადულ მდგომარეობაში ხუთი თვე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტა მცირე ზომისაა და დედამიწიდან უზარმაზარ მანძილზე იმყოფება, არ შეიძლება მისი ენერგეტიკაზე გავლენის არდაფასება.

პლუტონმა რეტროგრადული სვლა 24 აპრილს დაიწყო. ეს პლანეტა პასუხისმგებელია სახელმწიფო წყობილებაზე, ის მართავს ადამიანების კოლექტიურ გონებას, მატერიალური სამყაროს სისტემებს – დიდ საწარმოებს, გაერთიანებებს, ფინანსურ დაწესებულებებს. მისი უკუსვლა სარისკოა პოლიტიკური არეულობების თვალსაზრისით. 

რას გვიქადის რეტროგრადული პლუტონი – რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს>>

რას მოიტანს პლუტონის რეტროსვლის შეწყვეტა და რა ცვლილებები გველოდება – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

სიყვარული და ურთიერთობები

შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი იდეალური დროა ახალი ნაცნობობისთვის. პლუტონი პლანეტაა, რომელიც ადამიანების ურთიერთობებს განაგებს. როდესაც ის რეტროგრადული იყო, ბლოკავდა ადამიანების სურვილებსა და შესაძლებლობებს, რომ ერთმანეთისკენ შემხვედრი ნაბიჯები გადაედგათ. ახლა ყველაფერი უფრო მარტივად იქნება.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ადამიანები, რომლებიც ბევრს ჩხუბობდნენ, ან უთანხმოებები ჰქონდათ, ახლა, ბოლოს და ბოლოს, მოახერხებენ შეთანხმებას, კომპრომისების მოძებნას. შემოდგომის ბოლო – ესაა შერიგების, პატიების, პოზიტივის დრო.

პლანეტა პასუხისმგებელია კოლექტიურ ენერგიასა და ერთიანობაზე, დაახლოებაზე. ამან, შესაძლოა, უარყოფითი შედეგი მოიტანოს იმ თვალსაზრისით, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. ამ მხრივ პლუტონს ნეგატიური გავლენა შეუძლია მოახდინოს.

პლუტონის დირექტული სვლის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, ვისაც თქვენთვის პოზიტივი, ღიმილი და ბედნიერება მოაქვს.

მუშაობა, ბიზნესი, ფინანსები

რეტრო–პლუტონი ბლოკავდა ადამიანების უნარს, მოძებნონ კომპრომისები. ახლა ეს უნარი აღარ შეიზღუდება და სამუშაო გუნდში სასიამოვნო კავშირები დამყარდება. დიდ სწარმოებს მოგებისა და პროდუქტიულობის ნელი, მაგრამ დამაჯერებელი ზრდა ელოდება. დიდი წარმატებები ელოდება ყველას, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს.

დედამიწის მოსახლეობა - Sputnik საქართველო
ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია

პლუტონი ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანებს ყველაზე მთავარს – თავდაჯერებულობას მატებს, რომლის გარეშეც რთულია კარიერულ კიბეზე წინსვლა. აქედან გამომდინარე, დგება დრო, როდესაც აქტიურობაა საჭირო.

ვითარება მსოფლიოში

პლუტონი არის პლანეტა, რომელსაც ძალზე მძლავრი ძალა აქვს მთლიანად კაცობრიობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. პრობლემები, რომლებიც მთელ მსოფლიოს აწუხებს, ოქტომბერში ნელ–ნელა უკან დაიხევს. ეს ეხება კონფლიქტებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს.

ეს ნიშნავს, რომ მოიმატებს სასიამოვნო სიახლეები, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, თუნდაც დროებით.

განწყობა და ჯანმრთელობა

შემოდგომის ბოლოსა და ზამთრის დასაწყისში გაუმჯობესდება ადამიანების განწყობა, შესაძლებელი გახდება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი უგუნებობის, აპათიის გადალახვა.

მარსი - Sputnik საქართველო
რეტროგრადული მარსი 9 სექტემბრიდან: რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს

განწყობაზე დადებითად აისახება სტერეოტიპულ აზროვნებასთან ბრძოლა, გაიოლდება ცრურწმენებზე გამარჯვება.

ყველაზე იღბლიანი ნიშნები შემოდგომის მიწურულს

პლუტონის ყველაზე საყვარელი ნიშნები არიან ვერძი, ლომი, მორიელი და თხის რქა. სწორედ ამ ნიშნების წარმომადგენლებს გაუღიმებს ფორტუნა 4 ოქტომბრიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ნიშნების წარმომადგენლებს პლანეტა უყურადღებოდ დატოვებს.

პლანეტა ყველაზე იმოქმედებს დადებითად, მთავარია, არ დავაჩქაროთ მოვლენები და არ გავნაწყენდეთ იღბალზე, რომ ის სასურველს ისე სწრაფად არ გვაძლევს, როგორც ჩვენ გვინდა. გახსოვდეთ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0