21:30 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
133 0 0

გაეცანით 2 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

Знаки Зодиака - Весы
© Sputnik / Maria Tsimintia
სასწორი

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.

2 ოქტომბერს დაბადებულები

2 ოქტომბერს კეთილი, კომუნიკაბელური, გულისხმიერი, სასიამოვნო, გულღია ადამიანები იბადებიან. ისინი ბუნებით ოპტიმისტი არიან; ცხოვრების ნეგატიურ მხარეებს ისინი ჯიუტად არ ამჩნევენ.

ამ თავისებურების წყალობით ეს პიროვნებები ერთგვარ ფარს წარმოადგენენ სტრესებისთვის. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ადამიანები, ჩვეულებრივ, სტრესებს სხვებზე იოლად უმკლავდებიან.

კიდევ ერთი თავისებურება ამ დღეს დაბადებულებისა ის არის, რომ მათ მოსმენა შეუძლიათ, საუბრისას ყველაფერს დიდი ყურადღებით ისმენენ და არც ერთი წვრილმანი არ გამორჩებათ მხედველობიდან. ეს თვისება მათ პროფესიულ საქმიანობაში ეხმარება.

2 ოქტომბერს დაბადებულები სასწორის ნიშნის ტიპური წარმომადგენლები არიან. ისინი ძალზე მომხიბლავი, თავაზიანი, ოპტიმისტი ადამიანები არიან. აქვთ ორატორული ნიჭი. ასეთ ადამიანებთან კონტაქტი სასიამოვნოა. ურთიერთობებში გაწონასწორებული, სამართლიანი არიან. ვერ იტანენ სიცრუესა და სიყალბეს.

2 ოქტომბერს დაბადებულებს განვითარებული აქვთ ინტუიცია, რაც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ეხმარება მათ. მაგრამ მცდარი გადაწყვეტილება რომ არ მიიღონ, მათ უნდა მოუსმინონ საკუთარ გულს და ენდონ თავიანთ ალღოს.

2 ოქტომბერს დაბადებულები ენამახვილი ადამიანები არიან, კრიტიკული, თავიანთი აზრის გამოთქმა მკაფიოდ და ლაკონურად შეუძლიათ. მათ რაციონალიზმს ხელმძღვანელობა აფასებს.

ჯანმრთელობა

2 ოქტომბერს დაბადებულების პრობლემების უმრავლესობა ფსიქოლოგიის სფეროში უნდა ვეძებოთ. ხანდახან ისინი აგრესიული არიან, მაგრამ აცნობიერებენ რა ამ მიდრეკილებას, თავიანთი აგრესიის დათრგუნვას ცდილობენ, შედეგად, შესაძლოა, ფსიქიკური დაავადება განვითარდეს. ასევე, ამ ადამიანებს ხანდახან უჩნდებათ აკვიატებული იდეა, რომ რაიმე სახის ტრავმა შეიძლება მიიღონ. ამასთან გამკლავება მათ ხშირად მარტოს უჭირთ და სპეციალისტის დახმარება ესაჭიროებათ.

რჩევა:

საკუთარი გრძნობების დათრგუნვა დამღუპველად აისახება ფსიქიკაზე. ეს უნდა გახსოვდეთ. რაც შეეხება სურვილებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, პროცესები აუცილებლად საჭირო, კონსტრუქციულ კალაპოტში უნდა მიმართოთ.

მთავარი თემები