12:01 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
213 0 0

გაეცანით 1 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.

1 ოქტომბერს დაბადებულები

1 ოქტომბერს თავდაჯერებული ინდივიდუალისტები იბადებიან. ამასთან, მათ შეუძლიათ მუშაობა გუნდში, თანამშრომლობა. არიან წინააღმდეგობრივი ნატურები. ერთი მხრივ, დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან, მეორე მხრივ კი სურთ იყვნენ გუნდის ნაწილი. მათი გონება და გული იშვიათად თუ ერწყმის ერთმანეთს ჰარმონიულად. თითოეული იძულებულია, აირჩიოს - გრძნობებს ენდოს, თუ რაციონალურად მოიქცეს.

1 ოქტომბერს დაბადებულებს იმპულსურობა და მოუთმენლობა სჩვევიათ. ასევე, არიან ამბიციური, ისწრაფვიან აღიარებისკენ. უყვართ წარმატება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა, ცხოვრების გარკვეულ პერიოდებში, შესაძლოა, მელანქოლიაც მიეძალოს.

ამ დღეს დაბადებულებს ცხოვრებისგან საუკეთესოს მიღება სურთ. ამასთან, ხანდახან, როცა მნიშვნელოვანი, საბედისწერო ნაბიჯი აქვთ გადასადგმელი, ძალზე მერყევი არიან. ამის გამო ხშირად უშვებენ ხელიდან შანსს.

1 ოქტომბერს დაბადებულებს კარგად აქვთ განვითარებული ლიდერის თვისებები. ისინი კარგი ხელმძღვანელები არიან, მაგრამ ხელმძღვანელი თანამდებობა მათთვის დიდ სტრესს წარმოადგენს.

ზედმეტი ფსიქოლოგიური დატვირთვა მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ხელქვეითის როლში კომფორტულად გრძნობენ თავს, თუ მათი საქმიანობა დიდ, გლობალურ პროექტებს უკავშირდება.

ჯანმრთელობა

1 ოქტომბერს დაბადებულებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვეულებრივი საქმეა. ისინი ცდილობენ, დაიცვან დღის რეჟიმი, იკვებონ სწორად; მაგრამ სრულყოფილებისკენ სწრაფვა ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს, რადგან, ხასიათიდან გამომდინარე, რამდენადმე „გადამლაშება“ უყვართ. მათთვის არაა რეკომენდებული სწრაფად გახდომა. მკაცრი დიეტა ცუდ შედეგებს გამოიღებს კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის.

რჩევა:

თქვენი მთავარი მტერი ისაა, რომ ერთ რამეზე იცით „ჩაციკლვა“. ასევე გიყვართ მოლოდინის იდეალიზება. შემდეგ რომ იმედი არ გაგიცრუვდეთ, დროა, ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ.

მთავარი თემები