11:52 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2357 0 0

რას მოიტანს შემოდგომის პირველი ახალმთვარეობა, როგორ უნდა გავატაროთ ეს დღე – ამის შესახებ ასტროლოგები გვესაუბრებიან

მორიგი ახალმთვარეობა 17 სექტემბერს ქალწულის ნიშანში თბილისის დროით 15:01 საათზე დადგება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

ახალმთვარეობა ადამიანებისთვის განწყობის მკვეთრ ცვალებადობას, სტრესებსა და დეპრესიებს უკავშირდება, თუმცა სწორედ ამ დღეს ადამიანები ასევე წარსულის ტვირთისგან თავისუფლდებიან და წინსვლას იწყებენ.

სექტემბრის ახალმთვარეობის თავისებურებანი

ეს დღე ქალწულის ნიშნის მფარველობით ჩაივლის. ხელსაყრელი დროა ნებისმიერი მუშაობისთვის, რთული საკითხების გადაჭრისთვის, რომლებიც სერიოზულ დამოკიდებულებას საჭიროებს. წარმატებით დაგვირგვინდება საფინანსო–საკრედიტო ოპერაციები, ინვესტიციები ახალ საქმეში, საშუამავლო მომსახურება, სავაჭრო საქმიანობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები.

წარმატებული დღეა მათთვის, ვინც ცოდნის გაღრმავებასა და სრულყოფილებაზე იზრუნებს.

ერთი საინტერესო მომენტი: 17 სექტემბერს ადამიანებს გადაულახავი სურვილი გაუჩნდებათ, რომ მოაწესრიგონ ყველაფერი სახლსა თუ სამუშაო ადგილზე. ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, რადგან ქალწული მაინც თავისას გაიტანს. ასე რომ, მოიმარჯვეთ ცოცხი, ტილო და სხვა საჭირო ინსტრუმენტები და შეუდექით საქმეს.

რისი გაკეთება შეიძლება 17 სექტემბერს

ასტროლოგები აცხადებენ, რომ ახალმთვარეობა შესანიშნავი დროა ცვლილებებისთვის, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, ასევე მავნე ჩვევებზე უარის თქმისთვის.

რეტროგრადული მარსი 9 სექტემბრიდან: რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს>>

ნებისმიერი ცვლილება ცხოვრებაში სწორედ რომ ახალმთვარეობის პერიოდში ჯობია. ის ხელს უწყობს დეტალურ თვითანალიზს და შინაგანი ჰარმონიის ძიებას.

ახალი მთვარის დროს აქტიურდება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი, სითხეს კარგად ითვისებს კანი და შემდეგ მთელ სხეულს უნაწილებს. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება ორგანიზმის გაწმენდის პროცედურები, თბილი სამკურნალო აბაზანების მიღება ზღვის მარილითა და არომატული ზეთებით.

ესაა იდეალური დრო, რომ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.

რისი გაკეთება არ შეიძლება 17 სექტემბერს

საკმაოდ რთული დღეა – ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსი მცირდება, შეიძლება გამწვავდეს ან გამოჩნდეს ქრონიკული დაავადებები, არის ტრავმების მიღების ალბათობა, მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა.

ასეთ პერიოდში ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებულად განიცდის მარტოობას, ეძალებათ პესიმისტური განწყობა. ასტროლოგები გირჩევენ, ძალიან ნუ ჩაღრმავდებით საკუთარ თავში და ეცადეთ, სერიოზულად არ აღიქვათ ნეგატიური აზრები. ახალმთვარეობის პერიოდი გაატარეთ ახლობლებთან, სასიამოვნო ადამიანებთან.

ამ დღეს აჯობებს, თუ მხოლოდ აუცილებელ ცხოვრებისეულ საკითხებს გადაჭრით.

ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები

  • ვერძი: საოცრად ჰარმონიული და სამართლიანობით გაჯერებული დღეა. სავაჭრო შეთანხმებები წარმატებით დასრულდება. ფინანსურ მდგომარეობას გაამტკიცებს ან მომავალ წარმატებებს მოამზადებს ურთიერთობები ძველ მეგობრებთან, ნათესავებთან ან პარტნიორებთან. ასევე შესაძლებელია, რომ ამ დღეს რამდენიმე პირადი პორბლემაც მოაგვაროთ.
  • კურო: ხელსაყრელი დღეა ბევრი თვალსაზრისით. გაუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა: შესაძლებელია მოგება, ვალის დაბრუნება ან რამის მომგებიანი შეძენა. ვენერა ქალ კუროებს გაუღიმებს. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ მივლინება ან საქმიანი შეხვედრა ელოდება, რომელიც მცირე, მაგრამ პერსპექტიულ ცვლილებებს მოიტანს.
  • ტყუპი: შესანიშნავი დღეა აქტიური დასვენების, ფიზიკური დატვირთვისა და სეირნობისთვის. შეგიძლიათ მოაწესრიგოთ დოკუმენტები, დაიწყოთ რემონტი ან მოაწყოთ სახლი. იღბლიანი იქნება ყველა სახის შენაძენი, გარდა ლითონის ნაკეთობებისა და შინაური ცხოველებისა.
  • კირჩხიბი: მთლიანობაში, დღე ხელსაყრელი, წარმატებული იქნება სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად და მნიშვნელოვანი შემოსავლების მისაღებად. ასტროლოგები გირჩევენ, რომ, მიუხედავად გარკვეული დაბრკოლებებისა და სირთულეებისა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
  • ლომი: ამ დღეს გამოვლენილი თქვენი ნიჭი და უნარები შეუმჩნეველი არ დარჩება, ხოლო მეგობრებთან, ნათესავებთან ურთიერთობები, ან მოულოდნელი სიახლე მომავალ პროფესიულ ან ფინანსურ წამრატებებს მისცემს სტარტს. არის ალბათობა, რომ პირად ცხოვრებაში ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა მოახერხოთ.
  • ქალწული: ჰარმონიული დღეა, ხელსაყრელია დასვენების, გართობის, ერთობლივი ღონისძიებებისთვის. ახლობლების წყალობით გაქვთ შესაძლებლობა, რომ მომავალი წარმატებების საფუძველი შექმნათ, განამტკიცოთ ფინანსური მდგომარეობა. ამ დღეს ეცადეთ, მოაგვაროთ პირადი პრობლემები, მიხედოთ ჯანმრთელობას.
  • სასწორი: სულიერი მერყეობისა და ეჭვების დღეა, ასევე მოსალოდნელია ნეგატიური გავლენა გარედან. სჯობს, ეს დღე სახლში, ოჯახურ წრეში გაატაროთ. ნეგატიური ტენდენციები დაგეხმარებათ, რომ შეამციროთ მორცხვობა და მაღალი მორალური თვისებები. სასარგებლო იქნება სეირნობა სუფთა ჰაერზე, პიკნიკის მოწყობა.
  • მორიელი: შეგიძლიათ სერიოზული საქმიანი მოლაპარაკებების გამართვა, მნიშვნელოვან შეთანხმებებზე ხელმოწერა, მგზავრობა ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე. ასტროლოგები გირჩევენ, წარმატების მისაღწევად ყველა ხელთ არსებული შესაძლებლობა გამოიყენოთ. ჯანმრთელობა და შრომისუნბარიანობა სათანადო სიმაღლეზე იქნება.
  • მშვილდოსანი: ამ დღისთვის დამახასიათებელი იქნება გულმოწყალება, ეჭვების გადალახვა, გარდასახვა. არის ალბათობა იმისა, რომ, საქმისადმი პრაქტიკული დამოკიდებულების, ენერგიის რაციონალური გამოყენების წყალობით, აიმაღლოთ ავტორიტეტი ან გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.
  • თხის რქა: მოსალოდნელია, რომ ამ დღეს საინტერესო ურთიერთობების წყალობით უახლოეს პერიოდში თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქ მოვლენების განვითარებას უნდა ადევნოთ თვალი და ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ – შესაძლოა, სასურველ შედეგებს მიაღწიოთ.
  • მერწყული: რთული დღე გელოდებათ, როდესაც შესაძლებელია ნგრევა, კატასტროფა, ავარია. ასტროლოგები დიდი ყურადღებისკენ მოგიწოდებენ. თვალი ადევნეთ ბავშვებსა და მოხუცებს. ყურადღებით იყავით ჯანმრთელობის მიმართ.
  • თევზები: დადგა შედეგების შეჯამებისა და კარმული ვალების დამუშავების დრო. შესაძლოა, თავი შეგახსენოთ უკვე მომწიფებულმა ნეგატიურმა პროცესმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს, შეიძლება, პირად ცხოვრებაშიც აისახოს. დიდია ურთიერთობების დამთავრების ან ტრანსფორმაციის ალბათობა. ამ დღეს, სავარაუდოდ, მძიმე წინათგრძნობა შეგაწუხებთ.

მთავარი თემები