რეტროგრადული მარსი 9 სექტემბრიდან: რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს

გამოწერა
მარსმა 9 სექტემბრიდან რეტროგრადული სვლა დაიწყო, რომელიც 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. წინ არცთუ მარტივი პერიოდი გველოდება.

ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, მარსის რეტრომოძრაობა მოიტანს მერყეობას, ქაოსს, დაარღვევს ენერგეტიკულ წესრიგს, რაც სხვადასხვა სფეროში სერიოზული პრობლემების დაწყების მიზეზი გახდება. მეომარი და სასტიკი მარსი გააძლიერებს დისონანსს, გაამკაცრებს კონკურენციას, მრისხანება სიკეთეს ჩაანაცვლებს, მარცხს გამარჯვებად გამოაცხადებს და რეალობის დანახვის უნარს შეზღუდავს.

საჭიროა ყურადღებით ყოფნა და ასტროლოგების რჩევების გათვალისწინება.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რეტროგრადული მარსის გავლენა 9 სექტემბერი – 14 ნოემბრის პერიოდში

მარსი დინამიკის, ინციატივის, სიმტკიცის, სიმამაცისა და აქტიურობის პლანეტაა. რეტროგრადულობის მომენტში ის ვერძის ნიშანში იქნება, რომელიც ყველაზე მძლავრად კვებავს წითელ პლანეტას.

ბევრი ადამიანი შინაგანი სამყაროს ტყვეობაში აღმოჩნდება: მათი აგრესია, მრისხანება, სიძულვილი თვითონ მათკენ იქნება მიმართული. ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს ყველაფერი შეეხება პირად შეგრძნებებს და ყველა მოვლენა ემოციური რეაქციებით იქნება შეფერადებული. ასეთ პერიოდში თითქმის ყველა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეუძლია თავის ხელში აყვანა.

ასტროლოგების რეკომენდაციები რეტროგრადული მარსის პერიოდისთვის

14 ნოემბრამდე სამყაროს მართავს ქაოსი, კონფლიქტები, ორბუნებოვნება, დაძაბულობა და აგრესია. დაწყებული პროცესები დაბრკოლდება, ბარიერებს წააწყდება. ნებისმიერი ინიციატივა არა მხოლოდ ძნელად შესასრულებელი, არამედ საშიშიც იქნება: არის რისკი, რომ დაიხარჯოს მთელი ძალა და შინაგანი რესურსი, ხოლო შედეგი ნული აღმოჩნდეს.

როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები>>

რეტროგრადული მარსის გავლენას განსაკუთრებით მამაკაცები შეიგრძნობენ: შემცირდება აქტიურობა, პირველ პლანზე გამოვა ემოციები და შინაგანი შიშები.

უსიამოვნებები აღმოცენდება არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ მსოფლიო არენაზეც. გაღრმავდება პოლიტიკური, რასობრივი და რელიგიური კონფლიქტები.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ: სანამ მარსი რეტროგრადულია, ის, ვინც პირველ დარტყმას მიაყენებს, წააგებს. ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება თავდაცვაა. არ ღირს ბრძოლაში თავით გადაშვება, სჯობს, ქარიშხლის გადავლას დაელოდოთ. რეტრო–პერიოდის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება.

რეტრო–მარსი გარკვეულ პოზიტივსაც მოიტანს: მივიღებთ შანსს, გადავხედოთ ჩვენს საქციელს და მიზნების მიღწევის მეთოდებს. მარსი სტერეოტიპებისგან გაგვათავისუფლებს, რაც ნიშნავს, რომ შევძლებთ სიტუაციას ფხიზელი თვალით შევხედოთ და სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ.

რეტროგრადული მარსის დროს ხშირად ხდება, რომ წარსული ვითარებები გამეორდეს. თუ ადრე დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეთ, ამის გაკეთება ახლა შეიძლება, მაგრამ თუ ახლის დაწყება გინდათ, კარგად დაფიქრდით: ცხოვრებისეული სიტუაცია ბილიარდის მაგიდას დაემსგავსება – ყველაფერი მოძრაობაში იქნება. ასტროლოგები გვირჩევენ, დაუფიქრებლად არაფერი მოვიმოქმედოთ, ეს ჩვენს ცხოვრებაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს. მნიშვნელოვანი გეგმები, საბედისწერო გადაწყვეტილებები, ფუნდამენტური პრობლემები სჯობს გადადოთ თუ 14 ნოემბრამდე არა, თუნდაც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები>>

რეტროგრადული მარსი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მათთვის, ვინ საკუთარ საქციელს ვერ აკონტროლებს.

რას მოუტანს რეტროგრადული მარსი ზოდიაქოს ნიშნებს

  • ვერძი: ვერძებს, დასახული მიზნების მისაღწევად, მცირეოდენი დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, დააყოვნოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რათა გამოირიცხოს შეცდომები და ჩიხში არ შეხვიდეთ.
  • კურო: პლანეტის რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში კუროებს გაგიჭირდებათ ადრე დაწყებული საქმეების დასრულება. ამან არ უნდა შეგაშინოთ. აჯობებს, თუ ყურადღებას მიაქცევთ იმ გეგმებს, რომლების განხორციელებაც ახლაა შესაძლებელი.
  • ტყუპი: ტყუპებისთვის დროებით შეუძლებელი გახდება ოცნებების ხორცშესხმა. ამ პერიოდში, დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებთ მეგობრებთან შეხვედრის ან საქმიანი ღონისძიების ორგანიზებას. ასევე მოსალოდნელია, რომ ვერ შეასრულოთ ადრე დაგეგმილი მგზავრობა ან საოცნებო მოგზაურობა.
  • კირჩხიბი: მარსის რეტრო–სვლის პერიოდი თქვენთვის ცვლილებების დროა. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ დაუსრულებელ პროექტებს, იმუშაოთ შეცდომებზე, კორექტივები შეიტანოთ გეგმებში, რათა რეტრგრადული სვლის დასრულებისთანავე ახალი პროექტების განხორციელებას შეუდგეთ.
  • ლომი: ლომებს, შესაძლოა, მგზავრობა ჩაგივარდეთ, ან იურიდიული საქმეები გაჩერდეს. ამ პერიოდში არ ღირს სწავლის დაწყება, თუ ეს შესაძლებელია, ასევე ახლი პროექტების განხორციელება. აჯობებს, თუ კიდევ ერთხელ გადახედავთ თქვენს გეგმებს და აქტიურ მუშაობას უკვე 14 ნოემბრის შემდეგ შეუდგებით.
  • ქალწული: რეტრო–მარსი ქალწულებზე ძირითადად ფინანსების თვალსაზრისით მოახდენს გავლენას. მისი „წყალობით“ თანხის შემოდინება შეიძლება შეფერხდეს. შეამცირეთ ყოველდღიური ხარჯები, რათა პრობლემები თავიდან აიცილოთ.
  • სასწორი: თქვენთვის რეტროგრადული მარსი კონფლიქტებსა და ჩხუბს „ამზადებს“, ასევე გაგიჭირდებათ ადამინებთან შეთანხმება და შეთანხმებების დაცვა. მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ და არ დაამძიმოთ სიტუაცია.
  • მორიელი: მორიელებს 9 სექტემბერი – 14 ნოემბრის პერიოდში საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, ფრთხილად იყოთ და შეძლებისდაგვარად არ დაგეგმოთ ამ პერიოდში ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც, შესაძლოა, ისე არ ჩატარდეს, როგორც საჭიროა.
  • მშვილდოსანი: მარსის გავლენა მშვილდოსნებისთვის ბავშვებთან იქნება დაკავშირებული. მოგიწევთ მოზარდი თაობის მხარდაჭერა და მათთან ერთად დროებითი სირთულეების გადაწყვეტა და საკუთარი ავტორიტეტის ამაღლება. პლანეტა, მთლიანობაში თქვენს ურთიერთობებზე იმოქმედებს – შესაძლოა, გრძნობების ერთგვარი გაციება იგრძნოთ.
  • თხის რქა: ამ პერიოდში თხის რქები, თუ რემონტს აკეთებთ, მის დასრულებას შეძლებთ. წარუმატებლობაა მოსალოდნელი გარიგებების თვალსაზრისით, არ ღირს უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვა. არ არის გამორიცხული, რომ სხვაგან საცხოვრებლად გადასვლის გადავადება მოგიწიოთ, თუმცა ამ პერიოდში შეგიძლიათ ყველაფერი დეტალურად მოიფიქროთ, მოამზადოთ და შემოდგომის ბოლოს დაასრულოთ თქვენი საქმეები.
  • მერწყული: მერწყულების კონტაქტები შემცირდება: შეხვედრები ნაკლები გექნებათ, სხვადასხვა მიზეზის გამო უარს იტყვით მგზავრობაზე, თუმცა ეს პერიოდი იმედგაცრუებას არ მოგიტანთ, თუ ძალებს ნათესაური კავშირების გამტკიცებისკენ მიმართავთ და დროს ახლობლების ვიწრო წრეში ხშირად გაატარებთ.
  • თევზები: რეტროგრადული პლანეტა შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ძალები შემოსავლების მიღებაზე მიმართოთ. ასტროლოგები გირჩევენ, თანხა იმპულსურად არ დახარჯოთ, ფრთხილად მოეკიდოთ დაზოგილ თანხას, რათა სულ არ შემოგეხარჯოთ ან არ დაკარგოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0