9 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / milito10სიცილია, ეოლიის კუნძულები
სიცილია, ეოლიის კუნძულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 9 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3–12 სექტემბერი

3–12 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს შრომისმოყვარეობასა და იდუმალ ხასიათს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 31,32, 40, 50.

3–12 სექტემბერის პერიოდში დაბადებულების სიმბოლოა მიხაკი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

ამ ადამიანებს სიმართლის მაძიებლების როლი არგუნა ბედმა. ისინი არასდროს მიდიან კომპრომისზე, არ არიან მოქნილები, არ აინტერესებთ, რას იფიქრებენ მათ სიტყვებზე, მთავარია, სიმართლე დაიცვან ნებისმიერ ფასად. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხანდახან სიმართლე მწარეა. ამიტომ სჯობს, გაითვალისწინონ გარშემომყოფების გრძნობები და თავიანთი სიმართლის დამტკიცება მიზნად არ აქციონ.

9 სექტემბერს დაბადებულები

9 სექტემბერს ნებისყოფიანი, მტკიცე, ძლიერი სასიცოცხლო ენერგეტიკის მქონე ადამიანები იბადებიან. არიან პედანტური, პუნქტუალური, დაკვირვებულები. პროფესიად ხშირად ირჩევენ სამედიცინო სფეროს, მეცნიერებას. ამ დღეს დაბადებულებს ბედის რჩეულებს უწოდებენ. ფინანსურ სფეროში უმართლებთ, მათ ოჯახებში ურთიერთგაგება სუფევს.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

9 სექტემბერს დაბადებულებს გზაზე ხშირად ეღობება სხვადასხვა უსიამოვნება, რასაც, შეიძლება ითქვას, თავად ქმნიან; თან ეს უსიამოვნებები არცთუ ისეთი სერიოზულია, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ. ყოველივე ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ადამიანები თვითონ ირჩევენ რთულ გზას მაშინ, როცა უფრო იოლი გზის არჩევა შეუძლიათ, თუმცა, ამ შემთხვევაში მათი ცხოვრება ნაკლებად კაშკაშა, მაგრამ უფრო მშვიდი იქნებოდა. ეჭვგარეშეა, რომ 9 სექტემბერს დაბადებულებს მისწრაფება აქვთ, რთული ცხოვრებისეული ამოცანები გადაწყვიტონ. მალე იღლებიან და მიიჩნევენ, რომ აუტანელია ერთი და იმავე საქმის კეთება წლების განმავლობაში, თუნდაც ამ სამუშაოს დიდი შემოსავალი მოჰქონდეს. მათი უმრავლესობა შეგნებულად ან გაუცნობიერებლად იწყებს ახალი ემოციების ძიებას. ასეთი სურვილი შინაგანი სიცარიელის განცდის შედეგად უჩნდებათ.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

ამ დღეს დაბადებულები ბავშვობიდან გამოირჩევიან ავანტიურისადმი მიდრეკილებით, რომელიც მათ მოსაწყენ და ჩვეულებრივ ცხოვრებაში კაშკაშა ფერების შეტანის საშუალებას აძლევს. ასეთი მისწრაფება ამ ადამიანების მიმართ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მხრიდან ყურადღებას იწვევს. ამასთან, პარტნიორები ცდილობენ, ისინი დედობრივი ან მამობრივი ზრუნვით გაანებივრონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები მართლაც საჭიროებენ ასეთ მზრუნველობას, მაინც ყოველთვის თავისებურ და თავისუფლებისმოყვარე ნატურებად რჩებიან; თუ რაიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათი გადარწმუნება საკმაოდ რთულია.

9 სექტემბერს დაბადებულები ინტროვერტები არიან. ისინი, ადრე თუ გვიან, ხშირად ამჩნევენ, რომ შეცდომა დაუშვეს, ან არასწორი გზა აირჩიეს. მათი მთავარი სისუსტეა საკუთარი პრობლემების გაზვიადება. ადამიანებთან ურთიერთობები მაინცდამაინც არ უყვართ, ურთიერთობები უფრო პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე უწევთ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ>>

ამ დღეს დაბადებულებიდან ბევრი ებრძვის თავის შიშებს, შინაგან განცდებს. თუმცა, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ეს შიშები აძლევს მათ საშუალებას, წარმატებული ადამიანები გახდნენ. ისინი ხშირად საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ სიცოცხლეს, რათა ამ საფრთხის გადალახვისას სიამოვნება მიიღონ. არიან აზარტულები: უყვართ აზარტული თამაშები, სპორტის ექსტრემალური სახეობები და სხვა. ამ ადამიანებისთვის ცხოვრების აზრი საშიშროებებთან უწყვეტი ბრძოლაა.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

9 სექტემბერს დაბადებულები მიდრეკილი არიან კუჭ–ნაწლავის სისტემის დაავადებებისადმი, რასაც მათი მგრძნობიარე და სტრესისადმი დაუცველი ნატურა აძლიერებს. ამიტომ ამ ადამიანებმა უნდა დაიცვან დაბალანსებული კვების რეჟიმი. მათთვის რეკომენდებულია რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები.

რჩევა:

თავდაჯერებულობის გამომუშავება საკმაოდ რთული ამოცანაა. ამისთვის უნდა მოუსმინოთ საკუთარ „მეს“, მშვიდ გარემოში იფიქროთ და განსაზღვროთ თქვენი ნამდვილი შესაძლებლობები. გახსოვდეთ, რომ თუ ვერ ისწავლით საკუთარ შიშებთან გამკლავებას, ვერ ისწავლით საკუთარი თავის მართვასაც. შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი.

ყველა ახალი ამბავი
0