03:45 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1732 0 0

ტემპერამენტების მრავალფეროვნება ოთხ ტიპად იყოფა: ქოლერიკი, ფლეგმატიკი, სანგვინიკი და მელანქოლიკი, და თითოეული ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს შეესატყვისება

ქოლერიკი მგზნებარე, გაუწონასწორებელი და ემოციური ტიპია. ფლეგმატიკი – დუნე, მიზანსწრაფული, მაგრამ მშვიდი; სანგვინიკი სიცოცხლის მოყვარული, კომუნიკაბელური, მოძრავი და მუდამ ცვალებადი, ხოლო მელანქოლიკი – მგრძნობიარე, დეპრესიული, გულდახურული, მაგრამ შემოქმედებითად განვითარებული.

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ამ ოთხი ტემპერამენტის შესატყვისი ნიშნების უნიკალურ ნაკრებს აერთიანებს.

ვერძი

ვერძი სუფთა წყლის ქოლერიკია. ტემპერამენტების ნაზავი გვხვდება, მაგრამ ასეთი შემთხვევა – იშვითად. ეს ნიშანი მუდამ სადღაც მიისწრაფვის და მუდამ მზადაა, იბრძოლოს თავისი იდეების, აზრებისა და შეხედულებების დასაცავად.

კურო

კუროები ფლეგმატური ხასიათის თვისებებს ამჟღავნებენ და ამავდროულად ქოლერიკები არიან. „მოთავხედო“ ქოლერიკის მხარეს უფრო მამაკაცი კუროები იხრებიან, ხოლო ქალებს ორივე ტემპერამენტის თანაბარი წილი ახასიათებთ.

ტყუპი

ტყუპები სუფთა წყლის სანგვინიკები არიან. მათი უმრავლესობა ემოციების დიდ სპექტრს განიცდის, ერთსა და იმავეზე არ „იციკლება. ყოველთვის სიხარულითა და ძალებით არიან აღსავსე. ერთი სიტყვით, იდეალური სანგვინიკის განსახიერება არიან.

კირჩხიბი

კირჩხიბი მელანქოლიკია. იმას ვერ ვიტყვით, რომ კირჩხიბები სულ ტირიან და მუდამ დეპრესიაში ვარდებიან, უბრალოდ, ძალზე ჩაკეტილი არიან. მათი უმეტესობა არ ამჟღავნებს ბობოქარ ემოციებს. ხანდახან ქოლერიკულობაც ახასიათებს.

ლომი

ლომების ტემპერამენტის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. არიან ემოციური, როგორც სანგვინიკები, მაგრამ, ამავე დროს, რამდენადმე გაუწონასწორებლები ქოლერიკების მსგავსად. ამითომ მათთან სიფრთხილეა საჭირო – დღეს კეთილი არიან, მაგრამ თუ რამე არ მოეწონათ – თავის „მოჭმაც“ იციან.

ქალწული

ქალწულების უმრავლესობა სუფთა ფლეგმატიკია. არის ამ ადამიანების მცირე ნაწილი, რომელთაც ვერც ერთ ტემპერამენტს ვერ მიუსადაგებ. როგორც წესი, დროგამოშვებით ისეთ რამეს სჩადიან, რაც ამ ტემპერამენტისთვის არაა დამახასიათებელი და ამით გარშემომყოფებს აბნევენ.

სასწორი

ფლეგმატიკოსები არიან ქალწულების მსგავსად, მაგრამ მათგან განსხვავებით, არ უყვართ „გამონაკლისები“. სასწორები, უბრალოდ, აკეთებნ იმას, რაც საჭიროა, ცხოვრობენ საკუთარ სამყაროში, მიზნისკენ ისწრაფვიან დიდი ნაბიჯებით, მაგრამ ამ ნაბიჯებს მათ გარდა ვერავინ ხედავს. და მაინც, სასწორები თავიანთ მიზნებს აღწევენ.

მორიელი

მორიელები ტემპერამენტით ქალწულებს ჰგვანან, მაგრამ, ამავე დროს, მათი ტემპერამენტი განსხვავებულია. ყველაზე ხშირად მორიელები ქოლერიკები არიან მელანქოლიკური „გადახრებით“. ერთი რამის დაზუსტებით თქმა კი შეიძლება – საერთოდ არ არიან ფლეგმატიკები.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს უყვართ ლაპარაკი, ახალ–ახალი ემოციების მიღება, სხეულისა და ფიქრების „გამოფხიზლება“ და არასდროს სხედან ერთ ადგილზე. იფიქრებთ, რომ სანგვინიკები არიან, მაგრამ ფეთქებად ხასიათსა და ნერვოზულობას რა ვუყოთ? ძალზე რთულია, იპოვო სანგვინიკი მშვილდოსანი ქოლერიკის ნიშნების გარეშე.

თხის რქა

ძალზე საინტერესო პიროვნებები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნიშანი ერთადერთი ფლეგმა–სანგვინიკია ყველა ნიშანს შორის. ტემპერამენტი მარტივი და გასაგები აქვს. ნელა მიიწევენ მიზნისკენ, მაგრამ რთულ სიტუაციებში უპირატესობას ანიჭებენ არა კონფლიქტზე წასვლას, არამედ ლაპარაკს.

მერწყული

მერწყულები ტემპერამენტით მშვილდოსნებს ჰგვანან – სანგვინიკები არიან თხემით ტერფამდე, თუმცა ძალიან იშვიათად, მაგრამ ძალზე მკაფიოდ ქოლერიკის ნიშნებს ამჟღავნებენ. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ყოველ ჯერზე ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს.

თევზები

თევზები კირჩხიბებზე მეტად მელანქოლიკები არიან. სხვა ტემპერამენტის ნიშნები ნაკლბად ახასიათებთ, ამიტომ პრიზს, როგორც ყველაზე მელაქოლიური ხასიათის მქონენი შემოქმედებითი და გულდახურული თევზები იღებენ.

მთავარი თემები