06:56 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
264 0 0

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

5 სექტემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ქალური ენერგიის აყვავების დღეა. ძალიან კარგი დროა სიყვარულის, ცოლქმრული ურთიერთობების, წყვილთა კონტაქტების, ზეიმის, წვეულებების, მხიარულებისთვის.

იმდენად სამხიარულო და სადღესასწაულო ენერგეტიკა შეიქმნება, რომ ის არანაირი მნიშვნელოვანი საქმეების მსვლელობას არ შეუწყობს ხელს.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალური და მტკიცე მოქმედებები, მაგრამ ასევე აუცილებელია ტაქტისა და დიპლომატიურობის შენარჩუნება. უნდა მოერიდოთ აჩქარებას, მოუთმენლობასა და იმპულსურობას. არ ღირს ზუსტი გათვლები, ანგარიშის შედგენა. კარგი დღეა ხანმოკლე გარიგებებისა და მოგზაურობისთვის. გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად არცთუ ხელსაყრელი დღეა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართმამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

რეკომენდებულია ურთიერთობები, მეგობრებთან შეხვედრები, ახალი ნაცნობობა, შემოქმედებითი აქტიურობა, პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების გამართვა, ხელმძღვანელებისთვის პროექტების მიწოდება განხილვისთვის, გუნდური მუშაობა, საღამო–წვეულებების მოწყობა, ფულთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა, დასვენება, მხიარულება, პრობლემებისა და საზრუნავისგან გათავისუფლება.

არარეკომენდებულია მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, სერიოზული და მასშტაბური მოლაპარაკებების გამართვა, გეგმების განხორციელება დღის მეორე ნახევარში.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ამ დღეს შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება, ქოთნის მცენარეებისთვის მიწის გამოცვლა, დამუშავება დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, თესლი აღება, მოსავლის აღება დიდი ხნით შენახვისთვის, მოთიბვა, სამკურნალო მცენარეების შეგროვება, მშრალი სასუქის მიცემა.

ისეთი მცენარეების დათესვა და დარტგვა, რომელთა ვეგეტაციას 35 დღეზე მეტი სჭირდება, პიკირება, გაფესვიანება, მორწყვა.

მთავარი თემები