31 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / FotocitizenЗакат в горах и облака
Закат в горах и облака - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 31 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 აგვისტო - 2 სექტემბერი

ეს პერიოდი ქალწულის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მათი მფარველი პლანეტაა მზე, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედთან ერთად ამ პერიოდში დაბადებულებს თავშეკავებულ და წყნარ ხასიათს ანიჭებს; თუმცა, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, ძალზე იმპულსური გახდნენ. ამ პერიოდის ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია უზადო წესრიგი, კომფორტი და წონასწორობა.

მნიშვნელოვანი წლებია: 21, 31, 50, 51.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

23 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა დელფინიუმი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სხვებისგან ბრძანებებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა, მაგრამ თვითონ სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვართ.  ისინი, სხვებისგან განსხვავებით, ხშირად ხვდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, მათ ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა საქციელსა და შეცდომაში. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. თავად უნდა გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მანამ, სანამ ამას სხვებისგან მოითხოვენ.

31 აგვისტოს დაბადებულები

31 აგვისტოს მომხიბლავი, დამოუკიდებელი, მიზანსწრაფული ადამიანები იბადებიან. არიან ძალზე კომუნიკაბელური. მათი ცხოვრება მათ არჩევანზეა დამოკიდებული. ვინც სიკეთის გზას აირჩევს, მისი ცხოვრებაც წარმატებული იქნება, ხოლო ვინც ბოროტების გზას – მისი ცხოვრება უსიხარულოდ ჩაივლის და მას თავისი ცუდი საქმეები უკანვე დაუბრუნდება.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

31 აგვისტოს დაბადებულები თავს საზოგადოების მსახურებას დიდი სიამოვნებით უძღვნიან. ვინც არ უნდა იყვნენ და რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. არიან შესანიშნავი მშობლები, გულისხმიერი მეგობრები, შემსრულებელი მუშაკები. არ დგებიან განზე, როდესაც მათთვის ძვირფასი ადამიანების გარშემო მოვლენები ვითარდება. სხვების ბედნიერებისთვის თავიანთ კეთილდღეობას სწირავენ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამით მხოლოდ იგებენ. თავიანთი კომუნიკაბელურობიდან გამომდინარე, ადვილად ამყარებენ ურთიერთობებს ნებისმიერი წრის ადამიანებთან.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

არიან რა ფსიქოლოგიურად გამჭრიახი ადამიანები, ამ დღეს დაბადებულები გარშემომყოფების განწყობასა და აზრებზე გავლენას ახდენენ. აქვთ განუმეორებლი შარმი. ბედი ხშირად ლიდერის როლს არგუნებს ხოლმე. ეს ბუნებრივიცაა, რადგან კრიტიკულ სიტუაციებში სწორ გადაწყვეტილებებს წამიერად იღებენ, მაგრამ ზედმეტი პასუხისმგებლობა მათ ნერვულ დაძაბულობას იწვევს.

31 აგვისტოს დაბადებულებს არ უყვართ ტრაბახი, კრიტიკულად უყურებენ პირფერებს. მათ უნდა ისწავლონ მეტად ტაქტიანი დამოკიდებულება სხვების მიმართ. ძირითადად, მათი ცხოვრება მსუბუქად და უბრალოდ მიედინება. ხშირად უწევთ ოქროს შუალედის ძებნა საზოგადოებრივ უამრავ საქმესა და პირად მოთხოვნილებებს შორის. მათი ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის სასურველია, იპოვონ რაიმე ჰობი, გატაცება, რომელიც მათ მწვავე გრძნობებს შემატებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ

ჯანმრთელობა

31 აგვისტოს დაბადებულების სუსტი ადგილია საჭმლის მომნელებელი სისტემა. ამიტომ მათ რაციონი სწორად და დეტალებში უნდა გათვალონ, რომ თავიდან აირიდონ ქრონიკული დაავადებები. რადგან საზოგადოებრივი საქმიანობა მათ დიდ ენერგიასა და ძალას ართმევს, საჭმელში თავის შეზღუდვა სავალდებულო არ არის, უბრალოდ, უნდა მოერიდონ ისეთ საკვებს, რომელიც მათ საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე ცუდად იმოქმედებს. მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის ძალზე სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა.

რჩევა:

იყავით ის, ვინც ხართ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის შეცნობას, შეამცირეთ საკუთარი მოქმედებების სხვების მხრიდან მოწონების მოთხოვნა. დააფასეთ ახლობლები.

ყველა ახალი ამბავი
0