მთვარის კალენდარი: 30 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / სავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 30 აგვისტო, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

მერწყულის დღეებში იღვიძებს ინტერესი ყოველივე ახლისადმი, მოდის მოულოდნელი იდეები. კარგად მიდის ახალი წამოწყებები, გარდაქმნები, ავანტიურული პროექტები, მატულობს იღბლიანობა.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

კარგი დღეა სამეცნიერო საქმიანობის, კვლევებისთვის. ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

რეკომენდებულია საყვარელი საქმის გეგმის მიხედვით მომზადება, მტკიცე მოქმედებები ბიზნესში და სამსახურში, მცირე თანხებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, კონტრაქტების დადება, დაწყებულის დასრულება, სულიერ ასპექტებზე ზრუნვა.

არარეკომენდებულია ყურადღების მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე გამახვილება.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის არახელსაყრელი დღეა, მაგრამ შეღებვისთვის კარგი დროა.

კარგი დღეა ფრჩხილების მოვლისთვის.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო>>

მებაღეობა: შეიძლება ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა. განსაკუთრებით მსხლისა და ქლიავის ჯიშების, ხურტკმელის, მოცხარის. რეკომენდებულია სასუქის მიცემა, გაფხვიერება, ხეების შეწამვლა, გათიბვა.

ყველა ახალი ამბავი
0