30 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Seaq68ტყე
ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 30 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 აგვისტო - 2 სექტემბერი

ეს პერიოდი ქალწულის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მათი მფარველი პლანეტაა მზე, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედთან ერთად ამ პერიოდში დაბადებულებს თავშეკავებულ და წყნარ ხასიათს ანიჭებს; თუმცა, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, ძალზე იმპულსური გახდნენ. ამ პერიოდის ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია უზადო წესრიგი, კომფორტი და წონასწორობა.

მნიშვნელოვანი წლებია: 21, 31, 50, 51.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

23 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა დელფინიუმი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სხვებისგან ბრძანებებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა, მაგრამ თვითონ სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვართ.  ისინი, სხვებისგან განსხვავებით, ხშირად ხვდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, მათ ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა საქციელსა და შეცდომაში. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. თავად უნდა გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მანამ, სანამ ამას სხვებისგან მოითხოვენ.

30 აგვისტოს დაბადებულები

30 აგვისტოს ამბიციური, პასუხისმგებლიანი, პატივმოყვარე, შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. ბუნებისგან ბოძებული აქვთ ორატორული ნიჭი, არიან ჭკვიანი ადამიანები, აქვთ სხვების დარწმუნების უნარი. შეუძლიათ იყვნენ კარგი ლიტერატორები, იურისტები, პოლიტიკოსები. ფინანსებში წარმატება სდევს თან, ოჯახში კი – ჰარმონიული ურთიერთობები სუფევს, აფასებენ ოჯახურ ტრადიციებს.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

30 აგვისტოს დაბადებულები ცხოვრებისეულ გზას თავდაჯერებულად მიუყვებიან, რაშიც კაჟივით მტკიცე ხასიათი ეხმარება. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, თვალსაჩინო შედეგისკენს ისწრაფვიან, ფუჭი რისკი არ უყვართ და საქმეს საეჭვო კომპანიებთან არ იჭერენ. არიან შესანიშნავი ფინანსისტები, მოგების მიღება შეუძლიათ ჰაერიდან, ამაყობენ თავიანთი წარმატებებით მმართველობით საქმიანობაში, იქნება ეს ოჯახის, პირადი თი საწარმოს ბიუჯეტის ხელმძღვანელობა.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

ამ დღეს დაბადებულების საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივ, იდეალურ მდგომარეობაშია. გათვლილი აქვთ ინტერიერის თითოეული ელემენტი, ვერ ნახავთ ვერაფერ ზედმეტს, ყველაფერი პრაქტიკული თვალსაზრისით აქვთ შერჩეული. მათ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების და ნებისმიერ სიტუაციას ადვილად უმკლავდებიან. ნაცნობები, მეგობრები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, როდესაც ეს ადამიანები მათი პრობლემების გადაწყვეტას თავიანთ ხელში იღებენ. გარკვეული დროის შემდეგ ამ დღეს დაბადებულებს სხვების პრობლემები ამძიმებს და შედეგად, დგება დღე, როდესაც სხვების საქმეებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

თანდათანობით, როდესაც სხვების დახმარებაზე უარის თქმას სწავლობენ, 30 აგვისტოს დაბადებულები პიროვნული განვითარების თვალსაზრისით წინ მიიწევენ. მათი მიზანსწრაფულობა და „ცივსისხლიანობა“ ყოველთვის კარგ გავლენას არ ახდენს ახლობლებზე, რომლებსაც ხშირად სწორედ ადამიანური სითბო სჭირდებათ. მშობელების როლში ხშირად სახლს სამხედრო ყაზარმას ამსგავსებენ მკაცრი წესებითა და ნორმებით. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ასეთი აღზრდის მეთოდები მერყეობას ანვითარებს და აკომპლექსებს პიროვნებას.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

30 აგვისტოს დაბადებულები სამყაროს ხშირად აღიქვამენ სათამაშო მოედნად, რაც ხშირად იწვევს გადაჭარბებულ ჭამა–სმასა და დასვენებას. უნდა მოერიდონ მსუყე საკვებს, ტკბილეულს, რათა წონის პრობლემები არ შეექმნათ. ასევე მიდრეკილი არიან ალკოჰოლისა და თამბაქოსკენ. მათთვის აუცილებელია ფიზიკური დატვირთვები.

რჩევა:

ერიდეთ სხვების თქვენზე დამოკიდებულებას; ბავშვები მეტ დამოუკიდებლობას მიაჩვიეთ. წესებთან დაკავშირებით იყავით დამთმობი. იმუშავეთ სულიერ განვითარებაზე და სამყაროს ფართოდ გახელილი თვალებით უყურეთ.

ყველა ახალი ამბავი
0