მთვარის კალენდარი: 29 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / jplenioსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

29 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

ამ დღეს საჭიროა ძალების მიმართვა ოჯახში ურთიერთობების გამტკიცებაზე, ოჯახური ტრადიციების დაცვა, საცხოვრებლის მოწყობა.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ცხოვრებისეულ სხვადასხვა სფეროში წარმატებებია მოსალოდნელი. იზრდება პროფესიული წარმატებების მიღწევის შესაძლებლობები. არ არის გამორიცხული თანხის მიღება.

ადამიანებს ემატება ენერგია. კარგად ვითარდება ურთიერთობები სამუშაო კოლექტივში.

როდესაც მთვარე თხის რქაშია პირადი ურთიერთობები საქმიანი და ლაკონური ხდება, სიახლეებისა და უჩვეულოს მიღება ფრთხილად ხდება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი.

სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით განვითარდება, თუმცა ის შეიძლება დიდხანს გაგრელდეს და სტაბილურ კავშირად ჩამოყალიბდეს. მთვარეს თხის რქის ნიშანში ხშირად მოაქვს კონსერვატიული ურთიერთობები.

ქალი - Sputnik საქართველო
შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები

რეკომენდებულია ოჯახური ბიზნესის წარმოება, ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების გადაჭრა, მოლაპარაკებები, კონტაქტები, ადრე დაწყებული საქმეების გაგრძელება, საიმედო კავშირების კიდევ უფრო გამტკიცება, კარიერასა და ბიზნესზე ზრუნვა, მუშაობა როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდთან ერთად.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების დაწყება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ხელსაყრელი დღეა თმის შეჭრისა და შეღებვისთვის. თმის ბოლოები არ გაიყოფა. შედეგებით კმაყოფილი დარჩებით.

ძალიან კარგი დღეა მანიკურისთვის

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო>>

მებაღეობა: კარგი დღეა ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვისთვის, განსაკუთრებით მსხლისა და ქლიავის ჯიშების, ხურტკმელის, მოცხარის. რეკომენდებულია სასუქის მიცემა, გაფხვიერება, ხეების შეწამვლა, გათიბვა.

ყველა ახალი ამბავი
0