07:29 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
658 0 0

გაეცანით 23 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 აგვისტო - 2 სექტემბერი

ეს პერიოდი ქალწულის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მათი მფარველი პლანეტაა მზე, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედთან ერთად ამ პერიოდში დაბადებულებს თავშეკავებულ და წყნარ ხასიათს ანიჭებს; თუმცა, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, ძალზე იმპულსური გახდნენ. ამ პერიოდის ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია უზადო წესრიგი, კომფორტი და წონასწორობა.

მნიშვნელოვანი წლებია: 21, 31, 50, 51.

Знаки Зодиака - Дева
© Sputnik / Maria Tsimintia
ქალწული

23 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა დელფინიუმი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სხვებისგან ბრძანებებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა, მაგრამ თვითონ სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვართ.

ისინი, სხვებისგან განსხვავებით, ხშირად ხვდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, მათ ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა საქციელსა და შეცდომაში. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. თავად უნდა გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მანამ, სანამ ამას სხვებისგან მოითხოვენ.

23 აგვისტოს დაბადებულები

23 აგვისტოს მიზანსწრაფული, უდრეკი ადამიანები იბადებიან, რომლებსაც სწამთ საკუთარი თავისა და ძალებისა. ისინი ძალზე კომუნიკაბელური და ინიციატივიანი ადამიანები არიან, აქვთ ნებისყოფა და სიმტკიცე; ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ ცივი გონების შენარჩუნება; არასდროს ვარდებიან პანიკაში, მამაცურად იტანენ ყველა დაბრკოლებას და მშვიდად იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც არანაირი კრიზისი არ აშინებს>>

ამ დღეს დაბადებულები ადვილად ეგუებიან ნებისმიერ პირობებს, განვითარებული ლოგიკური აზროვნება კი მათ საშუალებას აძლევს, წარმატებით იპოვონ გამოსავალი ცხოვრებისეული ლაბირინთიდან. თუმცა, ხანდახან ისეც ხდება, რომ გარემოებების გამო მათი თავდაჯერებულობა და თვითშეფასება მცირდება, ამან კი, შესაძლოა, უკმაყოფილება და იმედგაცრუება მოიტანოს. ფინანსური მდგომარეობა კარგი აქვთ, ხოლო კომფორტისა და სიმყუდროვის სიყვარული მათში მეტი მუშაობისა და მეტი თანხის გამომუშავების სურვილს აჩენს.

23 აგვისტოს დაბადებულები, თავიანთი სიამაყისა და დამოუკიდებელი ხასიათის გამო, ხშირად უგრძნობი ადამიანების სიაში ხვდებიან. ისინი ხშირად საერთოდ არ მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმეებში და მთლიანად პირად ცხოვრებაში არიან ჩაფლული. გარშემომყოფები მათზე არცთუ იშვიათად ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები ეგოისტები არიან, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან ისინი ასეთ დროს მხოლოდ მიზანსწრაფულობის ხელმძღვანელობენ და ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევა მხოლოდ წინსვლით არის შესაძლებელი, ხოლო წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

ამ დღეს დაბადებულებს გონების არაორდინარული ტექნიკური წყობა აქვთ. ანალიტიკურ უნარებს ჯერ კიდევ ბავშვობაში ამჟღავნებენ, როდესაც სათამაშოებს შლიან და შემდეგ თავიდან აწყობენ. შემდგომში ისინი ნებისმიერ სფეროში ოსტატებად ყალიბდებიან. მათ შეუძლიათ, სწრაფად გააანალიზონ მიმდინარე მოვლენები და თავიანთი ენერგია მიზნებისა და გეგმების შესრულებაზე მიმართონ.

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები>>

23 აგვისტოს დაბადებულებს უყვართ მეგობრობა ნებისყოფიან, დამოუკიდებელ, მიზანსწრაფულ და თავისუფალ ადამიანებთან. მხოლოდ ასეთი მეგობრობა აძლევს მათ შესაძლებლობას, გახსნან თავიანთი ფარული თვისებები, მოდუნდნენ და მორალურად ამოისუნთქონ.

ჯანმრთელობა

23 აგვისტოს დაბადებულების გარეგნული „ცივსისხლიანობის“ მიღმა ხშირად დათრგუნული ნეგატიური ემოციები იმალება. ეს, რა თქმა უნდა, მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, რადგან ეს ემოციები იწვევს სხვადასხვა დაავადებას. საკვების მხრივ მათთვის რეკომენდებულია შაქრის მოხმარების შეზღუდვა. სპორტის მხრივ, შეუძლიათ სხვადასხვა სახეობის ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ, რომლებიც მათ ჯანმრთელობის გამტკიცებასა და ემოციების გამოვლინებაში დაეხმარება.

რჩევა:

იყავით მეტად ყურადღებიანი და დიპლომატიური სხვა ადამიანების მიმართ, პატივი ეცით სხვების გრძნობებს. ისწავლეთ, რომ გასცეთ მეტი, ვიდრე მიიღოთ. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ ადამიანური სახე; ნუ დააყენებთ საკუთარ თავს სხვებზე მაღლა.

მთავარი თემები