18 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 18 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 აგვისტო

13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.

© Sputnik / Maria Tsimintiaლომი
18 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
ლომი

ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.

პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

18 აგვისტოს დაბადებულები

18 აგვისტოს წინააღმდეგობრივი ხასიათის ადამიანები იბადებიან. მათში აგრესია შერწყმულია კეთილშობილებასთან, თავშეუკავებლობა და ფეთქებადი ხასიათი - მოთმინებასთან. არაპროგნოზირებულობა ხშირად უშლის ხელს. ადამიანები ხშირად გაურბიან მათთან საქმის დაჭერას, რადგან არასაიმედო პარტნიორებად მიიჩნევენ. მათი ფინანსური მხარე აღმასვლებითა და ვარდნების მონაცვლეობაზეა აგებული. პირად ცხოვრებაშიც შეიძლება გაუჩნდეთ პრობლემები ზედმეტი დამოუკიდებლობისა და ღალატის გამო.

18 აგვისტოს დაბადებულებს ადვილად შეუძლიათ ნამდვილად სერიოზული პრობლემების გადალახვაც კი. მიუხედავად ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებისა, ბედისწერა მაინც უწყობს ხოლმე გამოცდას, თითქოს მათი სიმტკიცის გამოცდის ჩატარება სურს კიდევ ერთხელ. არიან ემოციური ნატურები და ბედის უკუღმართობას ღრმად განიცდიან. მაგრამ ამის გამო უბედური არ ხდებიან, დარწმუნებული არიან, რომ სრულყოფილებისკენ მიმავალი გზა იოლი არ არის.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

ეს ადამიანები წარმოქმნილ პრობლემას განიხილავენ, როგორც საფეხურს დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ხშირად მათ ცხოვრებაში ცენტრალურ ადგილს იკავებს და ხანდახან ხანგრძლივ და მიუღებელ დაბრკოლებად იქცევა ხოლმე. მაგრამ, როგორც წესი, ეს ადამიანები მტკიცედ იტანენ დაპირისპირებებს, სირთულეებს, რაც სხვებს მოტეხდა და წააქცევდა. და მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ამ ბრძოლას ბოლო არ უჩანს, ეს ნამდვილად გმირული ადამიანები ბედნიერებას სწორედ ბრძოლაში ხედავენ.  

18 აგვისტოს დაბადებულებს არ უყვართ წუწუნი და ჩივილი. მათთვის უსიამოვნოა თუნდაც იმის გაფიქრება, რომ ვიღაც ტანჯულ და მოწამე ადამიანად მიიჩნევს. ისინი ბედის დარტყმებს ღირსეულად იტანენ და პრობლემების გადაჭრას დასაწყისშივე ცდილობენ. ეს ადამიანები არც ოპტიმისტები არიან და არც პესიმისტები, არც გულღია და არც თავშეკავებული - უბრალოდ, ისინი რეალისტები არიან, რომლებიც ცდილობენ, საგნები ისეთი დაინახონ, როგორიც სინამდვილეშია და სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. ამ ადამიანების რელსებიდან გადაყვანა ძალიან ძნელია, თუნდაც მათი ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლას ჰგავდეს.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

18 აგვისტოს დაბადებულები ყურადღებას იჩენენ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ყურს უგდებენ ახლობლების რჩევას. მაგრამ, სამწუხაროდ, ძალზე დაკავებული არიან საიმისოდ, რომ სათანადო დრო დაუთმონ ჯანმრთელობას. ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი და დღისით დასვენება; ასევე, უნდა გაითვალისწინონ, რომ შვებულება - ეს არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა. უნდა დაიცვან დაბალანსებული დიეტა და მოერიდონ ზედმეტ ტკბილეულსა და ხორცს.

რჩევა:

ნუ ჩაიძირებით საკუთარ თავში ძალიან ღრმად. ტკივილი ყოველთვის აუცილებლობა არაა, ხოლო წარმატების მიღწევისთვის ტკივილის გადალახვა - ერთადერთი გზა. დატკბით ცხოვრებით. ისწავლეთ დასვენება, მოდუნება.

ყველა ახალი ამბავი
0