12:31 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
334 0 0

გაეცანით 16 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 აგვისტო

13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.

ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.

პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.

16 აგვისტოს დაბადებულები

16 აგვისტოს საოცარი სასიცოცხლო ძალების, ენერგიის, მყარი ჯანმრთელობის ადამიანები იბადებიან, მათი უმრავლესობა ღრმა სიბერემდე ცოცხლობს. არიან თამამი, დამოუკიდებელი ადამიანებიან, მაგრამ ასევე ითვალისწინებენ სხვების რჩევებს. ეს ადამიანები არიან თავდაჯერებული, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, პატიოსანი. აქვთ განვითარებული ინტუიცია, რაც ხშირად შეცდომებისგან იცავს მათ.

ამ დღეს დაბადებულები გარშემომყოფებს უყვართ, პატივისცემით ეპყრობიან მათ. ჰყავთ დიდი რაოდენობით მეგობრები, მფარველები. ოჯახს ყურადღებას, სიყვარულსა და მზრუნველობას არ აკლებენ, ურთიერთობებში თბილი ადამიანები არიან. ფინანსურ სფეროში დიდი სიმაღლეების მიღწევა შეუძლიათ. მათგან გამოდიან შესანიშნავი ბიზნესმენები, მეცნიერები და პოლიტიკოსები.

16 აგვისტოს დაბადებულები ტემპერამენტიანი ადამიანები არიან, რომლებიც თითქმის ყოველთვის აღწევენ საწადელს და თან, პრაქტიკულად, არასდროს დგამენ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ისინი ზომიერების გრძნობით არიან გამორჩეული, რის გამოც გარშემომყოფებს მათთან ურთიერთობები მოსწონთ. კონფლიქტურ სიტუაციებში ყველანაირად ცდილობენ მიზნის მიღწევას, თუნდაც ამისთვის მოწინააღმდეგის „განადგურება“ მოუწიოთ.

არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული>>

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს დაბადებულები ზემგრძნობიარე ადამიანებად მიიჩნევიან, სინამდვილეში საკმაოდ „სქელკანიანი“ არიან, რისი წყალობითაც ადვილად უმკლავდებიან არაკეთილმოსურნეებს, ნებისმიერ შეტევას - ფიზიკური იქნება ეს თუ ემოციური.

თუ ამ დღეს დაბადებულები ნეგატიურ ცხოვრებისეულ გზას დაადგებიან, თავიანთივე დამანგრეველი ძალის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ. მათ მუდმივობა არ სჩვევიათ. მუდმივად ისწრაფვიან ახალი შეგრძნებებისკენ, რასაც მათი პიროვნების უკიდურეს ზღვრამდე მიყვანა ან დამახინჯებაც კი შეუძლია.

ამ დღეს დაბადებულებს აქვთ ლიდერის ნიჭი და ასევე ინტერესიც, მაგრამ თანამდებობისთვის ბრძოლა არ უყვართ, რადგან სურვილი არ აქვთ, ადამიანებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. მათი პრიორიტეტია არა კონტროლი და დომინირება, არამედ უფრო წაქეზება, წახალისება და ცდუნება.

ჯანმრთელობა

16 აგვისტოს დაბადებულები მიდრეკილი არიან აკვიატებული ქცევის სხვადასხვა ფორმებისადმი, ამის გამო მათ კონტროლი არ უნდა დაკარგონ სექსუალური ურთიერთობების, სასმელისა და საკვების მხრივ. ასევე, უნდა შეამცირონ მძაფრი შეგრძნებების ძიება, რადგან მათი ფსიქოლოგიური სტაბილურობა მაღალი ენერგიითა და ზედმეტი მგრძნობიარობით დარღვევის რისკის ქვეშ დგება. ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ რუტინული და ერთფეროვანი ცხოვრების წესის დაცვა. მრავალი პრობლემისგან გათავისუფლებაში მათ სწორედ ფიზიკური დატვირთვები და დაბალანსებული კვება დაეხმარება.

რჩევა:

მიმართეთ თქვენი ენერგია ყოველდღიური საქმეების გადაწყვეტისკენ, იყავით ბევრად გულმოწყალე თქვენი მტრების მიმართ და ეცადეთ, მეტი ენერგია ჩადოთ შინაგანი სულიერი ცხოვრების გამდიდრებაში.

მთავარი თემები