10 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / KarlKuჩინკვე-ტერე, იტალია
ჩინკვე-ტერე, იტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 10 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 აგვისტო

3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

მათი სიმბოლოა მზესუმზირა.

ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.

10 აგვისტოს დაბადებულები

10 აგვისტოს ამბიციური ადამიანები იბადებიან. მათში არის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც რეალიზდება მუსიკაში, თეატრალურ ხელოვნებაში, ფერწერაში. ხანდახან იზიდავთ მისტიკა და ოკულტიზმი. აქვთ კარგი ორგანიზატორული უნარები, შეუძლიათ თავიანთი იდეებით სხვების შთაგონება და დაინტერესება.

რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი მოსაზრებები მოისმინონ. ამის დასტურია იგივე ხმის ტემბრის შეცვლაც - ურთიერთობებში ახასიათებთ ტექნიკური მხარე და მეტყველების სტილი. ეს ადამიანები სიცოცხლის სიყვარულითა და სიკეთით გამოირჩევიან. ხშირად ექცევიან სხვისი შეფასების გავლენის ქვეშ, მოკლებული არიან ყოველგვარ ქარაფშუტობას. ურთიერთობებში გარშემომყოფები მათგან პოზიტივით იმუხტებიან, ამიტომ საზოგადოებას მათთან ურთიერთობები სიამოვნებს და აინტერესებს.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

ამ დღეს დაბადებულები დროთა განმავლობაში იაზრებენ, რომ აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა და წარსული მოვლენების გააზრება, რომ საზოგადოების ბიძგის მომცემი აღფრთოვანება მათით, რომელსაც ისინი მთელი ემოციებით პასუხობენ, საკმარისი არაა, რადგან გაურბიან რთულ სამუშაოს, როგორიცა საკუთარი თავის შეცნობა, ვალდებულებების აღება. ამის გააზრებისთვის მათ განმარტოება სჭირდებათ, ხშირად თავიანთი თავის შეცნობა მათთვის პრიორიტეტული ხდება. 

ამ დღეს დაბადებულები დაუფიქრებლად არ იქცევიან. ისინი წინასწარ აანალიზებენ და აფასებენ ამა თუ იმ საქმეს და მხოლოდ ყველა ასპექტის აწონ-დაწონვის შემდეგ შეუდგებიან ხოლმე საქმეს. ამ ადამიანებს უყვართ თავიანთი ვერბალური ნიჭის გამოყენება.

Северное сияние звездное небо - Sputnik საქართველო
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10 აგვისტოს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ნებისმიერ ვითარებაში - სახლსა თუ სამუშაოზე. ეს მათი ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მომენტია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მეგობრულ კრიტიკას კონსტრუქციულად უდგებიან. ამბიციური ნატურები ხშირად წარმატების შემდეგ ამპარტავანი ხდებიან, რაც გარშემომყოფებს ძალიან აღიზიანებს.

ამ დღეს დაბადებულებს გული უცხოებისთვის დახშული აქვთ და მისი გაღება რთულია. მათ აუცილებლად სჭირდებათ აუდიტორია, თუმცა რეალიზება პროფესიულ დონეზე ხანდახან უჭირთ. ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ მიმართ დამოკიდებულებას. როგორც წესი, ეს ადამიანები ფულის მიმართ მშვიდ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ, მათთვის უფრო მთავარია მორალური კმაყოფილება პროფესიულად შესრულებული სამუშაოსგან.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი სიტყვა

ჯანმრთელობა

10 აგვისტოს დაბადებულებისთვის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ფიგურაზე, თმაზე, კბილებზე, კანზე ზრუნვას, ვიდრე შინაგან ჯანმრთელობაზე. ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ ხმას, ყელისა და ხორხის ჯანმრთელობას. მათთვის რეკომენდებულია ზომიერების დაცვა სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს მოხმარებისას. მოწიფულ ასაკში, ზედმეტი წონის თავიდან აცილების მიზნით, უნდა დაიცვან ვიტამინებითა და ბოსტნეულით მდიდარი დიეტა.

რჩევა:

სხვაგვარად გაიაზრეთ დამოკიდებულება გარეგნული ფასეულობების მიმართ, განამტკიცეთ საკუთარი ძალებისადმი შინაგანი რწმენა, რათა გათავისუფლდეთ სხვების მოსაზრებების გავლენისგან. ისწავლეთ სხვისი თვალსაზრისის მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0