07:21 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
რეალური ისტორიები (38)
1834540

ეს ამბავი იაპონიაში მოხდა. ერთ–ერთ გაზეთში დაიბეჭდა ძალზე უცნაური განცხადება მშობლების გაყიდვის თაობაზე...

ტოკიოს გაზეთში დაბეჭდილ სენსაციურ განცხადებაში ეწერა: „იყიდებიან მშობლები: მამა – 68 წლის, დედა – 66 წლის. ფასი – 900 იენი“.

ვინც განცხადება ნახა, ყველა შოკირებული იყო. „რა დრო დადგა! მშობლებსაც კი ყიდიან უკვე!“ – ასეთ აღშფოთებას გამოთქვამდნენ მოქალაქეები.

და აი, ეს გაზეთი ახალგაზრდა ოჯახის ხელში მოხვდა. ახალგაზრდებმა სულ რამდენიმე დღის წინ დაასაფლავეს საკუთარი მშობლები, რომლებიც ტრაგიკულ შემთხვევას – ავტოავარიას ემსხვერპლნენ.

უდედმამოდ დარჩენილი ბავშვები ძალიან იტანჯებოდნენ და ეს განცხადება მშობლების გაყიდვის შესახებ მათთვის უაღრესად მკრეხელური აღმოჩნდა. ვერც კი წარმოედგინათ, რა ხდებოდა ახლა იმ მოხუცების გულებში, რომელთა გაყიდვასაც აპირებდნენ.

მათ დიდხანს არც უფიქრიათ – გადაწყვიტეს, ეყიდათ მოცუხები და მათთვის თავიანთი სითბო, მზრუნველობა და სიყვარული გაეზიარებინათ.

აირჩიეთ ბედნიერება და ბედნიერება აგირჩევთ თქვენ>>

ახალგაზრდები მითითებულ მისამართზე მივიდნენ და ძალიან გაუკვირდათ, როდესაც მათ წინაშე ულამაზესი, დიდი სასახლე გადაიჭიმა ყვავილებით მორთული ეზოთი. მათ გადაწყვიტეს, რომ რაღაც შეცდომა იყო და წასვლას აპირებდნენ, რომ ამ დროს კარი გაიღო და ხანდაზმულმა მამაკაცი გამოვიდა.

ახალგაზრდები შეწუხდნენ და ბოდიში მოიხადეს.

–       გამარჯობა. ალბათ, რაღაც შეცდომაა, მაგრამ განცხადებაში ეს მისამართი იყო მითითებული...

–       ყველაფერი სწორადაა, შემობრძანდით! – შეიპატიჟა ისინი აღელვებულმა მამაკაცმა და მეუღლეს დაუძახა.

შემდეგ ცოლ–ქმარმა ასეთი რამ უამბო ახალგაზრდებს.

–       ჩვენ მართლაც არ ვართ ღარიბები. მაგრამ შვილები არ გვყავს, რომლებსაც მემკვიდრეობას დავუტოვებდით. ამიტომ გადავწყვიტეთ ღირსეული კანდიდატურა შეგვერჩია და ასეთი ფორმა შევარჩიეთ. ვიცოდით, რომ ამას მხოლოდ ძალიან კეთილი ადამიანები გამოეხმაურებოდნენ. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ეჭვი შეგვეპარა, რომ ასეთებს ვნახავდით... თქვენი საქციელი თქვენი ღირსებაა, ამიტომ ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა!

მასალა მომზადებულია ღია წყაროზე დაყრდნობით

თემები:
რეალური ისტორიები (38)

მთავარი თემები