9 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Arijitrexმთების პეიზაჟი
მთების პეიზაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 9 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 აგვისტო

3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

მათი სიმბოლოა მზესუმზირა.

ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.

9 აგვისტოს დაბადებულები

9 აგვისტოს ბედნიერი ადამიანები იბადებიან; მათ წინაშე უდიდესი შესაძლებლობებია გაშლილი, არიან ნიჭიერი, წარმატება ნებისმიერ ჩანაფიქრსა და საქმეში სდევთ თან. მათ მეტი თავდაჯერებულობა ესაჭიროებათ, უნდა განავითარონ სითამამე და სიმტკიცე, რთულ სიტუაციებში სიმტკიცე და ურყეობა უნდა გამოამჟღავნონ. თუ ამ თვისებებს შეიძენენ, ეს მათი წარმატებული ცხოვრების გარანტი იქნება, ხოლო ხასიათის სისუსტეები მათ ბედნიერ ცხოვრებას ხელს შეუშლის.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

9 აგვისტოს დაბადებულები საიმედო საყრდენი არიან იმ ადამიანებისთვის, ვინც მათზეა დამოკიდებული. არიან შესანიშნავი გუნდური მოთამაშეები, შეუძლიათ მიმართულების მიცემა ნებისმიერი ჯგუფისთვის, რომლის ნაწილიც თვითონ არიან. მიუხედავად ლიდერის აშკარად გამოკვეთილი თვისებებისა, ამას ყოველთვის არ იყენებენ ცხოვრებაში და ამით თავიანთ გუნდს აზარალებენ.

9 აგვისტოს დაბადებულებს ბრძოლა სისხლში აქვთ გამჯდარი. ისინი ადვილად წვდებიან ადამიანების ფსიქოლოგიას, ყოველთვის იციან, რა აღელვებთ გარშემომყოფებს. მათ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ადამიანის ხასიათის სფეროს სპეციალისტები. იციან ადამიანებთან ინდივიდუალური ურთიერთობების ხერხები. მათ მიმართავენ რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის; ამ ადამიანების მოსაზრებებს, როგორც წესი, წონა აქვს.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

მათი გონება მუდმივად იდეებითაა დაკავებული და ეს იდეები, ჩვეულებრივ, ცხოვრებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას უკავშირდება. ხანდახან მათი რჩევები საზღვარს გადადის იმ თვალსაზრისით, რომ მოითხოვენ დაჟინებით მათ შესრულებას, სრულ კონტროლსა და დომინირებას სხვის მოსაზრებებზე. აქვთ სხვებზე ძლიერი ზეგავლენის უნარი, მაგრამ, ამავე დროს, თავიანთი მეურვეობის ქვეშ მყოფებზე პასუხისმგებლობასაც იღებენ. ეს პასუხისმგებლობა ნებისმიერ სფეროში ვლინდება - ფინანსები, განათლება, ჩვეულებები, დასვენება.

ამ დღეს დაბადებულებისთვის წარუმატებლობა იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. მათი უმეტესობა კარგი მშობელი და ახლო მეგობარია. ისინი ქორწინებაში მთლიანად იხარჯებიან, თავიანთ გრძნობებს ბოლომდე გასცემენ. თუმცა, საკუთარი აზრების სხვებზე მოხვევის თვისება ხშირად აქაც იჩენს ხოლმე თავს. ამ შემთხვევებში მათ ახლო მეგობარი სჭირდებათ, რომელიც სწორ გზას მიუთითებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო

ჯანმრთელობა

9 აგვისტოს დაბადებულებს, ზოგადად, კარგი ჯანმრთელობა აქვთ, მაგრამ არ უვლიან თავს და არ ითვალისწინებენ ექიმებისა თუ ახლობლების რჩევებს კვებასთან, დასვენებასთან თუ ფიზიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით. მათ გვერდით სჭირდებათ ახლობლები, რომლებიც მუდმივად შეახსენებენ მათ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.

რჩევა:

თქვენი აზრი ყოველთვის ჭეშმარიტება ვერ იქნება. თქვენი ოპტიმალური ვარიანტი სხვების წარმოდგენას აუცილებელი გადაწყვეტილების შესახებ შეიძლება არ შეესატყვისებოდეს. დაუფიქრდით სიტყვებს, ნუ ატკენთ გულს სხვა ადამიანებს, გააკონტროლეთ თქვენი გამონათქვამები.

ყველა ახალი ამბავი
0