01:26 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
რეალური ისტორიები (38)
20820

ეს ჩანახატი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. დარწმუნებული ვართ, ბევრ თქვენგანს არაერთი მსგავსი ამბავი სმენია და ამაში ზენაარის ხელიც დაუნახავს...

იმ დღიდან ორიოდე თვე გავიდა. ერთხელაც ტელეფონი აიღო და:

გოგონა: — გამარჯობა, გეხვეწები, ტელეფონი არ გამითიშო.

ბიჭი: — რა გინდა? ჩქარა მითხარი, ამდენი დრო არ მაქვს.

გოგონა: — დღეს ექიმთან ვიყავი...

ბიჭი: — მერე?

გოგონა: — უკვე სამი თვის ორსული ვარ...

ბიჭი: — მერე მე რა? აბორტი გაიკეთე. ეგ ჩემი პრობლემა არ არის...

სამი თვის შემდეგ:

ანგელოზი: — გამარჯობა, პაწაწო. მე შენი მფარველი ანგელოზი ვარ.

პაწაწო: — გამარჯობა. ვისგან უნდა დამიფარო, აქ ხომ არაფერი მემუქრება? დედას მიხედო, სჯობს. ყოველდღე ტირის...

კიდევ სამი თვის შემდეგ ქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი მასივის მიყრუებულ ეზოში:

დედა: — არ გამიბრაზდე. სხვანაირად არ შემიძლია. ვერ გამოგაჩენ. სახლიდან გამომაგდებენ, ან მომკლავენ. ახლა აქ დაგაწვენ და... და დაიძინებ...

იქვე, ცოტა ხნის შემდეგ:

პაწაწო:— ანგელოზო, სად წავიდა დედა?

ანგელოზი: — ნუ გეშინია, დედა მალე მოვა.

პაწაწო: — რა ხმა გაქვს, ტირი?

ანგელოზი: — არა, გეჩვენება. ახლა წავალ და დედას მოგიყვან. მანამდე კი იტირე. დაძინება არ გაბედო! ხმამაღლა იტირე, რაც ძალი და ღონე გაქვს...

ამასობაში იქვე, ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზოში:

კაცი: — ვერ გავიგე, საით მიმარბენინებ? რა გარეთ გასვლა აგიტყდა ამ შუაღამისას?

ქალი: — გეხვეწები, გეხვეწები, წამომყევი.

კაცი: — მოგდევ, მაგრამ სად, თვითონ მაინც თუ იცი?

ქალი: — არა, არ ვიცი. რაღაც მექაჩება გარეთ, სადღაც რაღაც ხდება აშკარად...

კაცი:— სულ გაგიჟდი, მოკლედ. რა იყო, ჩვენ მეტი უშვილო ოჯახი არ გინახავს? დამშვიდდი, რა...

ქალი: — ვერა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მიმარბენინებს... ვაიმე! გესმის? გესმის? საიდანღაც ბავშვის ტირილი ისმის. ჩქარა, ჩქარა იარე...

დაბოლოს, იქვე, ეზოში:

ანგელოზი:— პაწაწო, ხმამაღლა, ხმამაღლა იტირე, მთელი ძალით იჩხავლე. უკვე აქ ვარ. დედაშენის მოსაყვანად ვიყავი წასული.

პაწაწო: — ეს დედაჩემი არ არის, რაღაც სხვანაირი ხმა აქვს.

ანგელოზი:— არა, პაწაწო, ეს დედაშენია, ეს შენი ნამდვილი დედაა...

თემები:
რეალური ისტორიები (38)

მთავარი თემები