იმ დღიდან ორიოდე თვე გავიდა. ერთხელაც ტელეფონი აიღო და:
გოგონა: — გამარჯობა, გეხვეწები, ტელეფონი არ გამითიშო.
ბიჭი: — რა გინდა? ჩქარა მითხარი, ამდენი დრო არ მაქვს.
გოგონა: — დღეს ექიმთან ვიყავი...
ბიჭი: — მერე?
გოგონა: — უკვე სამი თვის ორსული ვარ...
ბიჭი: — მერე მე რა? აბორტი გაიკეთე. ეგ ჩემი პრობლემა არ არის...
სამი თვის შემდეგ:
ანგელოზი: — გამარჯობა, პაწაწო. მე შენი მფარველი ანგელოზი ვარ.
პაწაწო: — გამარჯობა. ვისგან უნდა დამიფარო, აქ ხომ არაფერი მემუქრება? დედას მიხედო, სჯობს. ყოველდღე ტირის...
კიდევ სამი თვის შემდეგ ქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი მასივის მიყრუებულ ეზოში:
დედა: — არ გამიბრაზდე. სხვანაირად არ შემიძლია. ვერ გამოგაჩენ. სახლიდან გამომაგდებენ, ან მომკლავენ. ახლა აქ დაგაწვენ და... და დაიძინებ...
იქვე, ცოტა ხნის შემდეგ:
პაწაწო:— ანგელოზო, სად წავიდა დედა?
ანგელოზი: — ნუ გეშინია, დედა მალე მოვა.
პაწაწო: — რა ხმა გაქვს, ტირი?
ანგელოზი: — არა, გეჩვენება. ახლა წავალ და დედას მოგიყვან. მანამდე კი იტირე. დაძინება არ გაბედო! ხმამაღლა იტირე, რაც ძალი და ღონე გაქვს...
ამასობაში იქვე, ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზოში:
კაცი: — ვერ გავიგე, საით მიმარბენინებ? რა გარეთ გასვლა აგიტყდა ამ შუაღამისას?
ქალი: — გეხვეწები, გეხვეწები, წამომყევი.
კაცი: — მოგდევ, მაგრამ სად, თვითონ მაინც თუ იცი?
ქალი: — არა, არ ვიცი. რაღაც მექაჩება გარეთ, სადღაც რაღაც ხდება აშკარად...
კაცი:— სულ გაგიჟდი, მოკლედ. რა იყო, ჩვენ მეტი უშვილო ოჯახი არ გინახავს? დამშვიდდი, რა...
ქალი: — ვერა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მიმარბენინებს... ვაიმე! გესმის? გესმის? საიდანღაც ბავშვის ტირილი ისმის. ჩქარა, ჩქარა იარე...
დაბოლოს, იქვე, ეზოში:
ანგელოზი:— პაწაწო, ხმამაღლა, ხმამაღლა იტირე, მთელი ძალით იჩხავლე. უკვე აქ ვარ. დედაშენის მოსაყვანად ვიყავი წასული.
პაწაწო: — ეს დედაჩემი არ არის, რაღაც სხვანაირი ხმა აქვს.
ანგელოზი:— არა, პაწაწო, ეს დედაშენია, ეს შენი ნამდვილი დედაა...