აგვისტოს ხვატი, ზღვის სანაპირო და ზოდიაქოს ნიშნები: ვის მოხვდება კუპიდონის ისარი

გამოწერა
ყველაზე დიდი სასიყვარულო თავგადასავლები აგვისტოში ზოდიაქოს ოთხ ნიშანს ელოდება. პლანეტა ვენერა თითქმის მთელი თვე კირჩხიბის ნიშანში იქნება

ზოდიაქოს ოთხ ნიშანს - კირჩხიბს, თხის რქას, მერწყულსა და თევზებს აგვისტოში საოცრად გაუმართლებს სიყვარულში. კირჩხიბებისა და თხის რქებისთვის მთელი თვე სიყვარულისა იქნება, ხოლო მერწყულებსა და თევზებს უფრო თვის მეორე ნახევარში გაუმართლებს.

კირჩხიბი

კირჩხიბები მშვენიერი იქნებიან ისე, როგორც არასდროს. რომანტიკული განწყობა და გულგახსნილობა ახალი ნაცნობობისთვის - ეს მათი დამახასიათებელი იქნება აგვისტოში.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

კირჩხიბები, რომლებსაც ჰყავთ პარტნიორი, არ დაკარგავენ ახლობლების მიმართ ძლიერ და ნაზ გრძნობებს, მაგრამ ქათინაურებისა და ყურადღების ჩვეულებრივზე მეტი მოთხოვნა გაუჩნდებათ.

თავისუფალი კირჩხიბები კი მეტი ინტერესით გაიხედავენ პოტენციური პარტნიორების მხარეს. შეიძლება შეუყვარდეთ კიდეც, მაგრამ მათთვის პრიორიტეტული იქნება ისეთი მეწყვილის პოვნა, რომელიც მათ შეიყვარებს.

სიყვარული კირჩხიბებისთვის ჰაერივით აუცილებელი იქნება, ამიტომ სახლში ჯდომის მოყვარულებსაც კი შეხვდებით პლაჟებზე, პარკებში, ღამის კლუბებსა და სხვადასხვა საღამოზე.

თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი>>

თხის რქა

თხის რქებს იღბალი ვენერას სახით გაუღიმებს აგვისტოში. პლანეტა აგვისტოში მეშვიდე სიმბოლურ სახლში მოხვდება, რომელიც პარტნიორობას აღნიშნავს. აქ ვითარება კირჩხიბებისგან განსხვავებული იქნება. თავად თხის რქებმა, შესაძლოა, ვერც იგრძნონ სიყვარულის მოთხოვნილება, არაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ვინმეს მოეწონოთ. მაგრამ მათ ირგვლივ აუცილებლად იქნება შეყვარებული ადამიანი (და შეიძლება, რამდენიმეც), რომელსაც თხის რქასთან ურთიერთობების დიდი სურვილი აქვს.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული

თხის რქის მოხიბვლას ეს ადამიანები შეეცდებიან გარეგნობის, სასიამოვნო მანერების, კულტურული საუბრების მეშვეობით. მათთვის მნიშვნელოვანი იქნება არა სექსი, არამედ სულიერი სიახლოვე და ნდობა. შესაძლოა, დიდხანს დამალონ გრძნობები, მაგრამ როდესაც გაიხსნებიან, თხის რქებს ემოციებში „ჩაძირავენ".

თხის რქებისთვის პარტნიორი იქნება თბილი ემოციების, ზრუნვისა და კომფორტის წყარო. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ პარტნიორსაც ესაჭიროება სითბო, მზრუნველობა და სიყვარულის გამოხატვა. თუ ეს არ მიიღეს, მოხდება თხის რქების პროვოცირება ეჭვიანობაზე და 30 აგვისტოს ამის შედეგად კონფლიქტია მოსალოდნელი.

მერწყული

მერწყულებისთვის პარტნიორობის სახლში ახალმთვარეობა (19 აგვისტო) ხვდება. ეს პირად ცხოვრებაში ახალი პერიოდის დაწყებას ნიშნავს.

შეყვარებულებისთვის: როგორი სიყვარული შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს>>

მარტოხელა მერწყულებს ეს პირადი ცხოვრება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაუჩნდება. პარტნიორად შეხვდებათ კაშკაშა, არტისტული, საინტერესო, მაგრამ ამაყი და თავმოყვარე ადამიანი, ამიტომ მერწყულებს ტაქტიანი მოქმედებები მართებთ, რაღა პარტნიორის ღირსება არ შელახონ.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ

ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა. შესაძლებელია დაქორწინებაც. ცოლქმრობაში, თუ მოინდომებენ, შეიძლება „მკვდარი" ქორწინების გაცოცხლებაც.

თევზები

თევზებისთვის მზე პარტნიორობის სახლში 22 აგვისტოდან შევა. ეს იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე. ყველაფერი, რაც პარტნიორს შეეხება, თევზებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. ყველაზე მეტი დრო სწორედ ურთიერთობებს დასჭირდება.

თავისუფალ თევზებს განსაკუთრებით კაშკაშა ნაცნობობა ელოდება. მერწყულების მსგავსად, დიდია ქორწინების ალბათობა.

ყველა ახალი ამბავი
0