როგორი კვირა გველოდება: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 3–9 აგვისტოს ასტროპროგნოზი

© Pixabay / RomanBaderმზის ჩასვლა შრი-ლანკაზე
მზის ჩასვლა შრი-ლანკაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში წარმატებები უმეტესად ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ვარსკვლავები და პლანეტები კი ამაში ხელს შეგვიწყობენ

ციური სხეულები მზად არიან, დაგვეხმარონ ყველანაირ ცვლილებაში, ისინი შესანიშნავ მდგომარეობაში და განწყობაზე არიან, ამიტომ 3–9 დეკემბრის პერიოდი პროდუქტიული და დადებითი იქნება.

ყურადსაღებია სავსემთვარეობა 3 აგვისტოს, რომელიც სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
სავსემთვარეობა 3 აგვისტოს: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

როგორი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნებისთვის, როგორ იმოქმედებენ ისინი ადამიანებზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ და უსიამოვნებები ავიცილოთ  თავიდან – ყოველივე ამის შესახებ კვირის ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ.

ვერძი

ვერძებისთვის დიდი შთაგონების პერიოდი იწყება, რომელიც არა მხოლოდ სამუშაოსა და შემოქმედებას, არამედ სასიყვარულო სფეროსაც ეხება. შეგიძლიათ დაგეგმოთ უჩვეულო პაემანი, ჩაატაროთ ექსპერიმენტები გაცნობისა და შეხვედრის ადგილთნ დაკავშირებით. მთავარია, არაფრის შეგეშინდეთ და ნეგატიური აზრები გონებას არ გააკაროთ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი სათანადოდ შეაფასებს თქვენს მცდელობებსა და შემოქმედებითობას.

„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები>>

სამუშაოს სფეროში უფრო მეტად პუნქტუალური და პროდუქტიული გახდებით, რამაც, შესაძლოა, თავადვე გაგაკვირვოთ. განაგრძეთ ასე  მოქმედება და წარმატებებიც არ დააყოვნებს. მოერიდეთ ნეგატიური ენერგეტიკის ადამიანებს.

მზის ჩასვლა ზღვაზე - Sputnik საქართველო
სიყვარული, ფული, შრომა: ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის პოზიტიური ივლისი - თვის პროგნოზი

კურო

კუროებს მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა გელოდებთ, მაგრა ფორტუნა ხან გეწვევათ და ხან უმიზეზოდ მიგატოვებთ. უქმეების მოახლოებასთან ერთად ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება – გაჩნდება მეტი სტაბილურობა და განცდებისთვის ნაკლები საბაბი გექნებათ. დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკურ აქტიურობას.

ასტროლოგები გირჩევენ, გააკონტროლოთ საკუთარი ემოციები საყვარელ ადამიანთან და ნათესავებთან დამოკიდებულებაში. ნუ დატვირთავთ ახლობლებს ნეგატიური ემოციებითა და სამუშაოთი. საყიდლებისთვის შესანიშნავი დღეებია 3 და 4 აგვისტო. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ტყუპი

4–დან 6 აგვისტომდე ტყუპებს ენერგიის არასასიამოვნო ვარდნა გელოდებათ. მუშაობა და ცხოვრებისეული გაუგებრობების მოგვარება გართულდება. ეს ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობასა და განწყობას, ამაში ხელს შეგიწყობთ დასვენება და სასიამოვნო ადამიანებთან კონტაქტი.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

ასტროლოგები გირჩევენ, ადამიანების მიმართ მეტი სიკეთე გამოიჩინოთ. ეს, ყველაფერთან ერთად, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება იმ მხრივაც, რომ ადამიანების დამოკიდებულება თქვენ მიმართ სარკისებრი იქნება, ანუ, თუ სიკეთეს დათესთ, სიკეთეს დაიბრუნებთ და თუ ცუდ საქმეს გააკეთებთ, ასევე ცუდი საქმით შემოგიბრუნდებათ. სჯობს, არ გარისკოთ და ყველა ნაბიჯი, მოქმედება და სიტყვა სათანადოდ გათვალოთ.

ბედნიერების შეგრძნება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი და საოცარი ზაფხული მათ ცხოვრებაში

კირჩხიბი

ამ კვირაში თქვენი მთავარი სფერო ფინანსები, მუშაობა და ბიზნესი გახდება. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მხოლოდ ძირითად თემებზე გაამახვილოთ და დრო არ დახარჯოთ მეორეხარისხოვან საკითხებზე, მაგრამ წვრილმანების მიმართ მაქსიმალურად ყურადღებიანი უნდა იყოთ – ეცადეთ, სიჩქარეში არაფერი გამოგეპაროთ.

უქმეები იდეალურად მიესადაგება სადმე გამგზავრებას, აქტიურ დასვენებას, სპორტს და ა.შ. ასევე 7, 8 დ 9 აგვისტო კარგი დროა საშინაო საქმეებისა და სახლის მოწესრიგებისთვის. სამუშაო დღეებში კი სიფრთხილე გმართებთ, რადგან არაკეთილმოსურნეები და მტრები შეიძლება გააქტიურდნენ. დროებით თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან.

ლომი

ლომებისთვის ამ კვირაში ყველაზე პრიორიტეტული ფინანსური სფერო იქნება. თამამად შეგიძლიათ ფულის დახარჯვა საკუთარი სახლის გაუმჯობესებაზე, გარემოს გამოცვლაზე, ტანსაცმელზე, გართობაზე. როგორი სირთულეც არ უნდა შეგხვდეთ, საჭიროა პოზიტიური განწყობის შენარჩუნება.

სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

სასიყვარულო სფეროში ძალზე ხელსაყრელი პერიოდი დგება. შთაბეჭდილებას მოახდენთ ნებისმიერზე. შესანიშნავი დროა სიყვარულის ძებნის, ახალი ნაცნობობის, არშიყის, პაემნებისა და რომანტიკისთვის. მთავარია, ამან ხელი არ შეუშალოს საქმეს.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალწული

ქალწულებმა თქვენს ზოგად მდგომარეობას მიაქციეთ ყურადღება. გათავისუფლდით უარყოფითი ემოციებისგან, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს და იღბალს აფრთხობს. არაა გამორიცხული, რომ ამ კვირაში სხვა ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო შეიტყოთ.

კარგი კვირაა იმისთვის, რომ ქონების საკითხებს მიხედოთ, გაისტუმროთ ვალები. არახელსაყრელი დროა საყიდლებისთვის და განსაკუთრებით, დაუფიქრებლად და სპონტანურად რამის შეძენისთვის. თუ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაქვთ დანიშნული, სჯობს, ხუთშაბათის ან პარასკევისთვის გადაიტანოთ – ამ დღეს ვარსკვლავები უფრო პოზიტიურად იქნებიან განწყობილი.

სასწორი

ყველა ადამიანს რაღაც აიძულებს წინსვლას, აძლევს სტიმულს, მოტივაციას. ამ კვირაში სასწორები დაფიქრდებით – გაქვთ თუ არა ისეთი რამ ცხოვრებაში, რომელიც ენთუზიაზმითა და შინაგანი ძალებით აგავსებთ. მოტივაციის მოძებნა მოგიწევთ და თან – დამოუკიდებლად. ამაში ვარსკვლავები და პლანეტები ინტუიციის გამძაფრებით დაგეხმარებიან.

რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში>>

5–დან 7 აგვისტომდე იდეალური დროა იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ კვირაში ფრთხილად იყოთ საჭესთან, არ გამოამჟღავნოთ აგრესია გარშემომყოფების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს კონფლიქტი, რომლის შედეგებიც, დიდი ალბათობით, სავალალო იქნება.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

მორიელი

მორიელებისთვის ძალზე პოზიტიური კვირაა, მაგრამ ენერგია ხან მოგეძალებათ და ხან გამოგეცლებათ. საჭიროა დროის გამონახვა დასვენებისთვის, ნაკლებად გადაღლა და პრიორიტეტების სწორად განაწილება. ვარსკვლავები და პლანეტები ბევრი პრობლემის გადალახვაში დაგეხმარებიან.

იდეალური დროა ახალი კავშირებისთვის, ნაცნობობისთვის. აჩვენეთ ადამიანებს საკუთარი კეთილგანწყობა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეგობრების ნაცვლად მტრებს გაიჩენთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები თვითგანათლებაზე, სწავლაზე, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებაზე უნდა გადაერთოთ, რადგან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თქვენი მეხსიერება. ასევე შეგიძლიათ ეძებოთ ახალი სამსახური, დაისახოთ ახალი ამოცანები და მიზნები. შესანიშნავი კვირაა მოგზაურობის, საქმიანი მივლინებისა და თავგადასავლებისთვის.

სიტყვები, რომლებსაც ზოდიაქოს ნიშნების განრისხება შეუძლია>>

8 და 9 აგვისტოს ვარსკვლავები რამდენადმე შეამცირებენ დადებით გავლენას, მაგრამ უქმეები მაინც ძალზე პოზიტიური იქნება. განწყობის ცვლა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მაინც არ გარისკოთ და საკუთარ თავს განერვიულების საბაბი არ მისცეთ. გააქტიურდით ურთიერთობებში.

ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
იდეალური მამაკაცის ძიებაში - სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალისთვის

თხის რქა

ძალზე ხელსაყრელი პერიოდია 4–დან 8 აგვისტოს ჩათვლით. ამ დროს შეგიძლიათ გაიცნოთ ადამიანები, გარშემომყოფებს საკუთარი გრძნობები და ემოციები გაუზიაროთ. კარგი დროა ოჯახური და ნათესაური ურთიერთობებისთვის, სტუმრების მიღებისა და სტუმრად წასვლისთვის.

3 და 9 აგვისტო კი ნეგატიური დღეებია, ამიტომ სჯობს, გულისყური საოჯახო საქმეებზე, რელაქსაციასა და დასვენებაზე მიმართოთ. 3 აგვისტო ორშაბათია, სამუშაო დღე, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ.

მერწყული

კვირის პირველ ნახევარში, შესაძლოა, ახალი მტრები და არაკეთილმოსურნეები გამოჩნდნენ, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ. ორშაბათიდან დაუახლოვდით ნათესავებს და არ დაუშვათ კონფლიქტები.

ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში: „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ - არა">>

კვირის მეორე ნახევარი იდეალური დროა საყიდლებისთვის. ფულის დახარჯვა შეგიძლიათ გართობაზე, მეგობრებისა და ახლობლებისთვის საჩუქრების ყიდვაზე. არაა გამორიცხული, რომ ახალი მისწრაფებები და სურვილები, მოტივაცია გაგიჩნდეთ საქმიანობასთან დაკავშირებით. არ დაივიწყოთ ახალი ცოდნისა და უნარ–ჩვევების მიღებაც. შესანიშანვი დღეები გელოდებათ.

თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს"

თევზები

თევზებს არცთუ მარტივი პერიოდი გეწყებათ. შესაძლოა, ვარსკვლავების პროვოცირებით ენერგეტიკული ვარდნა გქონდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, გააცალკევოთ სამუშაო და სასიყვარულო საკითხები. ყურადღება გაამახვილეთ კონკრეტულ ამოცანებზე და საქმეები შუა გზაზე არ მიატოვოთ.

კარგი იქნება, თუ ჯანმრთელობაზე იზრუნებთ – ბევრი იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ. წესრიგი სამუშაოსა და სახლში ფიქრების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. ავტორიტეტი გარანტირებულია, თუ გარშემომყოფებთან პატიოსანი, კეთილი და წესიერი დამოკიდებულება გექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0