სავსემთვარეობა 3 აგვისტოს: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

© Pixabay / jrperesსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
3 აგვისტოს მთვარე თავის ერთ–ერთ ყველაზე მისტიკურ ფაზაში – სავსემთვარეობაში შევა. ამ დროს მთვარე და მზე ორ საწინააღმდეგო ნიშანში იქნება – მთვარე მერწყულის, ხოლო მზე – ლომის.

ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშანი – მერწყული და ლომი ადამიანებს ფიქრისკენ უბიძგებს, აღვიძებს საკუთარი თავის, საკუთარი სულიერებისა და ინდივიდუალობის მიმართ მგრძნობიარობას.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო>>

სავსემთვარეობა 3 აგვისტოს 20:00 საათზე მერწყულის ნიშანში დადგება. ამ დღეს წინა პლანზე გამოდის ინდივიდუალობის ასპექტი და მისი სწორად მიმართვის საჭიროება, ანუ ამ სავსემთვარეობის საკვანძო მომენტია საკუთარი ინდივიდუალობის გააზრება და ნებისყოფის გამოყენება მისი გახსნისთვის.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

სავსე მთვარე უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწაზე ყველაფერ ცოცხალზე. ადამიანებს თავს ახსენებს ქრონიკული დაავადებები, მატულობს სისხლდენა ჭრილობებიდან, სულიერი აშლილობები. ცნობილია, რომ სავსემთვარეობისას ყველაზე მეტი ბავშვი იბადება. ჩნდება ზედმეტი იმპულსურობა ურთიერთობებში, ნეგატიური აზროვნებისკენ მიდრეკილება.

მეორე მხრივ, ეს ყველაზე ხელსაყრელი დროა სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად, რადგან ასეთ პერიოდში მათი სამკურნალო თვისებები მაქსიმალურია.

რისი გაკეთება შეიძლება 3 აგვისტოს

  • აქტიური და მტკიცე მოქმედებები
  • მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება
  • წინდახედულება და საკუთარი ნაბიჯების კარგად მოფიქრება
  • ადამიანებთან კონტაქტები, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობების მოგვარება
  • ბიზნეს–საქმიანობა, ფინანსური საკითხების გადაჭრა.

3 აგვისტოს არარეკომენდებულია

  • შეკრებების, კონფერენციების ჩატარება და მასში მონაწილეობა
  • სახელმწიფო ორგანოების ან ხელმძღვანელების „შეწუხება“ სხვადასხვა საკითხზე.
  • უსაქმურობა
  • ენერგიის დახარჯვა წვრილმან და უმნიშვნელო რამეებზე
  • სხვისი საქმეების მოგვარება.

სავსემთვარეობის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

ვერძი: კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის, მივლინების, ახალი წამოწყებების, ურთიერთობების, ინფორმაციის მოპოვების, სიყვარულისთვის. არაა გამორიცხული, რომ შემთხვევითი ნაცნობობის ან თქვენი კომუნიკაბელურობის წყალობით ფინანსური მოგება ნახოთ მომავალში.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

კურო: თავს კარგად იგრძნობთ. ურთიერთობები თანდათანობით თავის კალაპოტს დაუბრუნდება. ნუ იქნებით ძალზე აგრესიული, ეს მხოლოდ გაღიზიანებას გამოიწვევს. გამოიჩინეთ სინაზე გვერდით მყოფი ადამიანების მიმართ.

ტყუპი: ჯანმრთელობის მხრივ სიფრთხილე გმართებთ. არასასურველია მოგზაურობა, მგზავრობა. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომები და მცდარი გათვლები, რაც სიტუაციის არასწორ შეფასებას ან ცრუ ინფორმაციასთან იქნება დაკავშირებული.

კირჩხიბი: არ არის გამორიცხული, რომ თქვენი გეგმები გავლენიან ადამიანებს მოეწონოთ და მხარი დაგიჭირონ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ ყველაფერს, რასაც ორგანიზმისთვის ზიანის მოტანა შეუძლია.

ლომი: სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. დღის დასაწყისში, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დაგჭირდეთ. ენდეთ და დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავსა და მოსაზრებებს – სხვების რჩევები შეცდომებამდე და ვითარების გართულებამდე მიგიყვანთ. ეცადეთ, მოაგვაროთ გართულებული ურთიერთობები ნათესავებთან და ახლობელ ადამიანებთან.

ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

ქალწული: სულიერი წონასწორობისა და განვითარების ახალ წრეზე გადასვლის დღეა. მაღალ დონეზეა სასიცოცხლო პოტენციალი. სავარაუდოდ, დღე სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყება, რასაც დიდი სიურპრიზები და საყოველთაო აღიარება მოჰყვება. კარგი დღეა საყიდლებისთვის. დაასრულეთ დავა–კამათი ნათესავებთან ან ახლობელ ადამიანებთან. დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან თქვენი სიბრძნე და ტაქტი გიხსნით.

სასწორი: გარდაქმნებისა და ტრანსფორმაციების დღეა. ცვლილებებს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ელფერი შეიძლება ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჯანსაღ აზრსა და სინამდვილისადმი პრაქტიკულ დამოკიდებულებას მიმართეთ. გათავისუფლდით მიკერძოებულ შეხედულებებისგან.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მორიელი: განწყობაში ცვლილებებია მოსალოდნელი. თქვენზე აისახება წინა დღეების გადაღლილობა. დიდი ყურადღებით იყავით გარშემომყოფებისა და ოჯახის წევრების მიმართ, დააკვირდით სიტყვებს, რაც მათ უნდა უთხრათ, რათა არ შეეხოთ მათ თავმოყვარეობას, არ გამოიწვიოთ ეჭვიანობა ან შური. ეს თქვენს მდგომარეობაზე ცუდად აისახება.

მშვილდოსანი: ნებისმიერ წამოწყებაში გამარჯვებაში თქვენი სიმამაცე, შესანიშნავი მეხსიერება და გამჭრიახობა, გადაწყვეტილების არასტანდარტული ხერხების მიგნება დაგეხმარებათ. სიფრთხილეა საჭირო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყურადღება ამ მხრივ განსაკუთრებით მამაკაც მშვილდოსნებს მართებთ.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

თხის რქა: არცთუ სასიამოვნო დღე გელოდებათ. მოსალოდნელია კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან ან პარტნიორებთან, უცნობი ადამიანების მხრიდან აგრესიულობა და უხეშობა. ყურადღებით მოეკიდეთ ნებისმიერ გუნდურ სამუშაოს. ილუზორულობასა და არარეალურ გეგმებს ფუჭი ძალსხმევა და ფინანსური დანაკარგების გამოწვევა შეუძლია.

მერწყული: არ არის გამორიცხული, რომ თქვენი მთელი ყურადღების მიპყრობა ამ დღეს საოჯახო და პირად საკითხებზე მოგიწიოთ და საქმეებისა და ბიზნესის მეორე პლანზე გადაწევა მოგიხდეთ. იფრთხილეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში. ჩხუბს შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს.

თევზები: ახლობლებთან დაკავშირებით არასასიამოვნო სიახლეები შეიძლება გაიგოთ, რაც, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე აისახოს. ეცადეთ, თავი ფსიქოლოგიურად დაიცვათ ნებისმიერი მოულოდნელობისგან და მშვიდად მიიღოთ ყველაფერი, რასაც ეს დღე გიმზადებთ. არის ალბათობა იმისა, რომ შემთხვევით გაიცნოთ ადამიანი, რომელიც გარკვეულ კვალს დატოვებს თქვენს ცხოვრებაში.

ყველა ახალი ამბავი
0