1 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Erik_Karitsპეპელა
პეპელა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 1 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ივლისი – 2 აგვისტო

23 ივლისი – 2 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას შრომის, პასუხისმგებლობისა და თვითშეკონტროლის პლანეტა – სატურნი მართავს, რომელსაც სახელი ღმერთი–ტიტანის საპატივცემულოდ ეწოდა. სატურნი თავის „აღსაზრდელებს“ ნამდვილი მასწავლებელივით ექცევა და მათგან მოთმინებას, შრომისმყოვარეობას მოითხოვს.

მნიშვნელოვანი წლებია: 19, 39, 57, 76.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ასკილი.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტითა და სიმტკიცით, უდრეკობით, არიან ამბიციური, ეგოისტური და ანგარიშიანი. ნაკლებად აქვთ იუმორის გრძნობა განვითარებული. თავიანთი სიძლიერის წყალობით ცხოვრებისეულ გამოცდების გატანა შეუძლიათ. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, სამყაროს თავიანთი მხრებით ზიდავენო. ანალიზისა და რაციონალური თვითშეფასების უნარი მათში სამართლიანობისა და ჭეშმარიტი ფასეულობების დაცვის გრძობებს ანვითარებს.

სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

1 აგვისტოს დაბადებულები

1 აგვისტოს ძალზე მომხიბლავი და პატივმოყვარე ადამიანები იბადებიან. ამ თვისებების წყალობით არიან ძალზე საინტერესო თანამოსაუბრეები. ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, აკურატულობითა და მიზანსწრაფულობით. ეს ადამიანები თავად არიან თავიანთი ბედის შემქმნელები, ირჩევენ ან იოლ, ან რთულ გზას. თუ ადამიანი გულწრფელია, ის სამყაროს ძალების მხარდაჭერას იგრძნობს და ყველა საქმეში წარმატება ელოდება. თუ მორალურ კანონებს უგულებელყოფს, შეიძლება კოლოსალურ წარმატებებს მიაღწიოს კარიერაში, მაგრამ მისი მარცხი ძალზე მძიმე და ტრაგიკული იქნება და ამის შემდეგ ფეხზე წამოდგომა - ძალიან რთული ან შეუძლებელი.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

1 აგვისტოს დაბადებულები ღრმა ინდივიდუალისტები არიან; მათ სურთ, რომ ყველამ მათი მოსაზრება მიიღოს. მათთვის პრინციპის საქმეა, დაარწმუნონ ადამიანები, რომ სწორედ მათი მოსაზრება იყო, არის და იქნება სწორი. წარუმატებლობა ძალზე მძიმედ გადააქვთ, მაგრამ მაინც თავდაჯერებულად მიიწევენ მიზნისკენ და აღწევენ კიდეც მას. ამ ადამიანებს მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვთ. ხანდახან ეს „შავი“ იუმორია, ხანდახან კი სარკასტული ან ირონიული.

ამ დღეს დაბადებულებს შეუძლიათ მწარე გამონათქვამი თანამოსაუბრის მიმართ, მაგრამ, ამავე დროს, დაუნდობელი არიან საკუთარი თავის მიმართაც. ურთიერთობები მათთან რთულია, რადგან თავს ერთადერთ ადამიანად მიიჩნევენ, რომელიც ყოველთვის ყველაფერში მართალია. ამიტომ ვინმეს ხელმძღვანელობით მუშაობა ძალიან უჭირთ. მიჩვეული არიან, რომ თვითონ იყვნენ თავიანთი თავის უფროსი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქაც მუდამ პირველობა, ოჯახის მეთაურობა სურთ. ასევეა ბიზნესში თუ ხელოვნებაში.

წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

ამ დღეს დაბადებულები მუდამ წინ მიიწევენ. ყოველთვის ჩართული არიან წინააღმდეგობების რთულ სამყაროში. გარშემომყოფებში ინტერესს იწვევენ, რადგან მრავალმხრივი და არაპროგნოზირებადი ადამიანები არიან. ხანდახან 1 აგვისტოს დაბადებულები ნეგატიური ემოციების მსხვერპლი ხდებიან. ნეგატივთან ბრძოლისთვის ისინი იყენებენ სიტყვიერ ფორმას და არ სურთ შინაგან სამყაროში ღრმა წიაღსვლები. იშვიათად ისინი თავიანთ თავშიც იკეტებიან, მაგრამ მხოლოდ თავდაცვისთვის.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

ეს ადამიანები, ერთი შეხედვით, თვითკმარი არიან, მაგრამ, სინამდვილეში, ძალიან არიან დამოკიდებული სხვებზე. სიამოვნებით იღებენ დახმარებას ახლობლებისა და მეგობრებისგან, მაგრამ არ აჩვენებენ, რომ ეს დახმარება სჭირდებათ. პიროვნულ ურთიერთობებში შეიძლება შეზღუდული იყვნენ. მათთან ურთიერთობები მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს შეუძლიათ.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

1 აგვისტოს დაბადებულები ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევენ. ეს იწვევს მოულოდნელ ავადმყოფობებს. მათთვის რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ მაინც ექიმთან ვიზიტი და გულისა და ხერხემლის გამოკვლევა. ისინი თავიანთი ჯანმრთელობის სრულ ბატონ-პატრონად მიიჩნევენ თავს და არ უგდებენ ყურს ახლობლების რჩევებს.

რჩევა:

ნუ განცალკევდებით გარშემომყოფებისგან, მოუსმინეთ მათ აზრს. თქვენ განდეგილი არ ხართ, არამედ საზოგადოების ნაწილი ხართ. გახსოვდეთ, რომ თითოეული ადამიანი პიროვნებაა, ინდივიდუალობა, რომელსაც საკუთარი მოსაზრების ქონის უფლება აქვს. ნუ დაივიწყებთ, ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას.

ყველა ახალი ამბავი
0