კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 26 ივლისი – 2 აგვისტო

CC BY 2.0 / Ben Perrin / Lysterfield Lakeხედი ჰორიზონტზე
ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნებისთვის, როგორ იმოქმედებენ ისინი ადამიანებზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ – ყოველივე ამის შესახებ კვირის ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ

ეს კვირა ძალიან კარგი იქნება მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად. უქმეებზე შესაძლებელია ნაღვლიანი ფიქრების შემოტევა, მათ შორის, წარსუყლზე, მაგრამ ამაზე დიდი ყურადღების გამახვილება არ ღირს.

ვერძი

ვერძებისთვის ფინანსური აქტიურობის დრო იწყება, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ კვირის პირველი დღე ყველაზე არახელსაყრელია. კარგი პერიოდია საყიდლებზე წასვლისთვის და მნიშვნელოვანი ნივთების შეძენისთვის. სამუშაოზე ენდეთ კოლეგებს და არ შეუშინდეთ ერთობლივ შრომას.

მზის ჩასვლა ზღვაზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ოთხი იღბლიანი ნიშანი – ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად აგვისტოში

სასიყვარულო სფეროში „დათბობის“ პერიოდი იწყება. ყველა კონფლიქტსა და გაუგებრობას ბოლო მოეღება; მარტოხელა ვერძები იპოვით საინტერესო ადამიანს და შეიძლება, შეგიყვარდეთ კიდეც. მაგრამ ამისთვის კომფორტის ზონის დატოვება და აქტიურობა მოგიწევთ.

კურო

კუროებისთვის ისეთი პერიოდი დგება, როდესაც წვრილმანებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. მნიშვნელოვანი იქნება ყველაფერი, რაც ხდება და რაც თქვენ გარშემო ვითარდება. მთავარია, არ დაეცეთ სულიერად, თავაწეულმა იაროთ, გაიჩინოთ ახალი მეგობრები და არ გაიჩინოთ ახალი მტრები.

რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, აქ მეტი შანსია, რომ კვირის ბოლოს გაგიმართლოთ. უქმეებზე კარგი იქნება შოპინგი, გართობისთვის, დასვენებისა და გარემოს გამოცვლისთვის ფულის დახარჯვა, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, სახლშიც შეგიძლიათ დაისვენოთ.

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

ტყუპი

დადგა დრო, რომ ნეგატიური პროგრამებისგან, განწყობისგან გთავისუფლდეთ. ასე უფრო ბედნიერი და იღბლიანი გახდებით. ამაში ახლო მეგობრები და ნათესავები დაგეხმარებიან. მოუსმინეთ მათ რჩევებს, ახლოს იყავით ბრძენ და ოპტიმისტ ადამიანებთან. კვირა, შესაძლოა, მარტივი არ იყოს, ამიტომ კარგი იქნება, თუ არ გარისკავთ და ახალ მტრებს არ გაიჩენთ.

ქალი ყვავილით - Sputnik საქართველო
არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული

სჯობს, მთელი ძალები შექმნისკენ მიმართოთ და არა ნგრევისკენ. მნიშვნელოვანია გარშემომყოფების დახმარება, ახლობლების მხარდაჭერა, ასევე, არ გამოავლინოთ აგრესია, არ იძუნწოთ და არ იეშმაკოთ. ფინანსურ სფეროში მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი სირთულეებია.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ძალზე იღბლიანი პერიოდი გეწყებათ და ეს, პირველ რიგში, ფინანსურ მხარეს ეხება. თამამად შეგიძლიათ, შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, ეძებოთ ახალი სამსახური, გახსნათ საკუთარი ბიზნესი და სხვ. მთავარია, არ აიღოთ ვალი. შესაძლებელია, დროის მცირე დეფიციტი შეგექმნათ.

კვირის ყველაზე რთული დღეები სამშაბათი და კვირა იქნება. ამ დროს შეიძლება ძალისა და ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ, რამაც, თავის მხრივ, თქვენს თავდაჯერებულობაში ეჭვები შეიტანოს. გეგმები რომ არ ჩაგეშალოთ, საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება. ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებაში ოჯახთან ერთად დასვენება დაგეხმარებათ.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

ლომი

კვირის პირველი ორი დღე თქვენთვის რთული იქნება ენერგიის უკმარისობის გამო. ვარსკვლავები ცუდ განწყობაზე იქნებიან, ამიტომ შესაძლებელია პრობლემები ცხოვრების ყველა სფეროში. 29 ივლისიდან პლანეტები და ვარსკვლავები ძალას მოიკრებენ და ეს თქვენზე დადებითად იმოქმედებს. დაიწყება პროდუქტიულობის პერიოდი.

ქალი - Sputnik საქართველო
შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები

პოზიტიური დრო კვირის ბოლომდე გაგრძელდება. უქმეებზე კარგი იქნება გარემოს გამოცვლა, ახალი ადამიანების გაცნობა, გართობა და სამუშაოზე ფიქრების თავიდან ამოგდება. ამ კვირაში პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ მძლავრი ინტუიცია და ნებისყოფა.

ქალწული

ქალწულებს შესაძლებლობების გაფართოებისა და საკუთარი ავტორიტეტის გაძლიერების ნიადაგი და საბაბი გაგიჩნდებათ. ამ კვირაში იოლად გადაწყდება საორგანიზაციო საკითხები. თამამად შეგიძლიათ მიხედოთ იურიდიულ საკითხებსაც. ექსპერტები გირჩევენ, გარშემომყოფებისთვის ქათინაურები არ დაიშუროთ და დაივიწყოთ კრიტიკა.

მთლიანობაში კვირა იქნება ძალზე ოპტიმისტური, ჩაივლის კარგი განწყობით, გაჩნდება ახალი მისწრაფებები და მიზნები. უქმეებზე საკმაოდ მოიმატებს თქვენი პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მიზნებს თავიანთი მომხიბვლელობით აღწევენ>>

სასწორი

სასწორებისთვის ფინანსური აქტიურობის პერიოდი იწყება. საჭიროა მუხლჩაუხრელი შრომა და პირადი გამოცდილების გათვალისწინება. ამ სფეროში რომ წარმატებები შეინარჩუნოთ, გათვლა უნდა გააკეთოთ საკუთარ შეხედულებებზე და არ მოუსმინოთ გარშემომყოფების მოსაზრებებს.

ქალი შლაპით - Sputnik საქართველო
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ

ამ კვირაში რამდენადმე დაუდგრომელი გახდებით და მოუსვენრობა შეგიპყრობთ. მაგრამ ეს რთული ამოცანების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ, ასევე გახდებით უფრო პროდუქტიული. ასტროლოგები გირჩევენ, შეინარჩუნოთ წინსვლის სურვილი, დაარღვიოთ სტერეოტიპები, ოღონდ ეს ყველაფერი თავხედობაში არ უნდა გადაიზარდოს.

მორიელი

მორიელებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგება, ვარსკვლავები და პლანეტები ხელსაყრელ განლაგებაში არიან. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ ჭეშმარიტი ცხოვრებისეული მიზნების გაგებაში.

ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 31 ივლისი, 1 და 2 აგვისტო. ამ დღეებში და მთლიანად, კვირაში სასურველია, არ გამოავლინოთ სიხარბე და თავხედობა, პატიოსანი და გულწრფელი იყოთ ადამიანების მიმართ, თქვენი მტრების ჩათვლით. ფუჭ ილუზიებს ნუ ააგებთ ადამიანების შესახებ, მიიღეთ ისინი ისეთი, როგორიც არიან.

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის ყველაზე რთული დღეები 28 და 29 აგვისტო იქნება. ამ პერიოდში ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა დესტრუქციული იქნება, რის გამოც უარყოფითი ფიქრები შეიძლება გაგიჩნდეთ. მოუსმინეთ საკუთარ გულს და არა გარშემომყოფებს – თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის.

სამყარო - Sputnik საქართველო
სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი

ასტროლოგები გირჩევენ, მეტი თანადგომა გამოხატოთ ადამიანების მიმართ. ახლობლების მხარდაჭერა და დახმარება მომავალში აუცილებლად სიკეთით დაგიბრუნდებათ. შესაძლოა, უფრო მგრძნობიარენი გახდეთ ცვლილებების მიმართ, მაგრამ არ შეშინდეთ – ცვლილებები ეს რაღაც პოზიტიურის დასაწყისია.

თხის რქა

ამ კვირაში ვარსკვლავები დისონანსში იქნებიან, ამიტომ იღბალი ხან თქვენ გვერდით იქნება, ხან კი მიგატოვებთ. არაპროგნოზირებადობა ცხოვრების ყველა სფეროში გახდება საგრძნობი. ზოგიერთ საქმეში ცოტაოდენი ეშმაკობა დაგჭირდებათ. ეს დროისა და ძალების დაზოგვაში, დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ.

საკუთარი თავის რწმენა ახალ დონეზე უნდა გადავიდეს. ეჭვები გეგმების ჩაშლის მიზეზი შეიძლება გახდეს. ურთიერთობებში ადამიანებთან და სასიყვარულო კუთხით კომუნიკაციის შენარჩუნებაა საჭირო და არა საკუთარ თავში ჩაკეტვა. კარგი პერიოდია რომანტიკისთვის, საყვარელი ადამიანის მოძებნისთვის.

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი>>

მერწყული

მთავარი სფერო მერწყულებისთვის სიყვარული იქნება. ამ კვირაში გაქვთ შანსი, რომ მარტოობისგან გათავისუფლდეთ, განამტკიცოთ არსებული ურთიერთობები. წაგადგებათ ახლობლების რჩევები, რათა აირიდოთ გაუგებრობები და პრობლემები ცხოვრებაში და ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოთ.

საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო
ზღაპრული და ჯადოსნური – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება „გიჟური" სიყვარული ამ ზაფხულს

საქმეებში, ბიზნესში წარმატებების მიღწევაში გუნდური მუშაობა, გამარჯვების სურვილი და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ. თქვენი შინაგანი სამყარო გარდაიქმნება, გაჩნდება შემოქმედებითი მუხტი. ამ განწყობის შენარჩუნებისთვის კარგი იქნება, თუ მოაწესრიგებთ სამუშაო ადგილსა და საცხოვრებელს. ამ კვირაში ნამდვილად ღირს სტერეოტიპებთან ბრძოლა.

თევზები

თევზებმა ორშაბათ დილიდან უნდა დაიწყოთ ძველმანებისგან გათავისუფლება. ეს კვირის დასაწყისში საჭირო ტალღაზე აწყობაში და კრიზისის დაძლევაში დაგეხმარებათ. სამშაბათიდან ვარსკვლავები და პლანეტები პოზიტიურად განეწყობიან, რაც თქვენს განწყობაზეც დადებითად აისახება.

ასტროლოგები აცხადებენ, რომ ეს იდეალური დროა მნიშვნელოვანი ნივთების შესაძენად, ახალი სამუშაოს მოძებნის, მივლინებებისთვის. შეიძლება სწავლის დაწყება, ახალი იდეების წამოყენება. ასეთ პერიოდებში შემთხვევითობები არ არსებობს, ასე რომ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. გექნებათ მეორე ნახევრის პოვნის საშუალება და არსებული ურთიერთობების გამტკიცების შანსი.

ყველა ახალი ამბავი
0