16 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / FotocitizenЗакат в горах и облака
Закат в горах и облака - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 16 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–22 ივლისი

12–22 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან შესანიშნავი ინტუიციით, უყვართ მოგზაურობა. არიან მხიარული, საკმაოდ კეთილი ადამიანები, შეუძლიათ კონფლიქტების მოგვარება. მთვარის გავლენის წყალობით ოკულტიზმის უნარები გააჩნიათ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 26, 36, 48, 50, 60, 72. 

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ია.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები, კარგი იქნება, თუ მეტად მეგობრული და კეთილგანწყობილი, უფრო გულგახსნილი და მიმნდობი იქნებიან გარშემომყოფების მიმართ. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გარშემომყოფებს მათ მიმართ გულითადი განწყობა აქვთ. თუ ამ ნაკლოვანებებს გაითვალისწინებენ, მერყეობა და შიშის გრძნობა დატოვებს და სილაღისა და თავისუფლების შეგრძნებით იცხოვრებენ.

16 ივლისს დაბადებულები

16 ივლისს ნებისყოფიანი, მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანები იბადებიან. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია, ასევე ზოგჯერ - ტელეპათიური უნარები. არიან მჭევრმეტყველნი და შესწევთ სხვა ადამიანებზე ზემოქმედებისა და მათი დაქვემდებარების უნარი; ასევე, ხშირად გვხვდებიან მუსიკალური და ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებულები.

ფინანსების სფეროში უმართლებთ, მათ ოჯახებში ჰარმონია სუფევს; გრძნობენ ოჯახისადმი მიჯაჭვულობას, პატივს სცემენ ნათესაურ ტრადიციებს. მათ ცხოვრებაში ბევრი რამ ეძლევათ იოლად, მაგრამ თუ ზნეობრივ კანონებს გადააბიჯებენ, იღბალი მიატოვებს.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

16 ივლისს დაბადებულები ხშირად იმყოფებიან რომანტიკული განწყობის ზეგავლენის ქვეშ, რაც უკავშირდება სხვადასხვა თავგადასავალს, ფანტასტიკურ შემთხვევას ან უნიკალურ მოვლენას. ცდილობენ ცხოვრების გამრავალფეროვნებას. მათთვის აუცილებელია სჯეროდეთ იმისა, რასაც აკეთებენ. აქვთ მაღალგანვითარებული მენტალური უნარი. ამ დღეს დაბადებულთაგან ბევრს სწამს, რომ სულიერ ძალას მატერიაზე გამარჯვება შეუძლია, თავს ყველაზე მოაზროვნე ადამიანებად მიიჩნევენ. მაგრამ მათ მჭევრმეტყველურ გამონათქვამებსა და რეალურ ქმედებებს შორის გარკვეული განსხვავება არსებობს.

ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...>>

ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია კონფლიქტური ვითარება ემოციურ მდგომარეობასა და გონებას შორის. მათთვის ყველაზე დიდი თავზარდამცემი რამ შეიძლება აღმოჩნდეს სიყვარული. არარეალურია მათი მოწყვეტა თავიანთი სიყვარულის ობიექტისგან. სირთულეები, პრობლემები, მრისხანება, გაღიზიანება - ეს ის კომპონენტებია, რომლებიც მათ რომანტიკული ურთიერთობებისთვის არის აუცილებელი. თავიანთი „ვარდისფერი" ილუზიებით გატაცებულებს დაუფიქრებელი საქციელის ჩადენა შეუძლიათ. თუნდაც მოიპოვონ სიყვარულის ობიექტის სიმპათია, ის მაინც მათ სანუკვარ ოცნებებში რჩება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სახუმარო ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები და ხილის სახეობები

ჯანმრთელობა

16 ივლისს დაბადებულებისთვის ყველაზე დიდი საშიშროებაა ის, რომ მათ სწამთ, რომ სულიერი ძალის მეშვეობით ნებისმიერი ავადმყოფობის დამარცხება ძალუძთ. რა თქმა უნდა, პოზიტიური განწყობა და იმედი გამოჯანმრთელების საქმეში, როგორც ამბობენ, ნახევარი საქმეა, მაგრამ ექიმებისა და სპეციალისტების ჩარევა სერიოზული დაავადების დროს აუცილებელია.

რჩევა:

აუცილებელია დამშვიდება, გრძნობების გათავისუფლება და არა დათრგუნვა; საკუთარი ვნებების პოზიტიური მიმართულებით გადართვა. ეცადეთ, არ იჩხუბოთ გარშემომყოფებთან, ნუ განაწყობთ ადამიანებს თქვენდამი მტრულად.

ყველა ახალი ამბავი
0