მთვარის კალენდარი: 6 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / stuxსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

სავსემთვარეობის შემდეგ, როდესაც ხდება სასიცოცხლო და ფსიქოლოგიური ენერგიის დაგროვება, იწყება ამ ენერგიის თანდათანობითი შემცირება.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

მოსალოდნელია მდგომარეობის, იდეებისა და განწყობის ხშირ–ხშირი ცვლა. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. კარგი დღეა კვირის განმავლობაში დაგროვებული ამოცანების გადასაჭრელად, გეგმების შესადგენად.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსანი, მორიელის მსგავსად, არაერთმნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის ვარცხნილობის შეცვლაზე. მაგალითად, თუ თმის შეჭრა გინდათ და ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნება, მაშინ, სჯობს, ეს სხვა დროისთვის გადადოთ – თმა მალე გაიზრდება და ვერ დაიმორჩილებთ. თმის შეჭრისთვის კარგი დღეა, თუ თმის ზრდის პროცესის შენელება გსურთ. გაითვალისწინეთ – თუ მაინც გადაწყვეტთ თმის შეჭრას, უპირატესობა სწორ, დავარცხნილ სტილს მიანიჭეთ და არა ხვეულ თმას. ასევე, შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინებმა თმის შეღებვასთან დაკავშირებით – თმა მალე გაფერმკრთალდება.

მთვარის დაბნელება 5 ივნისს: მასშტაბური მოვლენა, რომლითაც დაბნელებების დერეფანი იხსნება>>

მებაღეობა: მშვილდოსანი მთვარის კალენდარში ნაკლებად ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ამ დღეს ბაღში სხვადასხვა სამუშაოს შესრულება შეიძლება, მათ შორის, სასუქის მიცემა, გასხვლა, მცოცავი მცენარეების დარგვა და სხვ. მებაღეობის შესახებ ივნისში დეტალურად იხილეთ აქ.

ყველა ახალი ამბავი
0