მთვარის დაბნელება 5 ივნისს: მასშტაბური მოვლენა, რომლითაც დაბნელებების დერეფანი იხსნება

© Pixabay / kasabubuსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივნისში  საკმაოდ მასშტაბური მოვლენები გველოდება, რომლებსაც ასტროლოგები დაბნელებების დერეფანს უწოდებენ. 5 ივნისის დაბნელებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ადამიანებმა, რომლებიც დაიბადნენ ივნისისა და დეკემბრის კონკრეტულ რიცხვებში

მთვარის დაბნელება ცვლის ადამიანების ცხოვრებას და თავის წესებს გვკარნახობს.

ზაფხულის პირველ ნახევარში სამი დაბნელება გველოდება – ორი-მთვარის, ერთი-მზის.

მთვარის დაბნელება 5 ივნისს თბილისის დროით 23:12 საათზე მოხდება მშვილდოსნის ნიშანში. მთვარის დაბნელება, ამასთან, ემთხვევა სავსემთვარეობას.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
სავსემთვარეობა 5 ივნისს: თვის გარდამტეხი მომენტი და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

მისი დანახვა შესაძლებელი იქნება აზიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

5 ივნისის დაბნელება ნაწილობრივი იქნება, ანუ მთვარე მთლიანად არ დაიმალება დედამიწის ჩრდილში, მხოლოდ თავის სიკაშკაშეს შეამცირებს.

ასეთი დაბნელების გავლენა პიროვნულ დონეზე ყველაზე არ ვრცელდება, არამედ მხოლოდ მათზე, ვინც თავის ჰოროსკოპში მნიშვლელოვან წერტილებს „ეხება“. ამ დაბნელებას განსაკუთრებული ყურედღება უნდა მიაქციონ ადამიანებმა, რომლებიც დაიბადნენ 4 და 5 ივნისს, ასევე 4 და 5 დეკემბერს.

რაზე იმოქმედებს მთვარის დაბნელება

მთვარის დაბნელება მშშვილდოსნის ნიშანში ადამიანებში საკუთრების მიმართ უზრუნველ დამოკიდებულებას ამძაფრებს, ამიტომ საჭიროა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.

ამასთან, დაბნელება იმოქმედებს ადამიანებთან კონტაქტის უნარზეც, ახალი ინფორმაციის ათვისებაზე. ამ დღეს არ ღირს ახლის წამოწყება, სამუშაოს დაწყება, საბუთების შეტანა სასწავლო დაწესებულებაში.

ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები>>

ისევე, როგორც ნებისმიერი დაბნელება, 5 ივნისის დაბნელებაც არასტაბილურ ემოციურ ფონს მოიტანს, მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა.

ცეცხლზე ნავთს ასხამს ისიც, რომ 5 ივნისს დაბნელებების დერეფანი იწყება, რომელიც მთელ თვეს გასტანს. ასეთ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებას კი, როგორც ცნობილია, ვერაფერი შემოაბრუნებს უკან.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

რისი გაკეთება შეიძლება 5 ივნისს

მთვარის დაბნელება შესანიშნავი დროა ცხოვრების ხელახლა გააზრების, დაგეგმვისა და დაკვირვებისთვის.

რეკომენდებულია დროებითი განმარტოება, რათა მოხდეს ძალებისა და ენერგიის აღდგენა, ამასთან, იზოლაცია კარგი იქნება იმიტომაც, რომ მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა და ასე საქმიან თუ პირად სფეროებში კონფლიქტების გამწვავებას ავირიდებთ თავიდან.

ამ დღეს ასტროლოგები გვირჩევენ, დავემშვიდობოთ წარსულს, რომელმაც თავისი თავი ამოწურა. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ უნდა მივიღოთ.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

სავსემთვარეობის გავლენას განსაკუთრებით შეიგრძნობენ ადამიანები, რომლებსაც თავის შეკავება უჭირთ. მათთვის რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვა, რაც მათ სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებაში და ჭარბი ენერგიის სწორ კალაპოტში მიმართვაში დაეხმარება.

კარგი დღეა გართობისთვის – პოზიტიური ემოციები და კარგი განწყობა აგვარიდებს კონფლიქტურ სიტუაციებს. სულიერ სიმხნევეს შეგვინარჩუნებს სიკეთის ქმნა, ადამიანების დახმარება, საჩუქრების გადაცემა საყვარელი ადამიანებისთვის, ოჯახური საღამოს მოწყობა და სხვ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რისი გაკეთება არ შეიძლება 5 ივნისს

გაფრთხილდით ფულთან მიმართებით: მთვარის დაბნელების დღეს ფული, პირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება გაქრეს, თუ აჰყვებით ემოციებს, მას უსარგებლო ნივთებში დახარჯავთ. ასევე, არ ანდოთ თქვენი თანხა უცნობებს – ის, შესაძლოა, თაღლითის ხელში აღმოჩნდეს. უსიამოვნებებისგან სიფრთხილე და წინასწარ დაგეგმილი ბიუჯეტი გიხსნით. ასევე, არ ღირს ფულის არც გასესხება და არც სესხება.

სასურველია, უარი თქვათ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, ან სხვა დროისთვის გადაიტანოთ. სავსემთვარეობის დღეს მიღებული გადაწყვეტილებები, შესაძლოა, ნაჩქარევი და არასწორი აღმოჩნდეს.

აზრი არა აქვს ახალ წამოწყებებს – გეგმები შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ის, რაც სწორად მიგაჩნდათ, სრული კრახით დასრულდეს.

ასევე სასურველია გასაუბრების გადატანა, თუ ასეთი გაქვთ დაგეგმილი. ის შეიძლება ცუდი განწყობის მიზეზი გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0