17:37 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

გაეცანით 21 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

21 მაისს დაბადებულები

21 მაისს დაბადებულები ძალზე მგრძნობიარე და ფიცხი ადამიანები არიან. მათი ცხოვრება წინააღმდეგობებით არის აღსავსე. სჩვევიათ უცნაური საქციელი, მკვეთრი მანერები, უტაქტობა. ცხოვრებას საკმაოდ ურთულებს სიყვარულის მუდმივი მოთხოვნილება, რომლის გარეშეც ხანდახან დეპრესიული აზრებიც მოსდით თავში. ამ ადამიანებს აქვთ დიდი გონებრივი ენერგია, არიან ძალზე აქტიური, გადაწყვეტილებებში - სწრაფი.

იუმორისტული ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა>>

21 მაისს დაბადებულები ბუნებით შორსმჭვრეტელი არიან, ეფექტურად მიდიან დასახული მიზნისკენ. არ გაურბიან კონფლიქტებს, თუ ერთხელ ჩაერთვებიან „ჩხუბში“, მას ბოლომდე მიჰყვებიან. ამით ისინი „იდეურ ადამიანებს“ არ ჰგვანან, რომლებსაც აშინებთ ბარიერები და ადვილად კარგავენ ინტერესს საქმისადმი. ისინი უფრო იმ ხარს ჰგვანან, რომელიც არც დაფიქრდება გამარჯვების ალბათობაზე, უბრალოდ, ისწრაფვის მისკენ. ეს ადამიანები ბუნებით მებრძოლნი არიან, არ მიეკუთვნებიან „იდეალისტ-მეოცნებეთა“ რიცხვს, მოვლენების, ბრძოლის ცენტრში ურჩევნიათ ყოფნა.

ზოგჯერ ამ პერიოდში დაბადებულებს ანგარებაც ამოძრავებს, მაგრამ მაინც, მათი უმეტესობა უფრო გაცემას არის მიჩვეული, ვიდრე მიღებას. როგორც შედეგი - ეს ადამიანები პრობლემურად იღებენ საჩუქარსა თუ დახმარებას სხვებისგან. უფრო ინდივიდუალისტები არიან, მათ „საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი“ არ ესაჭიროებათ, პრობლემებს თავად წყვეტენ. ამ ადამიანებს, როგორც წესი, აუცილებელი თანხა ყოველთვის აქვთ (თუმცა, ხშირად ბოლო მომენტში).

21 მაისს დაბადებულები საკმაოდ თავდაჯერებული და ძლიერი ადამიანები არიან. შესაძლოა, ხანდახან ფუჭად იშრომონ, ამის გამო დაცინვის ობიექტიც გახდნენ, მაგრამ დასახული მიზნისკენ სვლას მაინც განაგრძობენ. არიან დომინანტი პიროვნებები, რომელთათვისაც დიდი ბედნიერებაა გარშემომყოფების დაქვემდებარება. ზოგიერთი კი საერთოდ არ ამჟღავნებს საკუთარ თავს, არ ახმიანებს არც ერთ თავის გენიალურ იდეას და ახლობლების ზურგს უკან იმალება.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულებს, ჩვეულებრივ, სინდისის ქენჯნა აწუხებთ, ხანდახან დეპრესიულ-გამანადგურებელი ფიქრებიც ეწვევათ ხოლმე, არადა, სულ ტყუილად - მათი წარმატების ერთადერთი გარანტი ხომ მხოლოდ სურვილი და განწყობაა. მათ უდიდესი მიღწევები შეიძლება ჰქონდეთ ცხოვრებაში, თუ ამას მოინდომებენ.

ჯანმრთელობა

21 მაისს დაბადებულები ცეცხლოვანი ენერგიით არიან აღსავსე და ყველაფრის ბოლომდე მიყვანა უყვართ. მათი დაავადებების მიზეზიც აქ იმალება - მიზნის მისაღწევად მუშაობენ დღე და ღამ, საერთოდ ავიწყდებათ თავიანთი ორგანიზმი, ხოლო როდესაც რაიმე სენს შენიშნავენ, უკვე გვიანია ხოლმე. მათ უნდა უსმინონ ორგანიზმის სიგნალებს; მათი ნერვული სისტემა მუდამ ძალიან დაძაბულია, მაგრამ, საბედნიეროდ, საკმაოდ ამტანი ნერვები აქვთ. თავიანთი ექსპრესიულობიდან გამომდინარე, ეს ადამიანები კარგად უნდა იკვებებოდნენ, რომ დახარჯული ენერგია აღიდგინონ.

რჩევა:

ისწავლეთ, რომ საკუთარ თავს მიხედოთ; კარგად მოიფიქრეთ, რა უნდა გააკეთოთ, როგორ შეასხათ თქვენს იდეებს ხორცი; საჭირო არ არის, გარშემომყოფებს ავნოთ. ასევე დაიმახსოვრეთ ძირითადი წესი - არ არის საჭირო დიდ პროექტზე ჩაბღაუჭება, შეასრულეთ რამდენიმე პატარა პროექტი და თანდათანობით. ნუ დაივიწყებთ სიკეთისა და თავაზიანობის შესახებ, ასევე დასვენებაზე, რომელიც ნერვების განმუხტვაში დაგეხმარებათ.

მთავარი თემები