კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 11–17 მაისის პერიოდში

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იწყება ახალი კვირა და ცხოვრების ახალი პეროდი. ასტროლოგების რჩევები დაგეხმარებათ პრობლემების სწრაფად მოგვარებასა და წარმატებების მიღწევაში ცხოვრების ნებისმიერ სფეროში

გახსოვდეთ, რომ ბედნიერება, თავისუფლება და სიმშვიდე იწყება არა რამის შეძენიდან, არამედ ყოვლივე საშიში,  უსარგებლოსა და ნეგატიურისგან გათავისუფლებიდან.იდეალური კვირაა იმისთვის, რომ ყველაფერი ზედმეტი მოიშოროთ თავიდან.

ვერძი

ასტროლოგები გირჩევენ, სახლში ხელსაყრელი ენერგეტიკა კვირის დასაწყისიდანვე შექმნათ. ამისთვის საჭიროა ათასი ძველმანისგან და უსარგებლო ნივთისგან გათავისუფლება, სახლის საფუძვლიანად დალაგება. გახსოვდეთ, რომ სახლში ქაოსი ხელს უშლის ჰარმონიის მოპოვებას.

15 და 16 მაისს დიდი და სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ სასიყვარულო სფეროში. ძალზე კარგი პერიოდია პაემნების, რომანტიკისა და ფლირტისთვის. ჯადოსნური დროა მათთვის, ვისაც აღარ ურ მრტო ყოფნა. გაითვალისწინეთ ეს და ეძებეთ თქვენი სიყვარული.

მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო
„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში

კურო

კუროებისთვის ხელსაყრელი დრო დგება, როდესაც შესაძლებელია ფინანსური და სამუშაო პრობლემების მოგვარება. კვირის ბოლოს ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები განწყობას შეიცვლიან, რამაც, შესაძლოა, თქვენში არსებული მანკიერებების გამოვლენას შეუწყოს ხელი.

შაბათ–კვირას მოსალოდნელია მსუბუქი, მაგრამ მრავალრიცხოვანი კონფლიქტები, დაძაბულობა. პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია: უბრალოდ, ეცადეთ, არ გქონდეთ რეაქცია ახლობლების კრიტიკაზე.

ტყუპი

კვირის პირველ სამ დღეს ვარსკვლავები და პლანეტები თქვენთვის იდეალურ მდგომრეობაში იქნებიან. ეს შესანიშნავი დროა სულიერი ძიებებისა და პრაქტიკებისთვის. დროა, მომავალზე იფიქროთ.

საქმეებთან დაკავშირებით დიდი ყურადღება გმართებთ, განსაკუთრებით ხუთშაბათსა და პარასკევს, როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები ენერგეტიკას შეიცვლიან. კვირის მეორე ნახევარი საკუთარი პრობლემების გადაჭრას მიუძღვენით.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კირჩხიბი

კირჩხბებისთვის ჯადოსნური დრო იწყება, როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე პოზიტიურ განლაგებაში იქნებიან. ეცადეთ, მოიზიდოთ მეტი პოზიტიური ენერგეტიკა.

ამ კვირაში საქმე და დასვენება ერთმანეთს უნდა შეუნაცვლოთ. იდეალური დროა სხვადასხვა სახის საქმიანობის კომბინირებისთვის, რაც გულისხმობს, რომ რამე ერთ საქმეეზ ზედმეტი ყურადღების გამახვილება არ ღირს. ამ კვირაში აუცილებელია ბალანსი, ზომიერება.

ლომი

კვირის დასაწყისში სასურველია, სახლში ხელსაყრელი ატმოსფერო შექმნათ. ასევე, კარგი პერიოდია საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და თვითანალიზისთვის. ხელაყრელი საოჯახო ენერგეტიკა დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავს საჭირო კითხვები დაუსვათ.

რა თქმა უნდა, თვითანალიზის გარდა, ლომებს იღბალი სხვა სფეროებშიც გაგიღიმებთ. ამასთან, თქვენთვის იმოქმედებს წამიერი დაჯილდოების სქემა, როდესაც კეთილი საქმეების უმალ, მაშინვე დაგიფასდებათ. შესაძლოა, ზოგერ ბედის საჩუქარი თავიდან უხილავი იყოს.

ქალი გვირილით - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის

ქალწული

ქალწულებისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება, როდესაც დიდი ძალისხმევს გარეშე იქნება შესაძლებელი წარმატებების მიღწევა პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში. ეს განსაკუთრებით ეხება სიყვარულის სფეროს.

საქმეებში ყურადღების კონცენტრაცია ხანდახან შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ პანიკას არ აჰყვეთ, თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც ჩაფიქრებული გაქვთ. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ ახალ პირობებს შეეწყოთ.

სასწორი

ამ კვირაში ვარსკვლავები და პლანეტები ფინანსური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებიან. სჯობს, დაგეგმოთ საქეები და ყველაფერში მხოლოდ ბედს არ მიენდოთ.

სასურველია სამომავლოდ გადადოთ შოპინგი. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება გაამახვილოთ ოჯახზე, ახლობლებზე, ნათესავებზე. ექსპერტები გირჩევენ, კარგად გამოიძინოთ, ნაკლები ინერვიულოთ და საკუთარი ოპტიმიზმი სხვებსაც გაუზიაროთ.

კომში ყვავილობისას - Sputnik საქართველო
მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მორიელი

მორიელებისთვის ეს კვირა გარდამტეხი იქნება. მოსალოდნელია ფინანსური წარმატებები. გახსოვდეთ, რომ არაფერია შეუძლებელი.

ძალზე ხელსაყრელი დღეებია სამშაბათი და კვირა, როდესაც შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა სიყვარულსა და საქმეებში. მთავარია, არ დაივიწყოთ უკან მიხედვაც, რათა გააანალიზოთ საკუთარი შეცდომები და გამოასწოროთ ისინი.

მშვილდოსანი

იდეალური დრო დგება შოპინგისთვის. შეგილიათ შეიძინოთ, რაც გსურთ, მაგრამ ბიუჯეტს ნუ გასცდებით. ასტროლოგები გირჩევენ, ჩაიწეროთ ახალი იდეები, რომლებიც სპონტანურად გაგიჩნდებათ.

ამ პერიოდში გაიზრდება ტვინის აქტიურობა, ამიტომ ინტელექტურალური საქმიანობა ბევრად ეფექტური გახდება. განსაკუთრებით გაუმართლებს შემოქმედებით სფეროში მოღვაწერ მშვილდოსნებს. ხშირად ენდეთ ინტუიციას და ნაკლებად მოუსმინეთ გარშემომყოფების რჩევებს. იგივე ეხება სასიყვარულო სფეროსაც.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

თხის რქა

ძალზე პოზიტიური პერიოდია იმ თხის რქებისთვის, ვისაც სასიყვარულო სფეროში სურს წარმატების მიღწევა. შთაბეჭდილებას მოახდენთ ასევე სამუშაოზე და ბიზნესში პოტენციურ კლიენტებსა თუ პარტნიორებზე. მთავარია, გახსოვდეთ, რომ განსაკუთრებული ხართ.

უფრო მეტად მრავალფეროვანი და პოზიტიური იქნება კვირის მეორე ნახევარი. 14 მაისს ვარსკვლავები მომგებიან განლაგებაში იქნებიან, რომლის დროსაც გაგიადვილდებათ ახალი პროექტების დაწყება, ძველის დასრულება, სიზარმაცესთან ბრძოლა. არ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები.

მერწყული

ამ კვირაში უნდა მოერიდოთ ენერგეტიკულ ვამპირებს – თქვენი ბიოველი შესუსტებული იქნება. წაგადგებათ სუფთა ჰაერზე ყოფნა, უნდა მოერიდოთ ტოქსიკურ ადამიანებს და არ უნდა შეუშინდეთ ირგვლივ ვითარების შეცვლას.

კაირო - Sputnik საქართველო
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად

რა თქმა უნდა, იქნება კარგი მოვლენებიც. გაგიმართლებთ პირად საქმეებში, გატაცებასა და შემოქმედებაში. იდეალური კვირაა ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების მისაღებად, ასევე, ფიზიკური აქტიურობითვის.

თევზები

მთლიანობაში, წარმატებული კვირა გელოდებათ, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ არაკეთილმოსურნეები გააქტიურდნენ, განსაკუთრებით სამუშაო სფეროში. იქნება ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც რაღაც უჩვეულო შეიძლება მოხდეს.

ასტროლოგები გირჩევენ, იმ შემთხვეევისთვის, თუ რამე ისე არ წავა, როგორც ჩაფიქრებული გაქვთ, გქონდეთ სათადარიგო გეგმა. ასევე, მთელი ყურადღება გადაიტანეთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე. უქმეებზე სიმშვიდე და სიწყნარე წაგადგებათ.

ყველა ახალი ამბავი
0