სავსემთვარეობა 7 მაისს: როგორ იმოქმედებს, როგორ ვიმოქმედოთ

© Pixabay / Larisa-Kმოციმციმე ხე მთვარის ფონზე
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეულ ადამიანს თავისი კომფორტის ზონა აქვს. ასტროლოგები გვირჩევენ, 7 მაისს ამ კომფორტის ზონის საზღვრები არ დავარღვიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული დიდი უსიამოვნებები, გაუთვალისწინებელი ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროში

სავსემთვარეობა, როგორც წესი, საკმაოდ საშიში დღეა. 7 მაისი ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს – ეს არის ტიპური საშიში სავსემთვარეობა, როდესაც უამრავი არაპროგნოზირებადი მოვლენა შეიძლება მოხდეს.

მთვარის კალენდრის მიხედვით, 7 მაისს მთვარე მორიელი ნიშანში იქნება, რაც საკმაოდ არახელსაყრელი შერწყმაა.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ მაისის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

რისი გაკეთება შეიძლება 7 მაისს

ამ დღეს საჭიროა საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა. ასტროლოგები გირჩევენ, იმოქმედოთ საკუთარი თვალთახედვით და დახმარება არავის სთხოვოთ. წყლის სტიქიის ძლიერი დისონანსის გამო მძლავრ მთვარესთან, სჯობს, არ დაუშვათ სიტუაცია, როდესაც თუნდაც ნაწილობრივ იქნებით დამოკიდებული სხვა ადამიანებზე.

ამ დღეს შეიძლება არაპროგნოზირებადი მოქმედებები, მაგრამ – ფრთხილი. ასეთ დღეებში მიზანსწრაფული და გარკვეულწილად „თავხედი“ ადამიანები უფრო კარგად გრძნობენ თავს, ვიდრე მორცხვი და პატიოსან თამაშზე განწყობილები.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

ამ დღეს კარგი იქნება დასვენება, რელაქსაცია. ძალიან გაუმართლებს მათ, ვინც ამ დღეს არ მუშაობს. შეიძლება პირადი საკითხების მოგვარება, რომლებიც გაანეიტრალებენ ნეგატიურ განწყობასა და პესიმიზმს. 7 მაისი კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის, რაც აგრესიის შემოტევებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

დედამიწის მოსახლეობა - Sputnik საქართველო
ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია

რისი გაკეთება არ შეიძლება 7 მაისს

მორიელი ამ დღეს ეჭვიანობას კრძალავს. მთავარი ამ დღეს სწორედ ესაა – არავითარ შემთხვევაში არ იეჭვიანოთ საყვარელ ადამიანებზე და მით უმეტეს, არ გამოავლინოთ ეს გრძნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ამ ადამიანებთან სერიოზული კონფლიქტი და მათი დაკარგვაც კი.

უარი თქვით შურისძიებაზე, არავის უსურვოთ ცუდი, რადგან დიდია ალბათობა, რომ ეს სურვილი უკან დაგიბრუნდეთ. სავსე მთვარის დროს ნეგატივისგან თავშეკავება რთული იქნება, მაგრამ აუცილებლად შეეცადეთ.

ეცადეთ, ამ დღეს არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელზეც თქვენი ან თქვენი ახლობლების მომავალი იქნება დამოკიდებული. არის შანსი, რომ შეგეშალოთ, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ გექნებათ.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

დილემის გადაწყვეტა რომ მარტივი იყოს, ენდეთ მხოლოდ საკუთარ სიბრძნეს, გამოცდილებასა და ცოდნას, ხოლო ინტუიცია ამოშალეთ დამხმარეების სიიდან – მოსალოდნელია ცრუ წინათგრძნობები, და თუ მათ აჰყვებით, შესაძლოა, ისეთ ლაბირინთში გაიხლართოთ, საიდანაც გამოსვლა ძალიან გაგიჭირდებათ.

ამ დღეს არ ღირს გარეგნობის შეცვლა, ბევრი ფულის დახარჯვა. ასტროლოგების აზრით, არასასურველია სახლის საქმეების გაკეთება, ტექნიკის რემონტი და ზოგადად, რემონტის გაკეთება.

ყველა ახალი ამბავი
0