7 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 7 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 მაისი

2-11 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მფარველობს. ამ პერიოდში მერყევი, მეოცნებე და კეთილშობილი ადამიანები იბადებიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60 და 64.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა შროშანა. ეს ადამიანები არიან გულუხვი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ისინი არ დაგაღალატებენ. მათ სჭირდებათ ხასიათის მეტი სიმტკიცის განვითარება. თუ საკუთარი შეცდომების გააზრებას შეძლებენ, ცხოვრებაში დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევენ წარმატებასა და ბედნიერებას.

7 მაისს დაბადებულები

7 მაისს დაბადებულები არაორდინარული შესაძლებლობებით არიან დაჯილდოებული, იტაცებთ მისტიციზმი, მაგია და ექსტრასენსორიკა. ინტუიციის კარგი გრძნობა და ფარული შესაძლებლობები მათ საბედისწერო შეცდომების დაშვებისგან იცავს. ამ დღეს დაბადებულებს, ჩვეულებრივ, ენა უჭრით. თავიანთი ორატორული თვისებების გამოყენება თავისუფლად შეუძლიათ ლიტერატურაში. ამასთან, კარგი ფსიქოლოგები არიან. ამ ადამიანებთან ოჯახური ცხოვრება არცთუ იოლია, რადგან სიკეთისა და სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა აქვთ და ამისთვის ბრძოლისას არაფერზე იხევენ უკან. თუ პარტნიორი მზად არ არის, ასეთი ადამიანის ცხოვრებისეული ფასეულობები და იდეალები გაიზიაროს, ოჯახური კავშირი არაფერ კარგს არ მოიტანს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>

7 მაისს დაბადებულები უაღრესად ერთგული ადამიანები არიან. ეს მათი არა თვისება, არამედ ცხოვრების სტილია. ისინი საქმისთვის (რაც გინდა იყოს ეს - თუნდაც რელიგია, ჰობი ან სიყვარული) სისხლის ბოლო წვეთამდე ირჯებიან. მათი მთავარი ცხოვრებისეული პრიორიტეტია სულიერი განვითარება, მაგრამ ასევე უკანა პლანზე არ აქვთ გადაწეული მატერიალური კეთილდღეობაც, უყვართ ლამაზი და ძვირფასი ნივთები.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ამ დღეს დაბადებულები ძალზე ფაქიზად აღიქვამენ სილამაზეს იქ, სადაც სხვები საერთოდ ვერ ამჩნევენ მას. არიან რომანტიკული, მგრძნობიარე, კეთილშობილი ადამიანები, აქვთ საოცარი შინაგანი ძალა, რაც აისახება მოქმედებებზე, გამოთქმებზე. ეს ადამიანები ხშირად ძალზე პუნქტუალური არიან და სიზუსტე უყვართ არა მხოლოდ დროის თვალსაზრისით, არამედ სიტყვაშიცა და მოქმედებებშიც. უყვართ კონკრეტიკა და არა დაუსაბუთებელი დასკვნები და გაუგებარი ფაქტები. ბუნებით მარტოხელები არიან და ამიტომ თავისუფალი დროის გატარება ოჯახში ურჩევნიათ, ვიდრე ხმაურიან კომპანიაში. დიდ პატივს სცემენ ოჯახურ ტრადიციებს.

7 მაისს დაბადებულები გარკვეულწილად თვითნასწავლნი არიან: შეცდომებისა და ცდების მეთოდით ადგენენ საკუთარ ცხოვრებისეულ წესებს. მთლიანობაში, ეს ადამიანები ემოციური არიან და ამას თავიანთ სისუსტედ მიიჩნევენ. ამიტომ მათი წარმატების გარანტი საკუთარი გრძნობების მართვისა და ხასიათის თვისებების გამოყენების უნარია.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

7 მაისს დაბადებულებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი ჯანმრთელობის პრობლემები ძირითადად სულიერ დისჰარმონიას უკავშირდება, ამიტომ წესრიგში უნდა მოიყვანონ გონება და ემოციები – ამ შემთხვევაში გულის დაავადებებსა და ფიზიკურ პეობლემებს თავს აარიდებენ. მათთვის საუკეთესო წამალია ორგანიზმზე კომპლექსური ზემოქმედება ფიზიკური დატვირთვების, ჯანსაღი კვების, სულიერი სიმდიდრისა და აქტიური გონებრივი საქმიანობის სახით.

რჩევა:

მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ – ყველა ნაკლითა და ღირსებით. იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ხოლო ზედმეტი თვითკრიტიკა ახალი სიმაღლეების დაპყრობასა და მიზნების მიღწევაში დაბრკოლებებს ქმნის.

ყველა ახალი ამბავი
0