26 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / martajozsaშინდის ხე
შინდის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 26 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 მარტი - 1 აპრილი

21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.

© FB/ Zodiac Signsვერძი
26 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
ვერძი

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.  

ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).

მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ. 

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.

26 მარტს დაბადებულები

26 მარტს დაბადებულები ძლიერი ნებისყოფისა და მტკიცე ხასიათის ადამიანები არიან. ახალგაზრდობის წლები შედარებით მძიმე აქვთ, მაგრამ შემდეგ ცხოვრებისეული გამოცდილება მათ აწრთობს. ადრეული ქორწინება იმედგაცრუებას მოუტანს. იღბალი და წარმატება, კარდინალური ცვლილებები კარიერასა და პირად ცხოვრებაში დაახლოებით 28–30 წლის შემდეგ ელოდებათ. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, ერიდონ ინტრიგებსა და პირფერობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა ამ მხრივ.

ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი>>

26 მარტს დაბადებულები მთელი ცხოვრება სპონტანური და ბავშვებივით მიამიტი რჩებიან. სასურველს მიაღწევენ, თუ ღია აგრესიას არ გამოამღავნებენ. ისინი, როგორც წესი, ყველაზე რთულ საკითხებზე მარტივ პასუხებს ეძებენ, რაშიც საგნის ძირითად არსში ჩახედვის უნარი ეხმარება. ეს ადამიანები საკმაოდ აქტიური არიან, თუმცა ხანდახან განმარტოების სურვილი უჩნდებათ. ამ დროს სულიერ განწმენდას ცდილობენ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ამგვარი მოდუნება გარედან ხანდახან სისუსტედ აღიქმება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ დღეს დაბადებულებმა მშვენივრად უწყიან საკუთარი სუსტი წერტილები და გარშემომყოფებმა უნდა იცოდნენ, რომ გარეგნული მერყეობის უკან ხშირად კარგად, დეტალურად გააზრებული მოქმედება იმალება.

ამ დღეს დაბადებულები ნამდვილი მეგობრები არიან. ისინი თავიანთი მეგობრების ერთგული არიან მთელი ცხოვრება. და თუ რაიმე მიზეზის გამო მათ უარყოფენ, ისინი მთელ ტკივილს მედგრად გადაიტანენ.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

26 მარტს დაბადებულები ფიზიკურად ძალიან ძლიერი არიან, მრავალი გამოცდის გადატანა შეუძლიათ. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებლად სჭირდებათ სპორტი, ასევე – სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და დასვენება – თანაც ბევრი. კვების მხრივ ბალანსი უნდა დაიცვან, რადგან შეიძლება რომელიმე უკიდურესობაში გადავარდნენ – ან ღორმუცელები გახდნენ, ან იშიმშილონ.

რჩევა:

მოერიდეთ ზედმეტად დამრიგებლურ, დიდაქტიკურ დამოძღვრებს. ყველაფერს ძალიან სერიოზულად ნუ შეაფასებთ, ისწავლეთ მოდუნება, ისწავლეთ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. სამუშაოს მეტი მონდომებით მოეკიდეთ და ნუ იზარმაცებთ.

ყველა ახალი ამბავი
0