ახალმთვარეობა 23 თებერვალს – როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს

© Pixabay / FabiCiucioახალი მთვარე ქალაქის თავზე
ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმთვარეობის ყველა დეტალის პროგნოზირება რთულია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ვითარება, რომელიც 23 თებერვალს მოხდება, აუცილებლად გახსნის სამომავლო პერსპექტივებს

თებერვლის ახალმთვარეობა თევზების ნიშანში წარიმართება.

საინტერესოა, რომ ახალმთვარეობის მომენტში ოთხი პლანეტა იქნება თევზების და ოთხიც – თხის რქის ნიშანში, ანუ მოხდება წყლისა და მიწის ნიშნების შერწყმა, პლანეტების მაქსიმალური კონცენტრაცია ორ ნიშანში.

სანაპირო - Sputnik საქართველო
მერკური რეტროგრადული ხდება: რა გავლენას მოახდენს ის ადამიანებზე

მთვარე, მზე, ნეპტუნი და რეტრო–მერკური იქნებიან თევზების – ინტუიციის, მაგიის, ოცნებების ნიშანში; ხოლო მარსი, სატურნი, პლუტონი და იუპიტერი – თხის რქის – მტიცე, საიმედო სოციალური წარმატებისა და ფულის ნიშანში.

ესაა შანსი, იოლად და მსუბუქად მოხდეს ორი თემის – მიწიერისა და ამაღლებულის, ინტუიციურისა და მატერიალურის, სოციალური წარმატებისა და ოცნების ჰარმონიული გაერთიანება–დაკავშირება.

ახალმთვარეობა კვირას, 23 თებერვალს თბილისის დროით 18:34 საათზე მოხდება, როგორც აღვნიშნეთ, თევზების ნიშანში. გავლენას მოახდენს ნეპტუნი, რაც მოიტანს ღრმა შთაბეჭდილებებს, სულიერ სიბრძნეს, ინერტულობას, გრძნობებში ჩაძირვას, ენერგიისა და აზარტის დაკარგვას, ასევე, უმწეობასა და რეალური ცხოვრების მიმართ დაუცველობას. ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ დადებითი მხარეები ამ დღეს არ ექნება. თევზები მგრძნობიარე ნიშანია, რომელიც აძლიერებს ინტუიციას და ექსტრასენსორულ უნარებს, იძლევა მოვლენების წინასწარ შეგრძნებისა და შედეგების განჭვრეტის საშუალებას.

როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები>>

როგორც წესი, ახალმთვარეობა ხელსაყრელია ახალი წამოწყებებისთვის, მაგრამ თევზების ნიშანი უფრო მოლოდინს, ზომიერებას, განმარტოებას, არსებული წესრიგის დაცვასა და ახლი გზების მოძიებისკენ სწრაფვას მიესადაგება. ასტროლოგების განცხადებით, 23 თებერვალს არ არის ყველაზე იღბლიანი დღეა. აჯობებს, დრო განმარტოებასა და ამბიციურობას შორის წონასწორობის დაცვას დაუთმოთ. კარგი გადაწყვეტილება იქნება ძველ საქმეებთან მიბრუნება.

გაზაფხული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ გაზაფხულზე ოცნებები აუსრულდებათ

ასტროლოგების რჩევები:

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ახალმთვარეობისას ჩვენი ძალები და ენერგეტიკა დამუხტვას საჭიროებს, ამიტომ სასურველია, დღე მივუძღვნათ ოცნებებს, დაგეგმვას, სიების შედგენას, რომელთა რეალიზება რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი. ამ დღეს მეტი დრო უნდა დავუთმოთ დასვენებას.

რაც შეეხება საფრთხეებს, რომელიც მთვარის ფაზის შეცვლამ შეიძლება მოიტანოს, ასტროლოგები გამოყოფენ ინფანტილიზმს, ინერტულობას, აპათიას, უნდობლობას, შიშებს, ინტრიგებს, თავის მოტყუებას, დამღუპველ მისწრაფება-ვნებებს და ა. შ. ამ მომენტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალზე რთული იქნება, მაგრამ მისი ნეიტრალიზება შემოქმედებითი საქმიანობითა სიყვარულით შეიძლება. პირველ რიგში საჭიროა საკუთარი თავის მიმართ პატიოსანი დამოკიდებულება.

2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

თევზების თაავარსკვლავედში ყოფნის გამო ახალმთვარეობა ბევრ საქმეს დაამუხრუჭებს, რადგან ეს ნიშანი პასუხს აგებს ადამიანების მანკიერებებზე, ცდუნებებზე, მიმალულ თვისებებზე. ის პროვოცირებას ახდენს ჩხუბის, დაუფიქრებელი საქციელის. ბევრს გაიტაცებს მისტიკა, აკრძალული სიამოვნებანი. ამიტომ ამ დღეს უნდა მოვერიდოთ საეჭვო კომპანიებს, საჯარო განცხადებებს, სპირტიან სასმელებსა და სპონტანურ ინიციატივებს.

ციფრები - Sputnik საქართველო
სარკისებრი 20.02.2020: წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მისტიკური და უნიკალური დღე

როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს 23 თებერვალს:

ვერძი: დადებითი დღეა. იქნებით მომგებიან პოზიციაში. თავს საუკეთესო მხრიდან აჩვენებთ.

კურო: ასტროლოგების გაფრთხილებენ, რომ დღეს პროფესიულ საკითხებს არ დაუთმოთ დრო და ყურადღება, სჯობს, ყოფით საკითხებზე გადაერთოთ.

ტყუპი: დღეს საკუთარ ძალებში თავდაჯერებული იქნებით, მაგრამ წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ მომთხოვნი იქნებით გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის მიმართ.

კირჩხიბი: ხელსაყრელი დროა, რომ დაასრულოთ მიმდინარე პროექტი და ახალი ფურცელი გადაშალოთ. თავს გამარჯვებულად იგრძნობთ.

ლომი: აქტიურად გამოიყენებთ სხვის გამოცდილებას საკუთარი წინსვლისთვის და გაიმარჯვებთ საკუთარ სისუსტეებზე.

როგორ დავგეგმოთ თებერვლის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით>>

ქალწული: თუ რამე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოგიწიათ, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის. თავს წარმოაჩენთ არა მხოლოდ როგორც პროფესიონალი, არამედ ასევე როგორც მომხიბლავი ადამიანი.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

სასწორი: თავი ხელში აიყვანეთ, თუნდაც დღე დაგეგმილი სცენარის მიხედვით არ წავიდეს.

მორიელი: არ იჩქაროთ, თორემ თქვენი ნამუშევარი ხარისხიანი არ იქნება. დღეს წარმატების მიღწევისთვის მოგიწევთ ინფორმაციის ანალიზი და ყველა ნიუანსის შესწავლა.

მშვილდოსანი: გამოგადგებათ ადრე მიღებული ცოდნა. მთლანობაში, დღე კარგად ჩაივლის. რამე მოულოდნელი უსიამოვნებები არ გელოდებათ.

თხის რქა: დღეს ბრძოლისა და გამარჯვებების დღეა. არ გაექცეთ დაპირისპირებებს, მიაღწევთ წარმატებებს, რა პოზიციაშიც არ უნდა იყოთ.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

მერწყული: წინა პლანზე გამოვა ფინანსური ინტერესები. შესაძლებლობა გექნებათ, შემოსავლის ახალი წყარო მოძებნოთ. მოსალოდნელია დილემის წინაშე დადგეთ – რაში დახარჯოთ ფული.

თევზები: მღელვარების საფუძველი არა გაქვთ, მაგრამ მაინც ღელავთ. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს – ეწვიეთ სილამაზის სალონს, შეიცვალეთ იმიჯი – ეს ძალიან დაგეხმარებათ.

ყველა ახალი ამბავი
0