როგორ დავგეგმოთ თებერვლის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

© Pixabay / FabiCiucioახალი მთვარე ქალაქის თავზე
ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რაიმე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ

მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

20 თებერვალი: კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. არის მოვლენებით ძალზე დატვირთული დღე, რომელიც სწრაფ ტემპში განვითარდება. ეცადეთ, მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას, არ იუხეშოთ, არ აღშფოთდეთ, სხვაგვარად, შესაძლებელია, ნერვული შეტევა დაგემართოთ.

სანაპირო - Sputnik საქართველო
მერკური რეტროგრადული ხდება: რა გავლენას მოახდენს ის ადამიანებზე

21 თებერვალი: კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. შესანიშნავი დღეა, მაგრამ გაგიჭირდებათ გარშემომყოფების ქცევაში გარკვევა. სჯობს, მათ უანგარო მოქმედებებს ყურადღება საერთოდ არ მიაქციოთ. თუ მაინც გსურთ გაიგოთ, რა ხდება, ხუმრობით იკითხეთ, რის გამო იქცევიან ასე.

22 თებერვალი: კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ეს დღე ადამიანებში ახალი ცოდნის მიღების წყურვილს აღძრავს. ეცადეთ, თქვენთვის ახალ სფეროს ალღო აუღოთ, დაინტერესდეთ ახალი თემით - ცხოვრება უფრო კაშკაშა გახდება. თვითონაც ვერ ხვდებით, რამდენად მრავალმხრივი ხართ. ეს იდეალური დღეა იმისთვის, რომ სამყაროს სხვა თვალით შეხედოთ.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

23 თებერვალი: ახალი მთვარე თევზების ნიშანშია. ეცადეთ, გათავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისგან. მოსალოდნელია გარკვეული ემოციური არასტაბილურობა. ერთ უხეშ სიტყვას კონფლიქტის გაღვივება შეუძლია, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ გამონათქვამებსა და საქციელში. თუ გაქვთ შესაძლებლობა, განმარტოვდით.

ბედნიერება მოქუფრულ ცაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

24 თებერვალი: მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. დიდია ალბათობა იმისა, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის თქვენს ცხოვრებაში. დროა, გადახედოთ უახლოეს წარსულს და გააანალიზოთ არსებული სიტუაცია. კარგი დღეა სწავლის, მგზავრობისა და მივლინებისთვის.

25 თებერვალი: მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. კარგი დღეა დოკუმენტებზე ხელმოწერისთვის, მატერიალური კეთილდღეობისკენ მიმართული ყველა საქმისთვის, საყიდლებისთვის. ამ დღეს სასიამოვნოა როგორც საჩუქრების გაცემა, ისე მიღება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

26 თებერვალი: მზარდი მთვარე ვერძის თანავარსკვლავედშია. მოსალოდნელია წარმატებები ნებისმიერ საქმიანობაში. ბევრი რამ თავისთავად გამოვა. ვისაც ვალი აქვს, სჯობს, ის ამ დღეს გაისტუმროს. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან.

თრიმლის ფოთლები - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის თებერვალი

27 თებერვალი: მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, განსაკუთრებით, ფინანსურ სფეროში. შედეგი, შესაძლოა, ძალზე არასასურველი აღმოჩნდეს. შეიძლება დასაჭიროცაა გეგმების დაწყობა. იყავით ემოციური, არ შეუშინდეთ მის გამოხტვას, დაიცავით საკუთარი შეხედულებები. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც შეიძლება ოჯახის შექმნითაც დასრულდეს.

28 თებერვალი: მზარდი მთვარე კუროს თანავარსკვლავედშია. იდეალური დღეა ურთიერთობებისთვის. დასვით კითხვები, მიიღეთ ინფორმაცია, გაუზიარეთ ერთმანეთს ცოდნა. ისაუბრეთ საკუთარ განცდებზე, მაგრამ ცხოვრებაზე არ იწუწუნოთ. კარგი ეფექტი ექნება გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს, საუნას, არომათერაპიას. უმჯობესი იქნება, თუ თმას არ შეიჭრით და არ შეირებავთ.

ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა>>

29 თებერვალი: მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. შესანიშნავი დღეა ინფორმაციის მიღებისა და დამუშავებისთვის, სულიერი ძიებებისთვის, ლოცვისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0