ჩინური ახალი წლის ტრადიციები: როგორ შევხვდეთ თეთრი ვირთხის წელს 25 იანვარს

© REUTERS / Stringerახალი წლის დღესასწაული ჩინეთში
ახალი წლის დღესასწაული ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინური კალენდრის მიხედვით, 2020 წელი თეთრი ლითონის ვირთხის წელია. თუ სწორად შევხვდებით მოუსვენარ, მაგრამ ძალზე მეგობრულ მფარველს, არც ის დაინანებს ჩვენთვის ბედნიერ და საინტერესო პერიოდს

ახალი წელი აღმოსავლური კალენდრით მთვარის კალენდრით დგინდება. ამ მოვლენას უცვლელი თარიღი არა აქვს. ჩინეთში ახალი წელი 21 დეკემბრის - ზამთრის ბზებუდობის შემდეგ მეორე ახალმთვარეობაზე დგება. ანუ, 2020, თეთრი ლითონის ვირთხის წლის დადგომა უწევს 25 იანვარს, თბილისის დროით 01:03 საათზე. ამ მომენტში, ძველი ცრურწმენების თანახმად, ოჯახთან ერთად უნდა იყოთ.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ეს წელი დიდ ცვლილებებს გვპირდება. ვირთხას, რა თქმა უნდა, ვერ ვუწოდებთ თავშეკავებულ და წყნარ ცხოველს, ის უფრო ფიცხი და მოუსვენარი არსებაა ჩინური ჰოროსკოპის სხვა ცხოველებთან შედარებით. მაგრამ მას თუ არ გავაბრაზებთ, ბევრ ბედნიერ მომენტს გვაჩუქებს. თუ წლის მასპინძელს ყველა წესის დაცვით შევხვდებით, ისიც მხიარულად „გაგვიმასპინძლდება".

აღმოსავლური დღესასწაული დასავლეთში წლიდან წლამდე უფრო აქტიურად აღინიშნება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ პირველ დღეს. ჩინეთში კი საზეიმო დღესასწაულები 10 თებერვლამდე გაგრძელდება. ამასთან, ჩინეთში 24-29 იანვრის პერიოდი ოფიციალურად არის დასვენების დღეებად გამოცხადებული. 25 იანვრიდან 10 თებერვლამდე, აღმოსავლური ტრადიციებით, აუცილებელია სიფრთხილე, უნდა გამოირიცხოს კონფლიქტები, განწყობის ხშირი ცვლა. ბედნიერება და იღბალი ეწვევა მას, ვინც არ დაიზარებს და არ დააყოვნებს გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანების დახმარებას.

ქორწინება ციფრებში, ანუ როგორია თქვენი ოჯახი ქორწინების ციფრის მიხედვით>>

როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ წელს

ვირთხა თავისი ბუნებით განსაკუთრებულად ინტელექტუალური და აქტიური ცხოველია. ის სულ მოძრაობაშია და მისთვის უცხოა სიზარმაცე და სიმშვიდე.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება

ამ წლის შესახვედრად საუკეთესო ვარიანტია მოგზაურობა ან ხანმოკლე გამგზავრება რომელიმე ახალ ადგილას, რამე ახლის, საინტერესოსა და ამოუცნობის აღმოჩენა ჩვენთვის. ამით წლის მფარველი გამხიარულდება და არ მოიწყენს. თუ სადმე გამგზავრება ვერ ხერხდება, მაშინ შესაძლებელია ქალაქგარეთ ხმაურიანი დიდი კომპანიის შეკრება და დროის მხიარულად გატარება. ვისაც წყნარ ოჯახურ გარემოში უყვარს დროის გატარება, არ არის აუცილებელია, თავი აიძულოს და დიდ კომპანიაში თავი არაკომფორტულად იგრძნოს. საკმარისია, ეს დრო მხიარულად გაატაროს, აქტიურად დაისვენოს, 2020 წლის მასპინძელს ხომ უყვარს ურთიერთობები და გარემოს შეცვლა.

ასევე არ არის ცუდი ვარიანტი კაფეში, რესტორანში ან ბარში წასვლა. ამით წლის მასპინძელს მიანიშნებთ, რომ არც თქვენ არ გიყვართ მოწყენილობა და მოხარული ხართ, რომ საღამო ადამიანების სასიამოვნო გარემოცვაში გაატაროთ.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ასტროლოგები მათ, ვინც ახალი წლის ღამის გატარებას სახლში, ოჯახურ გარემოცვაში ან მარტოობაში აპირებს, ურჩევენ, ჩართონ ტელევიზორი და რამე ოჯახურ ფილმს ან სასაცილო კომედიას უყურონ. მართალია, ვირთხას უყვარს ხმაურიანი გართობა, მაგრამ ასევე არანაკლებ აინტერესებს სითბო და საოჯახო სიმყუდროვე. მთავარია, ახალ წელს არ შეხვდეთ ჩხუბში და კამათში - ვირთხას ეს არ უყვარს.

საჩუქრები

ვისაც სურვილი გაქვთ, ახლობლებს ჩინური ახალი წლისთვის საჩუქრები გაუმზადოთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო, რა თქმა უნდა, ვირთხის ლითონის სიმბოლო იქნება, მაგალითად, ბრელოკი, თილისმა, მედალიონი, პატარა ქანდაკება.

ბედნიერება მოქუფრულ ცაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში ფული არ მოგაკლდეთ, შეიძლება პატარა ფიგურის - „ფულის თაგუნიას" ჩუქება, რომელიც საფულეში უნდა ჩაიდოს. ეს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. „საფულის თაგუნია" ნატურალური ლითონის ან ქვისგან მზადდება. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ თაგვს კუდი გაბზეკილი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ამან, შესაძლოა, საფულე გახვრიტოს, ეს კი ფულის გადინების სიმბოლო იქნება.

საჩუქრის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რა უყვარს იმ ადამიანს, ვისთვისაც საჩუქარს ამზადებთ. ვირთხას უყვარს ადამიანების გახარება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიერ მირთმეული საჩუქარი მოეწონოს ადრესატს.

რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ასევე გაითვალისწინეთ საჩუქრის ღირებულება. ვირთხას უყვარს ძვირფასი საჩუქრები, მაგრამ არც კუდაბზიკობა და უაზრო ფუფუნება უყვარს. ამიტომ, თუ ფინანსური მდგომარეობა ძვირფასი ნივთის ყიდვის საშუალებას არ იძლევა, შეარჩიეთ შესაბამისი ღირებულების საჩუქარი.

ყველა ახალი ამბავი
0