13:20 06 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
10210

გაეცანით 21 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 იანვარი

ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან – 21 იანვარი – 19 თებერვალი.

21 იანვარი – 31 იანვარი მერწყულის ნიშნის პირველი დეკადაა.

მერწყული
მერწყული

ამ პერიოდში დაბადებულებს ვენერა მფარველობს. ეს ადამიანები მორცხვი და დელიკატური არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 12, 22, 32, 42, 52.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ნეგო (უკვდავა).

ისინი ყოველთვის ელეგანტურნი და მშვენიერნი არიან. მათგან ენერგია უწყვეტად მოედინება, მათ ოპტიმიზმს კი საზღვრები არა აქვს. მათში ჩადებულია მძლავრი ცხოვრებისეული პოტენციალი, ამიტომ იოლად წყვეტენ დავებს, საქმეებს, ლახავენ ბარიერებს. აქვთ მშვიდობისმოყვარე და მხიარული ხასიათი, ამით გარშემომყოფებს თავის მიმართ სიმპათიით განაწყობენ.

21 იანვარს დაბადებულები

21 იანვარს დაბადებულები ჭკვიანი და გამჭრიახი პიროვნებები არიან, საოცარია მათი მოქმედებების სისწრაფე და სიმტკიცე და ვითარებებზე მორგების უნარი. ეს ადამიანები გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ხანდახან ხისტი არიან, ამბიციური; საკუთარი მოსაზრება ყოველთვის გააჩნიათ. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ, თუმცა ზოგჯერ მერყეობა პრობლემის წარმატებით გადაჭრის შანსს ხელიდან აშვებინებს. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ქორწინება კარგს არაფერს უქადით, შემდგომი ოჯახური ურთიერთობები მყარი და ბედნიერი აქვთ. ფინანსურად უმართლებთ, მოწიფულობაში სოლიდური თანხა შეიძლება დაუგროვდეთ.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

21 იანვარს დაბადებულები მწვერვალების დაპყრობისკენ ისწრაფვიან, ამიტომ ამ მწვერვალზე ასვლის შემდეგ ქვევით დაშვება აღარ სურთ და ყველანაირად ცდილობენ, იქ პოზიციები გაიმაგრონ. სანამ არ გააცნობიერებენ საკუთარი ამბიციების რეალურ მნიშვნელობას, მათი თავმოყვარეობა დანგრეული ოცნებებისა და გეგმების გამო დაიტანჯება. თავიანთი დადებითი თვისებების, ენერგიულობისა და მიზანსწრაფულობის მიუხედავად, 21 იანვარს დაბადებულები შეიძლება გადაეშვან გართობაში და თავზე კონტროლი დაკარგონ. ამიტომ წარმატება მხოლოდ მათ ელოდება, ვინც შინაგან წინააღმდეგობებსა და პიროვნულ მისწრაფებებს ერთმანეთთან შეაჯერებს.

21 იანვარს დაბადებულები, როგორც წესი, ერთი მდგომარეობიდან მეორეში - მოდუნებიდან ძალების კონცენტრირებამდე სწრაფად გადადიან, ამიტომ წონასწორობის მდგომარეობის შენარჩუნება უჭირთ. თუმცა, ლიდერობის სურვილი, ადრე თუ გვიან, მათ მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას ასტიმულირებს. და თუ მიზანს მიაღწევენ, ამ დღეს დაბადებულები თავიანთ პოზიციებს უკვე აღარ დათმობენ. სხვადასხვა ფაქტორს - წინააღმდეგობრივ ინტერესებს, ჯანმრთელობის პრობლემებს, ასაკს ან წარუმატებელ კარიერას მათი აქტიურობის შემცირება და აპათია შეუძლია გამოიწვიოს. წარუმატებლობა კარიერაში კი მაშინ მოდის, როდესაც მათ პიროვნებაში მხიარული მხარე რაციონალურსა და სერიოზულს სძლევს.

რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ამ დღეს დაბადებულთა უმრავლესობა ხელმძღვანელის როლს მაინც ვერ ერგება, მათში არ არის ძალაუფლების სიყვარული, რაც ესოდენ საჭიროა ხელმძღვანელისთვის. ხანდახან საერთოდ არ აქვთ ამბიციები. თუმცა, ზოგჯერ იკავებენ ხელმძღვანელის პოსტს და მაშინ ძალიან კარგად უმკლავდებიან თავის მოვალეობებს, ისინი ზუსტად აღიქვამენ საზოგადოებრივ განწყობებს, ადვილად პოულობენ საერთო ენას ნებისმიერ სოციალურ სფეროში. მათ ზომიერების გრძნობა გააჩნიათ, რაც სხვა ადამიანებს ძალზე იზიდავს.

21 იანვარს დაბადებულები ბუნებრივი სექსუალობით გამოირჩევიან, არიან ვნებიანი და აქტიური, ჭეშმარიტი გულთამპყრობელები, ხანდახან ტკივილსაც აყენებენ, რადგან უკან დახევის ნაცვლად, როცა ამას გარემოება მოითხოვს, საყვარელ ადამიანს თავს აბეზრებენ. ახლობლებსა და მეგობრებს ძალიან უყვართ, რადგან ერთფეროვან ყოფას ალამაზებენ. სინამდვილეში, ბევრი რამ მათთვის სახალხო თამაშია. ისინი არიან მორცხვი, გულისხმიერი, ნიჭიერი, მაგრამ გულის სიღრმეში თავიანთ ამ თვისებებს ძალზე სკეპტიკურად აღიქვამენ. ამ დღეს დაბადებულთათვის სახლი ის ადგილია, სადაც მხოლოდ რჩეულები დაიშვებიან. მათთვის, შესაძლოა, ყველაზე რთული ცხოვრების რეალური მიზნების განსაზღვრაა. და სანამ პრიორიტეტებს არ განალაგებენ, ასე იცურებენ იალქნიანი ნავით ქარს მინდობილები.

ჯანმრთელობა

21 იანვარს დაბადებულები კარგი პაციენტები არიან - ექიმებს ყურს უგდებენ. მათთვის არ არის განკუთვნილი სპორტის ზედმეტად აქტიური სახეობები. კვების მხრივ უპირატესობა უნდა მიანიჭონ მსუბუქ საკვებს, მცენარეულ და რძის ნაწარმს. ამ დღეს დაბადებულებისთვის სექსუალურ თვითგამოხატვას დიდი მნიშვნელობა აქვს, ოცნებობენ პარტნიორის ქათინაურზე მათი ფიზიკური მონაცემების შესახებ.

რჩევა:

გქონდეთ ხასიათის საუკეთესო თვისებების იმედი. ერიდეთ საერთო დინებას; არ დაკარგოთ მიზანსწრაფულობა. ვინმეს ჩაჭიდება დიდხანს არ ღირს, გახდით ნაკლებად დამოკიდებული.

მთავარი თემები