როგორი არიან 17 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / PublicDomainPicturesბედნიერება
ბედნიერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 17 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

11-20 იანვარი

ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.

© FB/ Zodiac Signsთხის რქა
როგორი არიან 17 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თხის რქა

11-20 იანვრის პერიოდი თხის რქის ნიშნის მესამე დეკადას მიეკუთვნება. ამ დეკადას მზე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სასიცოცხლო ენერგიითა და ძალებით კვებავს, აჯილდოებს ძლიერი ენერგეტიკით. ხშირად აქვთ არამდგრადი ფსიქიკა და მიდრეკილი არიან დეპრესიისადმი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

მნიშვნელოვანი ასაკია: 21, 30, 31, 41, 50, 57.

ამ ადამიანების ყვავილი-სიმბოლოა ნარშავი.

ისინი მოუსვენარი ადამიანები არიან, ხანდახან თავდაჯერებულობა აკლიათ. მშვიდად შეუძლიათ დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება, ამიტომ მათთვის მხარდაჭერა და ყურადღება აუცილებელია. მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათით და მათი შრომის შედეგებით ვინმეა დაინტერესებული, მოისმინონ დადებითი შეფასება. ქებას ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. უყვართ მეგობრებთან და საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა. არიან კეთილი, საიმედო და პატიოსანი ადამიანები. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და ორგანიზმი არ უნდა გადატვირთონ.

როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში>>

17 იანვარს დაბადებულები

17 იანვარს დაბადებულები ბუნებით ოპტიმისტები და საკუთარ ძალებში დარწმუნებული არიან. მათი წარმატების გასაღებია კოლექტივი, წარმატებას კოლექტივში მოქმედებით მიაღწევენ. თუ მეგობრებთან, პარტნიორებთან კავშირში იმოქმედებენ, პატივისცემით მოექცევიან გარშემომყოფებს და ამასვე მიიღებენ სანაცვლოდ, მთების გადადგმა შეუძლიათ. ინდივიდუალურ მოქმედებას, როგორც წესი, ასეთი შედეგი არ მოაქვს, ასეთ სიტუაციებში მხარდაჭერისა და დახმარების იმედზე ვერ იქნებიან და ყველაფრის მიღწევა თავად მოუწევთ. კეთილდღეობას, აღიარებას, ბარაქას მიიღებენ, თუ სამყაროში სიკეთეს დათესენ, ხელგაშლილობას დიდ ფასეულობად აღიარებენ. სიძუნწე და არაპატიოსანი საქციელი სრულ ცხოვრებისეულ, ფინანსურ კრახს გამოიწვევს, რადგან თავიანთი დანიშნულების გზიდან გადაუხვევენ. მათი ეს გზა კი სიკეთის, სიხარულის, სამართლიანობის გზაა.

თხა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა

17 იანვარს დაბადებულები მიზანსრაფულობით გამოირჩევიან; მათი სურვილი ყოველთვის მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, ხოლო მოქმედებები – გააზრებული. ამ დღეს დაბადებულები ობიექტურად აფასებენ საკუთარ ძალებს, წარმატების ალბათობას, ეყრდნობიან რა გამოცდილებასა და მომავალში შესაძლო პრობლემების პროგნოზირების უნარს. ადრეული წლებიდან იციან სტიმულის მნიშვნელობა; მათთვის ცნობილია ადამიანების სტიმულირების ბერკეტები, შეუძლიათ, წინასწარ განჭვრიტონ მათი შესაძლო საქციელი.

ბავშვობიდან იციან თვითდისციპლინის მნიშვნელობა, რომელსაც ნებისმიერ წარმატებასთან შეუძლია მათი მიყვანა, ამიტომ აკონტროლებენ ნებისმიერ საკუთარ ქცევასა და ემოციას. ამასთან, განათლებულ, ინტელექტუალ პიროვნებებს ქმედებები და სურვილები თანაფარდობაში მოჰყავთ და ასე იბადება მათში სტიმული დიდი წარმატებისთვის.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

ამ დღეს დაბადებული ნაკლებად განვითარებული ადამიანები შეპყრობილი არიან გარესამყაროს დამორჩილებისა და კონტროლირების იდეით. ხანდახან მანიპულაციების ხელოვნებაში უმაღლეს ოსტატობას აღწევენ. 17 იანვარს დაბადებულებული გარშემომყოფებს უკვე თავიანთი იქ ყოფნით იმორჩილებენ. აქვთ რა მკაფიო მიზნები და საოცარი თვითკონტროლის უნარი, ადამიანებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ. არ მიიჩნევენ საჭიროდ, ვინმეს ნებართვა სთხოვონ თავიანთი უჩვეულო საქციელის გამო. მათთვის არ არსებობს შეზღუდვები და პირობითობა, რომლებიც მათ თვითგამოხატვას შეუშლის ხელს. ყოველთვის პიროვნების უფლებების თავისუფლებისა და ინდივიდუალობის მომხრე არიან. ამასთან დაკავშირებით, მათი საქმიანობა უფრო წარმატებული ინდივიდუალური საქმიანობის სფეროში იქნება. მათთვის პრობლემები შეიძლება შექმნას კონტაქტის დაკარგვამ ცხოვრების ემოციურ ასპექტებთან, განწყობებთან, სხვის ფილოსოფიასთან.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნები

ამ დღეს დაბაბდებულები უკან იშვიათად იხევენ, არ თანხმდებიან კომპრომისებს, ამიტომ ახლობლებში, მეგობრებში, კოლეგებში ანტაგონისტურ გრძნობებსა და აღშფოთებას იწვევენ. ისინი ადვილად თრგუნავენ ნაკლებად ძლიერ პიროვნებებს, რომლებიც მათ ინტელექტისა და ორგანიზებულობის მხრივ ჩამორჩებიან. ამიტომ ამ დღეს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებაში საკუთარი პოზიციების გამყარება, მეგობრული კავშირებისა და ოჯახური ურთიერთობების გაძლიერება. მათთვის ცუდი არჩევანი იქნება საკუთარ თავში ჩაკეტვა და სხვებისთვის სტატისტის როლის იძულება.

ჯანმრთელობა

17 იანვარს დაბადებულებისთვის აუცილებელია წონასწორობის პოვნა აგრესიულობის ჩხშობასა და მასზე კონტროლს შორის. თუ ამას შეძლებენ, ჰარმონიას მოიპოვებენ. ამ დღეს დაბადებულები უნდა მოერიდონ მასტიმულირებელ პროდუქტებს – შაქარს, ყავას, მსუბუქ ანტიდეპრესანტებს, ნიკოტინს. უნდა იკვებონ ბალანსირებული საკვებით; ხორცი ზომიერად უნდა მიიღონ; თავი უნდა დაიტვირთონ ფიზიკურად, მათთვის მისწრებაა ცურვა, სირბილი, ფარიკაობა; თუმცა კუნთების ზედმეტი გადატვირთვა არ ღირს. მათ ჯანმრთელობაზე დადებითი დამატებითი ფაქტორები იქნება სრულფასოვანი ძილი, სექსი სიყვარულის გრძნობით და სიმშვიდე ოჯახში.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს დაწყვილდებიან>>

რჩევა:

მეტად შემწყნარებელი იყავით გარშემომყოფთა მიმართ, დაუტოვეთ მათ შანსი. საკუთარი თავისთვის ხანდახან აუცილებელია თვითკონტროლის შესუსტება. შექმენით თქვენში თმენის კულტი და ყოველთვის ტალღის მწვერვალზე იქნებით.

ყველა ახალი ამბავი
0