როგორი არიან 15 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / manfredrichterყვავილი თოვლზე
ყვავილი თოვლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 15 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

11-20 იანვარი

ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.

© Sputnik / Maria Tsimintiaთხის რქა
როგორი არიან 15 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თხის რქა

11-20 იანვრის პერიოდი თხის რქის ნიშნის მესამე დეკადას მიეკუთვნება. ამ დეკადას მზე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სასიცოცხლო ენერგიითა და ძალებით კვებავს, აჯილდოებს ძლიერი ენერგეტიკით. ხშირად აქვთ არამდგრადი ფსიქიკა და მიდრეკილი არიან დეპრესიისადმი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

მნიშვნელოვანი ასაკია: 21, 30, 31, 41, 50, 57.

ამ ადამიანების ყვავილი-სიმბოლოა ნარშავი.

ისინი მოუსვენარი ადამიანები არიან, ხანდახან თავდაჯერებულობა აკლიათ. მშვიდად შეუძლიათ დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება, ამიტომ მათთვის მხარდაჭერა და ყურადღება აუცილებელია. მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათით და მათი შრომის შედეგებით ვინმეა დაინტერესებული, მოისმინონ დადებითი შეფასება. ქებას ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. უყვართ მეგობრებთან და საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა. არიან კეთილი, საიმედო და პატიოსანი ადამიანები. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და ორგანიზმი არ უნდა გადატვირთონ.

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?>>

15 იანვარს დაბადებულები

15 იანვარს მოგზაურები, ფანტაზიორები იბადებიან - მეოცნებე და თავგადასავლების მოყვარული ადამიანები. ბედმა ისინი უხვად დააჯილდოვა. ამ დღეს დაბადებულები ქედუდრეკი და მიზანსწრაფული არიან. ისახავენ დიდ მიზნებს და, როგორი მიუწვდომელიც არ უნდა ჩანდეს ეს მიზანი, როგორც წესი, აღწევენ კიდეც მას. ახალგაზრდობაში ფინანსური პრობლემები აქვთ, მაგრამ ასაკის მატებასთან, გამოცდილების, სიბრძნის, ცოდნის შეძენასთან ერთად, თავისი ნიჭის გამოყენების უნარის წყალობით, აღწევენ სასურველ კეთილდღეობას, მატერიალური სფერო დროთა განმავლობაში სტაბილური ხდება. ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული და ბედნიერი აქვთ.

თხა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა

15 იანვარს დაბადებულების ცხოვრებას გმირობის თემა თითქოს ლაიტმოტივად გასდევს. ერთ დღესაც შეიძლება თავის თავში უშიშარი გმირის ნიჭი და ძალა აღმოაჩინონ და ამ მომენტიდან ექსტრემალურ სიტუაციებში ამ ძალის იმედზე არიან. თუ ეს ნიჭი თავად ვერ აღმოაჩინეს, მათ ამაში ბედი დაეხმარება, რომელიც სირთულეებისა და ბარიერების შექმნით ამ ძალის გამოჩენის შანსს მისცემს. მაგრამ სანამ ეს ძალა მათში თვლემს, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. გმირობის აღმოჩენა საკუთარ თავში, როგორც წესი, 20-30 წლის ასაკში ხდება. ბავშვობაში გმირობაზე ოცნებობენ, ხშირად გმირის იდეალიც ჰყავთ, რომლის მიბაძვაც სურთ ცხოვრებაში.

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი>>

15 იანვარს დაბადებულები ხანდახან ახერხებენ, რომ გახდნენ ნამდვილი გმირები, თუნდაც მათი გმირობის მოწმე მხოლოდ საკუთარი შვილები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე იხდენენ ისინი ყმაწილობისდროინდელ ოცნებებს. ისინი შეიძლება იყვნენ სოციალურად აქტიური პიროვნებები, ხშირად ხიბლავთ ადამიანები, რომლებიც თვითშემეცნებისკენ უბიძგებენ და ხანდახან ისინი მათ კარიერაში მთავარ როლს ასრულებენ. ამ დღეს დაბადებულებისთვის ერთ–ერთ მთავარ ადგილზე დგას თბილი გრძნობები, სიყვარული, მეგობრობა, სინაზე გარესამყაროსთან ურთიერთობებში.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება

მეამბოხე სულის გამოვლინება კი 15 იანვარს დაბადებულების სიმწიფის ნიშანია. ისინი ძალზე მგრძნობიარენი არიან უსამართლობის მიმართ, ამიტომ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებასა და ჩაგვრას აპროტესტებენ. ამ დღეს დაბადებულთაგან ბევრს აქვს სასიამოვნო, ხანდახან მიამიტი გარეგნობა, თუმცა ამის უკან ღრმა შინაგანი ძალა იმალება. მათი რბილი ხასიათით სარგებლობა რთულია – ვინც ამას შეეცდება, ფიასკოს განიცდის, რადგან მათ სიმტკიცესა და წინააღმდეგობას წააწყდება. ამ დღეს დაბადებულები სწავლობენ საკუთარ გამოცდილებაზე და ერთსა და იმავე შეცდომას, როგორც წესი, არ უშვებენ.

ისინი არ უნდა იყვნენ ყველასთან გულგახსნილი და ყველას მიმნდობი, რომ ცხოვრებაში ბოროტება არ შემოუშვან, მაგრამ გარშემო კედლის აღმართვაც არ არის საჭირო – მათთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა წონასწორობის მოპოვება უსაფრთხო და გულღია მდგომარეობებს შორის. 15 იანვარს დაბადებულები სიამოვნებებისადმი მგრძნობიარენი არიან და ეს მათი სუსტი წერტილია, ამიტომ ამ საკითხისადმი ფრთხილი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ. ხანდახან აქცენტს უმნიშვნელო მომენტებზე აკეთებენ. არ ღირს ბრძოლა სამყაროს დაპყრობისა და მისი დაქვემდებარებისთვის, სჯობს, მიჰყვნენ ცვლილებებს და ამისთვის მზად იყვნენ.

ადამიანი მთების ფონზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე მომთმენი ნიშნები

ჯანმრთელობა

15 იანვარს დაბადებულებს უმეტესად მგრძნობიარე ხასიათის ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. მაგალითად, შეიძლება, ზომას ვერ გრძნობდნენ ჭამისა და სექსის საკითხებში. ეს პრობლემები უკვე ყმაწვილობაში იჩენს თავს. მათ უნდა აკონტროლონ თავიანთი ემოციები, რომ უკან არ დაუბრუნდეთ მანიპულაციების სახით, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობებში. კარგი იქნება, თუ კულინარიულ უნარებს განავითარებენ, რაც საკვებისადმი სწორ დამოკიდებულებას შექმნის. მათ წაადგებათ სპორტის ნებისმიერი სახეობა, განსაკუთრებით – გუნდური შეჯიბრებები.

რჩევა:

აუცილებლად დადგება დრო, როცა გმირის როლში გამოსვლა მოგიწევთ. მაგრამ აუცილებელია, რომ ეს თქვენს ცხოვრებისეულ კრედოს არ ეწინააღმდეგებოდეს. მნიშვნელოვანია ცვლილებებისთვის მომზადება. გაარკვეთ, რა დაგეხმარებათ ცხოვრებაში. ხანდახან სჯობს, შესაფერის მომენტს დაელოდოთ, ისწავლეთ მოთმინება.

ყველა ახალი ამბავი
0