როგორი არიან 14 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 14 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

11-20 იანვარი

ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.

© FB/ Zodiac Signsთხის რქა
როგორი არიან 14 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თხის რქა

11-20 იანვრის პერიოდი თხის რქის ნიშნის მესამე დეკადას მიეკუთვნება. ამ დეკადას მზე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სასიცოცხლო ენერგიითა და ძალებით კვებავს, აჯილდოებს ძლიერი ენერგეტიკით. ხშირად აქვთ არამდგრადი ფსიქიკა და მიდრეკილი არიან დეპრესიისადმი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

მნიშვნელოვანი ასაკია: 21, 30, 31, 41, 50, 57.

ამ ადამიანების ყვავილი-სიმბოლოა ნარშავი.

ისინი მოუსვენარი ადამიანები არიან, ხანდახან თავდაჯერებულობა აკლიათ. მშვიდად შეუძლიათ დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება, ამიტომ მათთვის მხარდაჭერა და ყურადღება აუცილებელია. მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათით და მათი შრომის შედეგებით ვინმეა დაინტერესებული, მოისმინონ დადებითი შეფასება. ქებას ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. უყვართ მეგობრებთან და საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა. არიან კეთილი, საიმედო და პატიოსანი ადამიანები. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და ორგანიზმი არ უნდა გადატვირთონ.

ქორწინება ციფრებში, ანუ როგორია თქვენი ოჯახი ქორწინების ციფრის მიხედვით>>

14 იანვარს დაბადებულები

14 იანვარს დაბადებულები არასერიოზულობით გამოირჩევიან, მათ შეიძლება უპასუხისმგებლონიც კი ვუწოდოთ. მათთვის ჩვეული საქმეა ძალის უბრალოდ ფლანგვა. მათი მსჯელობა ზედაპირულია, ხშირად წარმოდგენა არა აქვთ საკითხის არსზე და არ შეუძლიათ იმ ძაფის მოძებნა, რომელიც მათ პასუხებამდე და გადაწყვეტილებებამდე მიიყვანს. მიდიან რა შეცდომების გზით, შედეგად ხელიდან უშვებენ იმ შესაძლებლობებს, დროსა და შანსებს, რომლებსაც მათთვის კეთილდღეობის მოტანა შეუძლია. ამასთან, ამ დღეს დაბადებულებს თავიანთ წარუმატებლობებში გარშემომყოფთა დადანაშაულება სჩვევიათ და საკუთარი შეცდომების აღიარება ძალიან უჭირთ. ამიტომ მათი ცხოვრების თანმდევი მუდამ იქნება საკუთარ თავთან ომი, ისინი თავად შექმნიან სირთულეებს და შემდეგ ამ სირთულეებს გადალახავენ. ფინანსური სფეროც ასეთივე მშფოთვარე და არასტაბილური ექნებათ - დაცემებისა და აღმაფრენების მონაცვლეობით. და მისი ოჯახიც, სავარაუდოდ, გახლეჩილი და გაუგებრობითა და გულგრილობით იქნება აღსავსე.

თხა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა

14 იანვარს დაბადებულები გამოირჩევიან სიჯიუტით და ისწრაფვიან ყველაფრის მოწესრიგების, კოორდინირებისკენ, სურთ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შეკავშირება და ამაში თავიანთი არსებობის აზრსაც კი ხედავენ. დეტალებში ჩაღრმავებული ადამიანებისგან განსხვავებით, მათ შეუძლიათ მოვლენების სრული სურათის დანახვა. 14 იანვარს დაბადებულებს უნარი შესწევთ, ურთიერთდაკავშირებული და თანამიმდევრული მოვლენების ქსელი შეკრან და თითოეულ ძაფს აქ განსაკუთრებული აზრი ექნება. მათ ერთი წამითაც კი არ ეპარებათ ეჭვი, რომ მათი ქმედებები არასწორი ან არალოგიკურია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ისინი საზოგადო დადგენილებებს არანაირად არ შეესაბამება.

სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები>>

მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ახასიათებს ემოციების ზღვარზე ცხოვრება და გარისკვა, საშიშროებები თითქოს იზიდავს მათ; ხანდახან თავად ეძებენ თავგადასავლებს, მაგრამ არა საქმის სასარგებლოდ, არამედ საკუთარი ძალების სტიმულაციისთვის. ამ დღეს დაბადებულებიდან ზოგიერთი საშიშ სიტუაციებში თავიანთ საბრძოლო ხელოვნებას ხვეწს. ბევრს აქვს გაცნობიერებული თავისი სიმძლავრე, ძალა, თუმცა მათ მუდმივად ამ თვისების დამტკიცება და სირთულეების დროს შემოწმება სჭირდებათ. 14 იანვარს დაბადებულები დომინანტი პიროვნებები არიან, მაგრამ ლიდერობა თავისთავად მათ არ იზიდავთ. ეს ადამიანები არიან ძლიერი ხელმძღვანელები, მაგრამ უმრავლესობა არ ამჟღავნებს მაღალი თანამდებობის სავარძელში ჩაჯდომის მცდელობას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს „კერკეტი კაკალი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

14 იანვარს დაბადებულები ძნელად იცვლიან საკუთარ მოსაზრებას, განსაკუთრებით ჯიუტი მაშინ ხდებიან, როდესაც მათ გრძნობებს ეხებიან. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანონ და ამას თავის ვალდებულებად მიიჩნევენ. ისინი პატივს სცემენ კანონებს, მაგრამ ამ დღეს დაბადებულებისთვის, როდესაც საკუთარი შეხედულებებია დასაცავი, კანონები ხანდახან ბარიერს არ უქმნის. ამ დღეს დაბადებულებისთვის პირადი თავისუფლება წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელია, რისთვისაც მზად არიან, თავი გაწირონ, სიკვდილი არჩიონ - არავითარ შემთხვევაში არ იქნება კაპიტულაცია და საკუთარ სიმართლეზე უარის თქმა.

პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით>>

ხანდახან მათი ცხოვრება გლობალური და სამყაროს საკითხების გადაწყვეტით აღსავსე პროცესად მოჩანს. ამ დღეს დაბადებულებთან მიმართებით მათ მეგობრებსა და ახლობლებს დიდი ძალისხმევა და მოთმინება სჭირდებათ, რომ ურთიერთობებში წონასწორობა შეინარჩუნონ. თუმცა თავად ამ დღეს დაბადებულებისთვის ეს ტყუილი შრომაა, რადგან ისინი იგნორირებენ და გულგრილობას ამჟღავნებენ ახლობლების მოთხოვნების მიმართ, ისინი თვითონ ცხოვრებასთან ბრძოლითა არიან დაკავებული.

ცეცხლოვანი შოუ ბათუმში საახალწლო ნაძვისხესთან - Sputnik საქართველო
რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

თუ საქმიანობაში ან თამაშში სერიოზულად მარცხდებიან, დიდ სირთულეებს განიცდიან. და რადგან ერთხელ იგრძნობენ ახლობლების საჭიროებას, მიხვდებიან, რაოდენ მარტონი არიან. ამიტომ ამ დღეს დაბადებულებმა არ უნდა მოიკვეთონ გარშემომყოფნი, ახლობელი ადამიანები, რომლებსაც მათი ზურგის გამაგრება შეუძლიათ. 14 იანვარს დაბადებულებმა ერთმანეთს უნდა შეუთავსონ საკუთარი ცხოვრება, სამუშაო და პირადი, ასევე რაღაც სულისთვის, რომ ჰარმონიაში იცხოვრონ.

ჯანმრთელობა:

14 იანვარს დაბადებულებში არაქათგამომცლელმა სამუშაომ და ძალთა ზედმეტად დაძაბვამ შეიძლება მრავალი დაავადება გამოიწვიოს, რომლებიც სტრესის გამოვლინებად არის მიჩნეული - თავის ტკივილი, წყლული, უძილობა. მათ შორის ხშირია ტრავმები და უბედური შემთხვევები. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მათ უნდა მოთოკონ აგრესიულობა და კონფლიქტებისკენ მიდრეკილება. მათ უნდა ისწავლონ სიამოვნების მიღება ჭამის დროს, რადგან საკვებიც შეიძლება გახდეს სიხარულისა და სიმშვიდის მიზეზი. მათი მენიუ და განსაკუთრებით, დიეტის მენიუ, მრავალფეროვანი უნდა იყოს. ცეცხლოვან სექსუალურ ენერგიას ხორცშესხმა აუცილებლად უფრო მგრძნობიარე და ნაზ იმპულსში სჭირდება. ფიზიკურად ზომიერად უნდა დაიტვირთონ და სჯობს ამას სოციალური მიმართულება ჰქონდეს.

საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

რჩევა:

მარადიული პოსტულატები სინდისსა და უსინდისობაზე უკვე დიდი ხანია, მოფიქრებულია. და მათ თქვენ ვერ დაარღვევთ. დააფასეთ საზოგადოების ნორმები, რომელშიც ცხოვრობთ და პატივი ეცით სხვის გრძნობებს, ისწავლეთ კომპრომისების მოძებნა. ბევრ რამეს შეუძლია ვითარების გამწვავება გამოიწვიოს, ამიტომ ამ იმპულსებს ნუ აჰყვებით. მიეცით თავს სისუსტის უფლება.

ყველა ახალი ამბავი
0