20:24 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1145910

ვენერა 13 იანვარს თავის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მდგომარეობაში – თავისი ეგზალტაციის ნიშანში გადადის. ეს ნიშნავს, რომ ვენერას თევზების ნიშანში ყოფნის პერიოდი – 13 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით – ძალზე ხელსაყრელი იქნება სიყვარულის, სილამაზისა და ფულის სფეროებისთვის.

13 იანვარი – 7 თებერვლის პერიოდში რეკომენდებულია მიხედოთ სიყვარულის სფეროს, სილამაზესა და ფინანსურ საკითხებს.

იწყება ოქროს ხანა მათთვის, ვისაც სიყვარული არ ჰყოფნიდა. ახლა იქნება ზღვა სიყვარული – კონკრეტული ადამიანიდან ყოველი ცოცხალის მიმართ. ვენერა თევზების ნიშანში მფარველობს რომანტიკულ განწყობას, გულმოწყალებას, თანაგრძნობას, შთაგონებასა და რეალობიდან მოწყვეტას.

ვენერა თევზებში და სიყვარული

ადამიანების გრძნობები უფრო ძლიერი და ღრმა გახდება. პარტნიორს უსიტყვოდ გაუგებთ, ის ძალზე მშვენიერი მოგეჩვენებათ. არამც თუ გაამართლებთ მის ნაკლოვანებებს, არამედ მათ საერთოდ ვერ შეამჩნევთ.

თქვენი მთავარი მოთხოვნილება იქნება საყვარელ ადამიანთან შეერთება. ისეთი ცნება, როგორიცაა პირადი საზღვრები, აღარ იქნება აქტუალური. საჭირო გახდება პარტნიორთან ერთი მთლიანობის შეგრძნება.

არ არის გამორიცხული, რომ ერთი ნახვით შეგიყვარდეთ. გარანტირებულია ღრმა გრძნობები. მაგრამ უნდა იფრთხილოთ: ვენერა თევზებში ილუზიების მოხვევის ოსტატია და, შესაძლოა, შეგიყვარდეთ არა რეალური ადამიანი, არამედ იდეალი, სახე, რომელიც თავად მოიფიქრეთ.

შესაძლოა, ამ ადამიანს მიაწეროთ ისეთი თვისებები, რომლებიც მას არა აქვს; ან იფიქროთ, რომ მას თქვენ მიმართ გრძნობები გააჩნია, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ იყოს.

ამიტომ შეხვდით, გაიცანით, მაგრამ პირადზე საუბარს ნუ იჩქარებთ. სხვათა შორის, ეს მხოლოდ წაადგება ურთიერთობებს – ვენერას თევზებში ძალიან უყვარს იდუმალება და დაუსრულებელი სათქმელი.

ვენერა თევზებში და ფული

მატერიალური ფასეულობები მეორე პლანზე გადავა. გახდებით გულუხვი, მეტს დახარჯავთ ქველმოქმედებაზე, გაჭირვებულების დახმარებაზე, სულიერ მოთხოვნილებებზე.

ასტროლოგები არ გირჩევენ ძვირფასი ნივთების შეძენას, რადგან ახლა კარგად ვერ აცნობიერებთ – კონკრეტულად არ გჭირდებათ, ამიტომ, შესაძლოა, ფული ქარს გაატანოთ. მაგრამ შეგიძლიათ იყიდოთ ხელოვნების ნაწარმოებები, იდუმალებით მოცული ნივთები და ეზოთერიკული აქსესუარები.

ვენერა თევზებში და მუშაობა

ვენერა სილამაზესა და ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიებს მფარველობს. გაძლიერდება შემოქმედებითი მხარე, ამიტომ მხატვრების, მწერლების, მსახიობების, დიზაინერებისა და სხვა პროფესიების წარმომადგენლებისთვის ძალზე პროდუქტიული დრო დგება. სხვა პროფესიების ადამიანებისთვის ასევე სასარგებლო იქნება გამოფენებზე, სპექტაკლებზე, მუზეუმებში და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. სხვის შემოქმედებასთან შეხება შთაგაგონებთ საინტერესო იდეებს.

ვენერა თევზებში და ყოფითი სიტუაციები

ადამიანებთან ურთიერთობებისას თანამოსაუბრეების მიმართ ხშირად იგრძნობთ აუხსნელ სიმპათიას. სურვილი გაგიჩნდებათ, რომ ყველას სიკეთე გაუკეთოთ, გაახაროთ, დაიცვათ. ადვილი იქნება თქვენი გულის აჩუყება, გახდებით სენტიმენტალური, მგრძნობიარე. სულის სიღრმემდე შეგძრავთ მოხუცების, ცხოველების, ობლებისა და, ზოგადად, დაუცველი ადამიანების პრობლემები.

მეორე მხრივ, თითოეულ ადამიანში დაიწყებთ რაღაც ისეთი ნიშნების ძიებას, რომ შემდეგ ის შეიცოდოთ, შეგებრალოთ. ეს კი ყველასთვის არ იქნება სასიამოვნო. დაეხმარებით ადამიანებს, აპატიებთ ვალებს, შეღავათებს გაუწევთ მათ, ვისაც სულაც არ სურს, რომ მათზე ასე იფიქრონ. ამასთან, გაჩნდებიან თქვენს კისერზე ჩამოკიდების მსურველებიც. ასე რომ, სიკეთესაც თავისი საზღვრები აქვს...

 

მთავარი თემები