21:38 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
265821

მთვარის კალენდარი საუკეთესო დამხმარეა ბედნიერების ძიებაში. ის შეიცავს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, თუ როგორ სჯობს მოქმედება მთვარის ზოდიაქოს სხვადასხვა თანავარსკვლავედში ყოფნის დროს.

მთვარის კალენდარი დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ პრობლემები და იღბალი მოვიზიდოთ, დავგეგმოთ საქმეები მთვარის ფაზის შესატყვისად.

11 იანვარი – სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების მეორე დღე. მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. 11 იანვარს ადამიანებს დიდი წარმატებები ელოდება, რადგან მნათობის კლების ფაზის პირველი დღეა, ეს კი იდეალურად ერწყმის მშვიდ კირხიბს.

მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა 10 იანვარს: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე>>

12, 13 იანვარი: მთვარე კლების ფაზაშია, მაგრამ მას კიდევ ძალიან დიდი ძალა აქვს. ლომის ნიშნის გავლენა ჩვენს ცხოვრებას გააფერადოვნებს. ყველაზე მეტი წარმატება ელოდება მათ, ვისი საქმიანობაც ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. დანარჩენებისთვის აჯობებს, თუ კონტაქტი მხოლოდ სანდო ადამიანებთან ექნებათ და მხოლოდ სიტყვაზე არავის ენდობიან.

14, 15 იანვარი: იანვრის ერთ–ერთი ყველაზე პოზიტიური დღეები ქალწულის თანავარსკვლავედში ჩაივლის. კლების ფაზის დროს ეს კავშირი წარმატებულია მუშაობისთვის, ახალი საქმეების დაწყებისთვის, საყიდლებისა და ახალი ამოცანების დასახვისთვის. ასტროლოგები გვირჩევენ, ამ დღეებში არ ვიზარმაცოთ, მოვერიდოთ აპათიას.

16, 17 იანვარი: ეს ორი დღე კლებადი მთვარე სასწორის ნიშანში იქნება. ასტროლოგები ასეთ პერიოდებში გვირჩევენ გარემოს გამოცვლას, ადამიანებთან ურთიერთობებსა და დასვენებას. ბევრ რამეს გადაწყვეტს ოპტიმისტური განწყობა.

18, 19 იანვარი: კლებადი მთვარე მორიელის ნიშანში შესანიშნავი დროა სულიერი ძიებების, განმარტოების, თვითანალიზისთვის. აჩქარებამ და ნეგატივმა, შესაძლოა, სულიერი ქაოსი, დისჰარმონია და საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა მოიტანოს. წყლის სტიქიისა და კლებადი მთვარის შერწყმა შესანიშნავად აისახება ადამიანების შემოქმედებით პოტენციალზე.

რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

20, 21 იანვარი: კლებად მთვარესა და მშვილდოსანს, ზოგადად, კარგ გუნდს ვერ უწოდებ, თუმცა, ეს ამ ორ დღეს არ ეხება. გარშემომყოფების დახმარება და სიკეთე დაგეხმარებათ საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებაში კოლეგებსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებს შორის. ეს არის იდეალური დრო მოგზაურობის, სეირნობისთვის.

მთავარი თემები