როგორი არიან 8 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo : courtesy of Faig Huseynovრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 8 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 იანვარი

ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.

1-10 იანვარი ზოდიაქოს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

© FB/ Zodiac Signsთხის რქა
როგორი არიან 8 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თხის რქა

ამ პერიოდში დაბადებულების ბედს მარსი განაგებს. ის მათ ანიჭებს სხვებზე ზემოქმედების, გარშემომყოფთა დამორჩილების, ყურადღების მიპყრობის უნარს, ამავე დროს, ეს ადამიანები ძალზე გულდახურული არიან.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

მათთვის მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 24, 30, 33, 57.

ამ პერიოდში დაბადებულთა ყვავილის სიმბოლოა ნაღველა (ყვითელი).

მიუხედავად დაბადებით სიმორცხვისა, ეს ადამიანები ჯიუტი არიან და ჩანაფიქრს ყოველთვის ასრულებენ. ისინი გამოირჩევიან მიზანსწრაფულობითა და ენერგიულობით, მათთვის თავისუფლება ბევრს ნიშნავს, აქედან მომდინარეობს სირთულეები ურთიერთობებში. მათთან მეგობრობის დაწყება რთულია, თუმცა, თუ ბასტიონი დაეცა, ეს მეგობრობა მტკიცე, საიმედო და ხანგრძლივი იქნება.

დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი>>

8 იანვარს დაბადებულები

8 იანვარს დაბადებულებს განგებამ რთული ცხოვრება მოუმზადა. მათ მოუწევთ მრავალი პრობლემის, განცდის გადალახვა, მოთმენა. იქნება ღალატიცა და დანაკარგიც. თავიანთ ყველაზე ცუდ დღეებში, შესაძლოა, მხარდაჭერისა და გაგების გარეშე დარჩნენ. მაგრამ მათი სიმტკიცისა და ნებისყოფის, მიზანსწრაფულობისა და უდრეკობის წყალობით, გარდამტეხი მომენტი და ცვლილებები დადგება. ადრეული ქორწინება მათ ბედნიერებას არ მოუტანს, ფინანსურ სტაბილურობას, უმეტესად, მხოლოდ მოწიფულობაში აღწევენ. ბედნიერი იქნებიან, თუ ოჯახს გვიან შექმნიან.

თხა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა

ამ ადამიანებს გარშემომყოფებზე ზემოქმედება აქვთ დაბედებული. აუცილებლად ავტორიტეტის მქონე ან გამოჩენილი ადამიანები არიან, საჯარო პირები ან საზოგადოების ყურადღების მაძიებელნი, თუმცა მათთან ნებისმიერი კონტაქტი ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს - ისინი თვითმყოფადი ადამიანები არიან, სხვებს არ ჰგვანან. მათ არ სჩვევიათ აბსტრაქტული აზროვნება, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული არიან თავიანთ გამონათქვამებში, მათ მნიშვნელობაში. ხშირად ამ დღეს დაბადებულებს სცენა ხიბლავთ, ამიტომ მათი კარიერა ამ კუთხით შეიძლება ფეერიული იყოს.

მაყურებელი მათ ყოველთვის დიდი აღფრთოვანებით მიიღებს - რასაც არ უნდა აკეთებდნენ - ემზადებოდნენ როლისთვის, პრეზენტაციისთვის, თუ რამეს ქმნიდნენ, ამ პროცესში მთელ თავის ძალას აქსოვენ. ესა მათი განმასხვავებელი ნიშანი - მაქსიმალურად დაიხარჯონ და შეინახონ ძალები ახალი ნახტომისთვის, ეს განსაკუთრებით აქტუალურია ცხოვრებისა და კარიერისთვის. ამიტომ გასაკვირი არაა მათი მოულოდნელი ფურორი. ჩვეულებრივ, საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ილუზიები არ აქვთ და სწორად აფასებენ, რას შეუძლიათ მოეჭიდონ და რას - არა. ამიტომ ფუჭი ოცნებები მათ არ სჩვევიათ და მათი იდეები, პრაქტიკულად, ყოველთვის სრულიად მიწიერი პრინციპებით არის გამყარებული.

რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე - Sputnik საქართველო
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

იშვიათად „რელსებიდანაც" გადადიან, თუმცა კალაპოტს მალევე უბრუნდებიან. შორიდან შეიძლება მიუწვდომელ, დიდი შესაძლებლობების მქონე გამოჩენილ ადამიანებად ადამიანად აღიქვან, მაგრამ თავად ადვილად პოულობენ საერთოს სხვადასხვა ადამიანთან და ნებისმიერ პირობებში კომფორტულად გრძნობენ თავს. 8 იანვარს დაბადებულები მზად არიან, ყველაფერში შეიტანონ ეჭვი, საზოგადოებრივი ცხოვრების დოგმებშიც კი, თუმცა ეს პროტესტი ან საზოგადოდ მიღებული ნორმების უპატივცემულობა არ არის. უბრალოდ, მათ დასაბუთებული დასკვნა გამოაქვთ ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც მანამდე გარშემომყოფთა კვლევის საგანი არ ყოფილა. თუმცა, 8 იანვარს დაბადებულ ბევრ ადამიანს არ შეუძლია იტრაბახოს გამორჩეული ნიჭით, მაგრამ ყველა მაქსიმალურად იყენებს თავის შესაძლებლობებს.

ასტროლოგები: ყველაზე ჭკვიანი ქალები და სუნთქვაშეკრული კაცები>>

ამ დღეს დაბადებულებისთვის ჩვეული რამაა ძალების ზედმეტი დაძაბვა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ტრავმები. მათ ხშირად უნდა დაინდონ საკუთარი თავი და გვერდით მყოფები, რომლებიც ხშირად მზად არ არიან, მათ აქტიურობასა და ულევ ენერგიას გაუძლონ. 8 იანვარს დაბადებულებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოთმინებისა და პატიების უნარის გამომუშავება; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს უკანასკნელი, რამდენადაც მათი ცხოვრებისეული კრედო: „თუ ჩემთან არ ხარ, ე. ი. ჩემ წინააღმდეგ ხარ" ადამიანებთან ურთიერთობებზე ძლიერად აისახება. ხანდახან ეგოიზმი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მათში სხვებზე უპირატესობის გრძნობას წარმოშობს და ისინი იწყებენ თავიანთი თავის გაღმერთებას.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

ჯანმრთელობა

8 იანვარს დაბადებულებს არ უნდა ეგონოთ, რომ უძლეველი გოლიათები არიან; უნდა ახსოვდეთ საკუთარი ფესვები, ოჯახი, ახლობლები. საკუთარ გზაზე და გეგმაზომიერად წინსვლაში მათ რწმენა ან მაღალი მორალური პრინციპები დაეხმარება. უნდა იკვებონ უბრალო საკვებით. არ უნდა „განებივრდნენ" დეპრესანტებითა და ალკოჰოლით. მათთვის ზედგამოჭრილია ზომიერი ფიზიკური დატვირთვები, ბუნებაში სეირნობა. უპირატესობა უნდა მიანიჭონ სპორტის არაშეჯიბრებით სახეობებს; ყურადღება მიაქციონ ძვლოვან სისტემასა და კუნთების მდგომარეობას.

რჩევა:

იყავით გახსნილი; შეიცანით თქვენი ახლობლები და არ გაწყვიტოთ მათთან კავშირი. როდესაც სამყაროსგან რამეს იღებთ, არ დაგავიწყდეთ გაცემა იოლად და სიხარულით. გჯეროდეთ ცვლილებების; ნუ შეგეშინდებათ სპონტანურობის, არც ერთი გამარჯვება არ ღირს საკუთარი გრძნობების დათრგუნვის ხარჯზე.

ყველა ახალი ამბავი
0