დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 დეკემბერი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი ღამით
თბილისი ღამით - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღე ცუდად არ დაიწყება. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად, მათ შორის, ისეთების, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებასა და ფანტაზიას მოითხოვს. შეძლებთ მოულოდნელი, მაგრამ ძალზე ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას. ბევრ თქვენგანს, უბრალოდ, გაუმართლებს. დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა შემცირდება. გარშემომყოფებთან ურთიერთობები არცთუ ჰარმონიულია, შესაძლებელია ჩხუბი. თავი შეიკავეთ, ასე კონფლიქტებს აირიდებთ თავიდან.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
2020 წლის კალენდარი: საუკეთესო დღეები ქორწილისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

რთული დღეა. არახელსაყრელია ახალი ან რთული საქმის დაწყება. ხშირად გჭირდებათ დახმარება. დახმარებისთვის ძველ, გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ, ხოლო ახლებთან იფრთხილეთ. შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ჭორებზე დაყრდნობით. ძალიან გამოგადგებათ ახლობელი ადამიანების რჩევები და მხარდაჭერა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

დღე რთულად დაიწყება. მხოლოდ ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს სიმშვიდისა და ცივი გონების შენარჩუნებას. არ აჰყვეთ არაკეთილმოსურნეების პროვოკაციებს, რომლებიც მანიპულაციებისა და ინტრიგების საშუალებით შეეცდებიან, რომ თავისას მიაღწიონ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციები. საღამოს გაგახარებთ კარგი სიახლეები, საინტერესო წინადადებები, სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის - რომანტიკული.

სიყვარული - Sputnik საქართველო
რა გველოდება სასიყვარულო ფრონტზე დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დღე წარმატებით დაიწყება. შესაფერისი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად, სერიოზული მოლაპარაკებებისთვის, გადაწყვეტილებების მისაღებლად. მოახერხებთ ყურადღების კონცენტრირებას საქმეებზე და ეცდებით, ისინი ბოლომდე მიიყვანოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. გაგაღიზიანებთ დაყოვნება საქმეებში. მოგიწევთ გეგმებში კორექტივების შეტანა და რაღაც შეხვედრების გადატანა.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მღალი

ლომი

დღის დასაწყისი მშფოთვარე იქნება. საქმე ბევრია და ხანდახან გიჭირთ იმის გარკვევა, თუ რომელია პრიორიტეტული. ერთვებით ერთიდან მეორე საკითხზე და საქმეები დაუმთავრებელი გრჩებათ. ხანდახან ისეთ რამეს აკეთებთ, რაც მერე სანანებელი გიხდებათ. აჯობებს, თუ დღეს საკუთარ სამომავლო გეგმებზე არავის დაელაპარაკებით, ხოლო მიმდინარე საკითხების განხილვა შეგიძლიათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება ახლობელ ადამიანზე.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 2–8 დეკემბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღის პირველი ნახევარი არცთუ ხელსაყრელად განვითარდება. ხშირად უგდებთ ყურს ჭორებს, ან მიჰყვებით ადამიანს, რომელმაც არაერთხელ მოგიტანათ უკვე უსიამოვნებები. ზოგიერთ თქვენგანს არ ჰყოფნის საკუთარი მოსაზრების დაცვის ძალა, ხოლო ზოგი მშვიდობის შენარჩუნებისთვის დათმობაზე მიდის, რაც შემდეგ სანანებელი უხდება. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სამომავლო გეგმების მოფიქრებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღის დასაწყისი დაძაბული იქნება. ბევრი რამ უნდა მოასწროთ. ძალზე მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. თუ აღელდებით და ინერვიულებთ, შესაძლოა, ყველაფერი კონტროლის საზღვრებს გასცდეს. არ მიაქციოთ ყურადღება კრიტიკულ შენიშვნებს. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა, შეძლებთ საქმეების მოწესრიგებას, დაგიბრუნდებათ თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, ახალი ნაცნობობა ადამიანთან, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მომავალში დიდ როლს შეასრულებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2019 წლის დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

არცთუ მარტივი დღე გელოდებათ. ემოციური ფონი დაძაბულია, ამიტომ ბევრი რამ მიგაქვთ გულთან ახლოს, შფოთავთ და განიცდით. მაგრამ ვითარება მთლიანობაში არც ისე ცუდია, როგორც ეს თქვენ გეჩვენებათ. გექნებათ შანის, რომ წარმატებას მიაღწიოთ მნიშვნელოვან საქმეში. ბევრ თქვენგანს წაადგება ახლო წარსულის მოვლენების გახსენება - მიღებული გამოცდილება ახლა ძალიან გამოგადგებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მშვილდოსანი

ხშირად გეცვლებათ განწყობა - ხან ბრაზობთ წვრილმანებზე, ხან კი მხიარულობთ და არ იცით, რატომ. ეს საქმის კეთებაში ხელს არ გიშლით, მათ შორის, რთული ამოცანების გადაჭრაში. გარშემომყოფები მზად არიან, დაგეხმარონ. ხშირად სწორედ მათი დახმარების წყალობით არ ამბობთ უარს თამამ გეგმებზე და პირველ ნაბიჯებს დგამთ. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც სათავეს დაუდებს ხანგრძლივ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღეს სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ იქნება წვრილმანი და თან, მრავალფეროვანი უსიამოვნებები. გეგმის მიხედვით მოქმედება გიჭირთ, ხშირად გიწევთ იმპროვიზირება და ვითარებასთან მორგება. ბევრ თქვენგანს მოუწევს იმის გაკეთება, რაც მაინცდამაინც გულზე არ ეხატება. თანდათანობით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. საღამოს მოსალოდნელია კარგი სიახლეები და სასიამოვნო შეხვედრები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

არ დანაღვლიანდეთ. დღევანდელი დღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა კარგი განწყობის შენარჩუნება და ოპტიმისტური ხედვა. ამის გარეშე წარმატებებს, დიდი ალბათობით, ვერ მიაღწევთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც ყველაფრის და მათ შორის, თქვენი კრიტიკა უყვართ. წაგადგებათ მეგობრებთან ურთიერთობები. ისინი გაგიუმჯობესებენ განწყობას და მხარს დაგიჭერენ.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

გაგახარებთ უჩვეულო შეხვედრები, გექნებათ საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობების შესაძლებლობა. ხართ ცნობისმოყვარე და ეს ბევრს მოსწონს. მიიღებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას. შესაძლოა, გაგიჭირდეთ საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება, განსაკუთრებით, მცირე დეტალებზე. სჯობს, ასეთი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ რომელიც ბევრად მშვიდად ჩაივლის, ვიდრე დღის დასაწყისი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0