დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 დეკემბერი

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ, თუმცა, ეს იოლი არ იქნება. დღეს ადვილად კარგავთ წონასწორობას, გიჭირთ ემოციური გამონათქვამების შეკავება, აკრიტიკებთ გარშემომყოფებს, ახდენთ კონფლიქტების პროვოცირებას. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, წარმატებას მიაღწევთ მნიშვნელოვან საქმეში. არასასურველია გარიგებების დადება. ასევე, თუ რამის ყიდვას გადაწყვეტთ, კომპეტენტურ ადამიანებს რჩევა ჰკითხეთ.

სიყვარული - Sputnik საქართველო
რა გველოდება სასიყვარულო ფრონტზე დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

დღე საკმაოდ წარუმატებლად იწყება, ამასთან, ზოგიერთ სირთულეს თავად ქმნით. ჩვეულებრივ, ძალზე ყურადღებიანი ხართ და წვრილმანებს ყურადღებას აქცევთ, ახლა კი ჩქარობთ და ბევრ რამეზე ზედაპირულად მსჯელობთ. ამან, შესაძლოა, შეცდომები გამოიწვიოს. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება და იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც მოგენატრათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

მოუსმინეთ ინტუიციას - ის დღეს კარგ მინიშნებებს მოგცემთ. ხშირად გიწევთ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, ნაკლები დრო გრჩებათ იმისთვის, რომ შეაფასოთ ვითარება და დაფიქრდეთ, რა შედეგი მოჰყვება თქვენს გადაწყვეტილებას. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. ადვილად პოულობთ მათთან საერთო ენას.

თბილისი - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2019 წლის დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა. ბევრ საქმეში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევები, რომლის წყალობითაც მეტოქეებზე გაიმარჯვებთ. არ არის გამორიცხული, რომ წინადადება შემოგთავაზონ, რომელზეც უარის თქმა არ მოგინდებათ. შესაძლებელია თანხის მიღება. ზოგიერთი თქვენგანი მოახერხებს ფინანსური პრობლემის გადაჭრას.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მღალი

ლომი

ფრთხილად და ყურადღებით იყავით. ეს ის დღე არ არის, როცა შეგიძლიათ ყველას ენდოთ, ან რამე საეჭვო ავანტიურის წარმატების იმედი გქონდეთ. დიდი ალბათობით, თქვენს ნებისმიერ მცდარ ნაბიჯს უსიამოვნო შედეგი მოჰყვება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ვიზიტები. სტუმრების მოსვლა მაინცდამაინც არ გაგახარებთ. მაგრამ არც სასიამოვნო მომენტების გარეშე ჩაივლის დღე - შეძლებთ სამუშაოს დასრულებას, რომელსაც ბოლო ხანს დიდი დრო და ძალა დაახარჯეთ.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 2–8 დეკემბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

რთული დღეა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად რეალურად შეაფასებთ სიტუაციას. ზოგიერთ თქვენგანს გაუჭირდება ილუზიებთან განშორება, საკუთარი შეცდომების აღიარება. და თუ მაინც გააკეთებთ ამას, ნახავთ, როგორ შეიცვლება ვითარება უკეთესობისკენ. წარმატებების მისაღწევად ძალისხმევა დაგჭირდებათ. კარგი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. ბევრს დაეხმარება პირადი მომხიბვლელობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ძალზე ნაყოფიერი დღეა. მიდიხართ მიზნისკენ, ვერ ამჩნევთ წინაღობებს გზაზე და ყველა განსაცდელს მშვენივრად უმკლავდებით. გამოგადგებათ ადრე მიღებული ცოდნა. არ მოგერიდოთ საკუთარი გამოცდილების გაზიარება, საკუთარ გამარჯვებებზე საუბარი. საღამოს სასიამოვნო შეხვედრებია მოსალოდნელი, იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანი. კარგი დროა ახლობლებთან გულღია საუბრებისთვის.

მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ დეკემბრის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

მარტივი დღე არ არის, მაგრამ სირთულეები არ გაშინებთ, მათ წინაშე უკან არ იხევთ, თუ რამე ისე არ გამოდის, როგორც გინდათ, წონასწორობას არ კარგავთ. არ არის გამორიცხული, რომ მგზავრობა მოგიწიოთ. ეს, შესაძლოა, ნათესავების ან მეგობრების დახმარებას უკავშირდებოდეს. საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ, რადგან დღეს ამისთვის საუკეთესო დღე არ არის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მშვილდოსანი

მშფოთვარე, მაგრამ არც ისე ცუდი დღეა. ხშირად იღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს, ჰყვებით ემოციებს. სხვა დროს ეს, შესაძლოა, ძალზე საშიში ყოფილიყო, მაგრამ ახლა ინტუიცია გეხმარებათ სწორი გზის არჩევაში. შესაძლებელია ნაყოფიერი თანამშრომლობის დაწყება. ადამიანები, რომლებიც დღეს თქვენს წამოწყებებს დაუჭერენ მხარს, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, თქვენი ნამდვილი მეგობრები გახდნენ. ასევე არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

საინტერესო დღეა. გექნებათ შესაძლებლობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანზე გადაიტანოთ ყურადღება და წვრილმანებზე დრო არ დახარჯოთ. შესაძლოა, ძველმა ნაცნობებმა შეგახსენოთ თავი, რაც ძალიან გაგახარებთ. ასევე არ არის გამორიცხული ძველი ურთიერთობების აღდგენა. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით იფრთხილეთ, არ იჩქაროთ რამის ყიდვა, რადგან დღეს ფულს ძალზე ქარაფშუტულად ექცევით.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ეცადეთ, არ იჩქაროთ. განსაკუთრებულად რთული დღე არ არის, მაგრამ ვერც უღრუბლოს ვუწოდებთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სიმშვიდის შენარჩუნების თქვენეულ უნარზე. ადამიანების გარჩევა ისწავლეთ. თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც თქვენით მანიპულირებასა და საკუთარ ინტერესებში გამოყენებას ცდილობს. შესაძლოა, რამე ძველ საქმეს მიუბრუნდეთ. ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა.

მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

მოუსმინეთ ინტუიციას - დღეს მისი მინიშნებები ზუსტი იქნება. სწორედ ამის წყალობით სწრაფად მოახერხებთ რთულ ვარიანტებში ორიენტირებას. გამორიცხული არაა, რომ გაგიჩნდეთ ძველი შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა. ასეთ მომენტებში არ იჩქაროთ. უბრალო და მარტივ საკითხებსაც კი შემოქმედებითად ეკიდებით, ამიტომ მათ შესანიშნავად უმკლავდებით. თქვენი წარმატებების ყურადღება მიიქცევს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0