დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

კარგი დღეა სერიოზული საკითხების გადასაწყვეტად. რეალურად აფასებთ ვითარებას მთლიანობაში და საკუთარ შესაძლებლობებს. ზოგიერთი თქვენგანი მიხვდება, რა შეცდომა დაუშვა და მის გამოსწორებას შეეცდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, მათ შორის ადამიანთან, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობები შეიძლება დაიწყოთ.

ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

იღბლიანი დღეა. შესანიშნავად უმკლავდებით ბევრ საქმეს და წარმატებებს აღწევთ. თქვენი გამარჯვებები შეუმჩნეველი არ რჩება. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს გაცნობას და რამე საინტერესოს შემოთავაზებას მოინდომებენ. გარშემომყოფები ჩვეულებრივზე ხშირად მოგმართავენ რჩევებისთვის, მაგრამ ყოველთვის არ ითვალისწინებენ მას. შემდეგ მათი შეცდომების გამოსწორება თქვენ გიწევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

თუ ფრთხილად იმოქმედებთ, დიდი წარმატებების მიღწევაა შესაძლებელი. ახლა თქვენს ყურადღებას მნიშვნელოვანი საქმეები მოითხოვს. არ ღირს პირველი შთაბეჭდილებების ნდობა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. იკითხეთ რჩევა. არ შეიძლება სიზარმაცეს აყოლა, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ეს ძალზე ნაყოფიერი დროა. გექნებათ შანსი, დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები და შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ.

მდინარე არაგვი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

დღის დასაწყისი, შესაძლოა, საკმაოდ წარუმატებელი იყოს. შესაძლებელია გაუგებრობები, უსიამოვნო შემთხვევები. ადამიანები, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებით არიან დაკავებული და თქვენ ვერ გეხმარებიან, ამიტომ მზად იყავით დამოუკიდებლად მუშაობისთვის. თანდათანობით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. ადვილად გაუმკლავდებით რთულ ამოცანებს. არ არის გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც რომანტიკულ ისტორიას დაუდებს სათავეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დღე დაძაბული ემოციური ფონით გამოირჩევა. ხშირად ბრაზობთ წვრილმანებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც არაფერ შუაში არიან. შესაძლებელია გაუგებრობები სამსახურში, პროფესიული პრობლემები, რომელთა გადაწყვეტასაც მალევე ვერ მოახერხებთ. დღის მეორე ნახევარი უფრო კარგად ჩაივლის – გამოჩნდება საინტერესო საქმეები, შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

მოულოდნელობებით სავსე დღეა. დიდი ალბათობით, გეგმების მნიშვნელოვნად შეცვლა მოგიწევთ. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობები დაგეხმარებათ, რომ სხვადასხვა საკითხს ახლებურად შეხედოთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის, გარიგებების დადებისთვის. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში არ ცდებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

კარგი დღეა ნებისმიერი სახის შეხვედრისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაც კი შეიძლება მშვიდ ვითარებაში, უთანხმოებების შემთხვევაში კი იქნება შანსი იმ გადაწყვეტილების მიღებისა, რომელიც ყველას აწყობს. ეს ძირითადად, საქმიან სფეროს ეხება. შესაძლებელია გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც სასიყვარულო კავშირი განვითარდება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ფეთქებადი ნიშნები – ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

დღის პირველი ნახევარი მარტივი არ იქნება. ხართ კრიტიკულად განწყობილი. ყველაფერსა და ყველაში ნაკლოვანებებს ხედავთ. თქვენთან საქმის დაჭერა რთულია. ღია კონფლიქტებს თავს აარიდებთ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ კრიტიკული და მწარე გამონათქვამებისგან. დღის მეორე ნახევარში სასარგებლო შრომა მოგიწევთ. გაგიჩნდებათ რამე ახლის სწავლის შანსი. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება სამუშაოსთან დაკავშირებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

იოლად ყველაფერს ვერ უმლავდებით, მაგეამ წარმატებების მიღწევის შანსი მაინც გაქვთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ წარსულის პირქუშ მოგონებებში არ ჩაიძიროთ, არ იფიქროთ იმ შეცდომებზე, რომლებსაც არაფერი აღარ ეშველება. ყურადღება მიაქციეთ აწმყოსა და მომავალს. შეისწავლეთ ვითარება, შეაგროვეთ ინფორმაცია, დააწყვეთ გეგმები. ახლობლები ბევრ რამეში დაგეხმარებიან და ეს განწყობას აგიმაღლებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სიტყვები, რომლებსაც ზოდიაქოს ნიშნების განრისხება შეუძლია

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

საქმე და საზრუნავი ბევრი გექნებათ, მაგრამ დღევანდელი დღით, მთლიანობაში, კმაყოფილი დარჩებით. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, სასიამოვნო სიურპრიზები, კარგი სიახლეები. შესაძლოა, ეს რამე მნიშვნელოვანს არ ეხებოდეს, მაგრამ მაინც, განწყობა გაგიუმჯობესდებათ და წარმატების მიღწევაში საკუთარი თავის რწმენა შეგემატებათ. მოსალოდნელია თანხის მიღება და მომგებიანი გარიგებები. ფინანსურ საკითხებში ენდეთ ინტუიციას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღის დასაწყისში ფრთხილად უნდა იყოთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტებს: რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა იქნება მომავალში მნიშვნელოვანი. გარშემომყოფები მრავალ რჩევას გაძლევენ, მაგრამ სხვისი გამოცდილება თქვენ ყოველთვის არ გადგებათ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ რამე უჩვეულო იდეის რეალიზება სცადოთ. ყურადღებით შეარჩიეთ ადამიანები, ვინც ამ საქმეში გვერდით უნდა დაიყენოთ.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ეცადეთ, წვრილმანები გულთან ახლოს არ მიიტანოთ და ათას სისულელეზე არ „ჩაიციკლოთ“.  დღე წარმატებული იქნება, თუ არ შეუშინდებით მტკიცე მოქმედებებსა და თამამ ექსპერიმენტებს, ახლა იღბალი თქვენ გვერდითაა. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, სასიამოვნო ნაცნობობა. მათზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა რთული არ იქნება, თუ ბუნებრივად მოიქცევით. ადამიანების ამოცნობისთვის კი დრო დაგჭირდებათ, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0