დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ოქტომბერი

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

შესაძლოა, სირთულეები გაჩნდეს, მაგრამ მათი გულთან ახლოს მიტანა არ ღირს. კარგი დღეა ახალი, უჩვეულო საქმეების დასაწყებად. ადვილად იპოვით თანამოაზრეებს, რომლებიც დროთა განმავლობაში, შესაძლოა, თქვენი მეგობრები გახდნენ. ასევე, არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. ზოგიერთ თქვენგანს სიურპრიზი ელოდება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სეირნობისა და მგზავრობისთვის.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

ნაყოფიერი დღეა, რომელიც გაძლევთ შანსს, წარმატებით დაასრულოთ დაწყებული საქმეები, გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები. ხართ ენერგიული და სერიოზული, არავის აძლევთ საშუალებას, რომ გზიდან გადაგიყვანონ. კარგად ჩაივლის შეხვედრები და მოლაპარაკებები. აუცილებელია დასვენება. დღე ისე დაგეგმეთ, რომ დრო პაუზისთვისაც მოიტოვოთ. კონტაქტებში იფრთხილეთ -ზოგიერთი, შესაძლოა, თქვენი განწყობის გაფუჭებას შეეცადოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის, კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები. ნებისმიერი საკითხის განხილვისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მეგობრული ტონი. თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესოა. კარგი დღეა გარიგების დადებისთვის, თანამშრომლობაზე შეთანხმებისთვის. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლის გაგება ახლობელ ადამიანზე.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

კარგი დღეა. მოსალოდნელია მხოლოდ მცირე სირთულეები, რომლებსაც სწრაფად გაუმკლავდებით. ახალს ადვილად სწავლობთ, იოლად პოულობთ საერთო ენას თანამოაზრეებთან. ეს ყველაფერი მნიშვნელოვან საქმეებში პროგრესის სწრაფად მიღწევაში გეხმარებათ. კარგი დღეა შემოქმედებისთვის. ის უამრავ სიამოვნებას მოგანიჭებთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ, გაქვთ საფუძველი, მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ.

ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო
ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

მარტივი დღე არ გექნებათ. ის ცდუნებებითაა სავსე და მათთან დაპირისპირება გიჭირთ. თუ ამ ცდუნებებს გაუმკლავდებით, წარმატებებს მიაღწევთ. გახსოვდეთ თქვენი მთავარი მიზანი და მოუსმინეთ ინტუიციას. მისი კარნახით არაკეთილმოსურნეებს იოლად გამოავლენთ. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ სტრესსა და მღელვარებას, ამან, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმოქმედოს. არ დაგეგმოთ შორეული მგზავრობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დიდი შესაძლებლობების დღეა. ეცადეთ, რომ არც ერთი შანსი არ გაუშვათ ხელიდან. მოქმედება სწრაფად და დაყოვნების გარეშეა საჭირო, არ იბორძიკოთ და ეჭვი არაფერში შეიტანოთ. ხშირად ექსპერიმენტების ჩატარება მოგიწევთ და სულ სხვა გადაწყვეტილებების მოძებნა. ახლობლებთან საერთო ენას იოლად გამონახავთ, შეგიძლიათ, ბოლო მოუღოთ უთანხმოებებსა და კონფლიქტებს, გადაჭრათ ოჯახური პრობლემები.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ნაყოფიერი დღეა, რომელიც მიესადაგება საქმიან მოლაპარაკებებს, ერთობლივი მუშაობის დაწყებისთვის. კარგი ურთიერთობები გაქვთ მოკავშირეებთან. საქმიანი ურთიერთობები მეგობრულ ხასიათს იძენს. დააკვირდით ადამიანებს და ყველას არ ენდოთ. გექნებათ საშუალება, სადმე უჩვეულო ადგილზე მოხვდეთ, გაეცნოთ საინტერესო ადამიანებს. არ არის გამორიცხული, რომ მათთან ურთიერთობის შედეგად განსხვავებული იდეები გაგიჩნდეთ.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ნებისმიერ მცირე სირთულეც კი გულთან ახლოს მიგაქვთ. სწორედ ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღე არც ისე წარმატებულია. თუმცა, მნიშვნელოვან საქმეებში, თუ შეუპოვრობას გამოიჩენთ, წარმატებების მიღწევა შეგიძლიათ. არასასურველია ხანგრძლივი მოლაპარაკებების წარმოება, კამათი - ეს დაგღლით და გაგაღიზიანებთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი გაკრიტიკება უყვართ - ასეთი ადამიანები განწყობას მნიშვნელოვნად გაგიფუჭებენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

არ იჩქაროთ. არ არის მარტივი დღე. ზოგიერთმა მოვლენამ, შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ. შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი. ყველაფერი გამოგივათ, თუ პირველივე დაბრკოლებებზე უკან არ დაიხევთ. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. სახლის საზრუნავი, შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტად დამღლელი მოგეჩვენოთ. არასასურველია დღის მეორე ნახევარში რთული საქმეების დაგეგმვა. დაღლილობის გამო გაღიზიანებული იქნებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ხართ ენერგიული და მტკიცე, შეგიძლიათ ნებისმიერი მიზნის მიღწევა. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს მოუთმენლობაა. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და ყველაფერი საუკეთესოდ აეწყობა. მხარში ამოგიდგებიან ძველი მეგობრები, რაც ოპტიმიზმის შენარჩუნებაში და ბარიერების გადალახვაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ, ფიზიკურად იაქტიუროთ. ასევე არ გაწყენთ გარემოს გამოცვლა - შეგიძლიათ, სადმე გაემგზავროთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე არაპროგნოზირებადი და ორიგინალური ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

შესანიშნავი დღეა ახალი იდეების ხორცშესხმისთვის. ხშირად წარმატებულია თამამი პროექტები. არ შეუშინდეთ განსხვავებული მეთოდებით მოქმედებას, ექსპერიმენტების ჩატარებას, ეს საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. ამასთან, თქვენი არაორდინარული იდეები სხვადასხვა ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს. გექნებათ საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის საშუალება. დღის მეორე ნახევარი კარგია რომანტიკული პაემნისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

არ იზარმაცოთ, გაქვთ შესანიშნავი შედეგების მიღწევის შანსი. მნიშვნელოვანია, რომ დილიდანვე განეწყოთ სერიოზულად, არაფერი გადადოთ სამომავლოდ. რაც უდრო ადრე შეუდგებით რთული ამოცანების გადაწყვეტას, მით უფრო უკეთესად გადაჭრით მათ. ნაცნობები დახმარებას შემოგთავაზებენ, მაგრამ დაფიქრდით - ეს დათვური სამსახური ხომ არ იქნება მათი მხრიდან. გექნებათ დასვენების საშუალება. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ საყიდლებზე წახვიდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0