06:05 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2956
  • 100 RUB4.6553
  • USD2.9776
ნიკოლოზ ბერიანიძე

აქტუალური ტენდენცია ინტერიერში: ნიკოლოზ ბერიანიძის ორიგინალური ლითონის ნაკეთობები

© photo: Nikoloz Berianidze Sculptor / FB
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1119 0 0

მხატვარ დიზაინერი ნიკოლოზ ბერიანიძე წლებია ლითონისგან საუცხოო და დახვეწილ ნამუშევრების ქმნის. მისი ნაკეთობები ყურადღებას იქცევს ნებისმიერ ინტერიერში. საუცხოო სანახავია მის მიერ შექმნილი საეკლესიო ნივთები, რომელიც საქართველოს არა ერთ ტაძარს ამშვენებს.

 

ბატონი ნიკოლოზი დღეს თავის ცოდნას მომავალ თაობას უზიარებს. ბავშვობიდან ხატავდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ საქმეს ემსახურება, რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს, გულისტკივილს გამოთქვამს, რომ ფერწერისთვის დრო აღარ რჩება.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- ბავშვობიდან ვხატავდი. თავიდან მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დავდიოდი. შემდეგ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმი დავამთავრე. ამის შემდეგ ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში. პროფესიით ვარ მხატვარ-დიზაინერი.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- ლითონის ნაკეთობების დამზადება როდის დაიწყეთ?

- აკადემიაში დავამთავრე ხის, ლითონის და  სხვა მასალის დეკორატიული სინთეზის ფაკულტეტი. სასწავლებლის დასრულების შემდეგ იგივე ფაკულტეტზე დავრჩი პედაგოგად. დღემდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი ამ ფაკულტეტზე. სწორედ აქ  შეისწავლება ლითონმჭედლობა და დეკორატიული დამუშავება. ჩემი საქმიანობაც აქედან იღებს სათავეს.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- საკმაოდ მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება. ძირითადად რა სახის ნაკეთობებს ქმნით?

- თითქმის ყველაფერს ვქმნი, რაც ლითონის დიზაინს უკავშირდება. თუმცა, ძირითადად საეკლესიო ატრიბუტიკას ვამზადებ. ეს არის სარიტუალო შანდლები, შვიდტოტა, გუმბათის ჯვრები და სხვა.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- როგორც ვიცი არა ერთი საკათედრო ტაძარი და მონასტერია შემკული თქვენი ნამუშევრებით...

- დიახ, ჩემს ნამუშევრებს შეხვდებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სამებაში, სამთავროს დედათა მონასტერში, ხარების ტაძარში და სხვა დიდ ტაძრებში.

- რამდენად მორჩილია ლითონი?

- გააჩნია ... არის საშუალებები, რის  მეშვეობითაც იმორჩილებ ლითონს და იღებ სასურველ ფორმას, შედეგს. ძალიან საინტერესოა ლითონზე მუშაობა.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- ერთ-ერთ სიმპოზიუმში მიიღეთ მონაწილეობა, სადაც ორსული ქალი შექმენით. რა დატვირთვა ჰქონდა ამ ნაკეთობას?

- ბაზალეთის ტბაზე გაიმართა ეს სიმპოზიუმი, რომელიც უკვე მეოთხე წელია ტარდება - „ალტერნატიული ქანდაკების ფესტივალი“. მეც გამიჩნდა სურვილი, რომ მიმეღო მონაწილეობა. თემა იყო ასეთი - „წინ წინაპრებისკენ“. ალბათ ყველას გახსოვთ ლეგენდა ბაზალეთის ტბაზე, რომლის მიხედვითაც მის ძირზე არის აკვანი და ელოდება ამირანს, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. მეც სიმბოლურად შევქმენი ორსული ქალის ქანდაკება, რომელმაც უნდა შვას ამირანი. ეს იყო ქვის და შავი ლითონის სინთეზი. ყველაფერი გაკეთდა ადგილზე. იქ იმის საშუალება არ იყო, რომ ლითონი გაგვედნო და საოცრებები შეგვექმნა. ასე ვთქვათ „საველე პირობებში“ ვქმნიდით ნაკეთობებს.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- ინტერიერში რამდენად აქტუალურია ლითონი?

- ძალიან აქტუალურია და დიდი მოთხოვნაა ამაზე. დღეს უმეტესად აკეთებენ სტუდიოს ტიპის ბინებს.  დიდია მოთხოვნა დეკორატიულ კედელზე, რომელიც ყოფს მისაღებ ოთახს და სამზარეულოს ერთმანეთისგან. კედელი უნდა იყოს ისეთი, რომ სასიამოვნო განწყობა მოგანიჭოს. ლითონი ისეთი რამეა, თუ ერთ სტილს აირჩევ ინტერიერში, ის არ უნდა დაირღვეს და მიჰყვე ბოლომდე.

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- თქვენი ხელწერა ყოველთვის იგრძნობა თქვენს ნამუშევრებში. როგორ მიაგენით თქვენს ნიშას?

- ვერ გეტყვით. ზოგადად, ვინც ჩემს ნამუშევრებს ადევნებს თვალყურს, ის ყოველთვის ცნობს ჩემს ნაკეთობებს. სტუდენტებთან, რომ მიწევს მუშაობა, მაკვირდებიან რას როგორ ვაკეთებ და მათზეც იგრძნობა ჩემი გავლენა. ჩემზე ალბათ თავის დროზე ჩემმა პედაგოგებმა მოახდის გავლენა.   

ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი
ნიკოლოზ ბერიანიძის ნამუშევარი

- ყველაზე რთული და მასშტაბური ნამუშევარი გაიხსენეთ...

- ხუთი წელი ვიმუშავე სამების საკათედრო ტაძრის შანდლებზე. თითო შანდლის წონა შეადგენდა დაახლოებით 230 კილოგრამს. დღეს შემიძლია ამით ვიამაყო.

- ხატვისთვის თუ გრჩებათ დრო?

- ოცნებად მაქვს, იმდენი დრო დამრჩეს, რომ ფერწერაში ვიმუშაო. ჩემს საქმეს ძალიან დიდი დრო, ენერგია მიაქვს და გული მწყდება ხატვისთვის, რომ აღარ მრჩება დრო. ყველაფერი ის, რასაც მე ვქმნი იხატება, უბრალოდ ფერწერისთვის აღარ მაქვს დრო.

 

მთავარი თემები