დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ოქტომბერი

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მშფოთვარე დღეა. ყურადღების კონცენტრირება ერთ რამეზე გიჭირთ, მაგრამ თუ სწორად გაანაწილებთ პრიორიტეტებს, ბევრის მიღწევას შეძლებთ; გექნებათ შესაძლებლობა, რომ ყველაზე თამამი გეგმები განახორციელოთ. მოკავშირეები ყურადღებით შეარჩიეთ. სჯობს, დაუხმარებლად გააკეთოთ საქმე, ვიდრე არასათანადო ადამიანს დაუკავშირდეთ. ხანდახან გიჭირთ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთან. დაძაბულ მომენტებში იუმორის გრძნობა გშველით.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. რაც უფრო ნაკლებად იღელვებთ, მით უფრო იღბლიანად წარიმართება დღე. ეცადეთ, რომ თავდაჯერებულობა შეინარჩუნოთ. რაც არ უნდა დიდი სურვილი გაგიჩნდეთ, რომ საქმეები სამომავლოდ გადადოთ, ეს არ გააკეთოთ - დღეს მუშაობისთვის კარგი დღეა. შესაძლებელია თანხის მიღება. კარგი დღეა საყიდლებზე წასვლისთვის, რთული ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

სურვილი გაქვთ, რომ თანამიმდევრულად და აუჩქარებლად იმოქმედოთ, მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევენ. გამოჩნდება უამრავი ახალი ამოცანა და არც ერთი გადადება არ შეიძლება. ხანდახან დახმარების თხოვნით მოგმართავენ და უარს ვერ ეუბნებით. შესაძლებლობა მოგეცემათ, გაიცნოთ უჩვეულო ადამიანები, გააფართოვოთ საურთიერთობო წრე. გარშემომყოფების სიმპათიის მოპოვება არ გიჭირთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

მოგიწევთ ურთიერთობები იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენში არც ნდობას იწვევენ და არც სიმპათიას. ამასთან, მარტო საუბარი კი არა, ასევე საჭიროა მეგობრული დამოკიდებულება. ეს დამღლელია, განწყობა გიფუჭდებათ. მაგრამ როგორც კი მართლა საინტერესო საქმეს შეუდგებით, ყველა განცდა მაშინვე დაგავიწყდებათ. შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ ფულის დახარჯვა არ იჩქაროთ.

ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

იყავით მტკიცე და შეუპოვარი. ეს რთული, ჩახლართული საქმეების ბოლომდე მიყვანაში დაგეხმარებათ. მოგწონთ რამე უჩვეულო საქმის კეთება, ნაცნობი ამოცანების გადაწყვეტისთვის ახალი მეთოდების ძებნა. კარგი დღეა მგზავრობისთვის. შესაძლოა, დაიწყოს ახალი რომანტიკული ისტორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. პირად ურთიერთობებში ინტუიციას დაეყრდენით.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღის პირველ ნახევარში სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობებისას, მათგან კარგი არაფერია მოსალოდნელი. შესაძლებელია დიდი წარმატებების მიღწევა, თუ დამოუკიდებლად იმუშავებთ, თან, არ მოგიწევთ დროის დაკარგვა განხილვებსა და განმარტებებზე. შესაძლებელია საყიდლებზე წასვლა, დღეს ამისთვის იღბლიანი დღეა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ყველაფერი კარგად მიდის. მთავარი, რაც თქვენგან მოითხოვება, ესაა აუჩქარებლობა, ასევე, გადაწყვეტილების დინჯად მიღება. ხშირად ჩნდება უთანხმოებები და კამათი, ყოველთვის ვერ პოულობთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, ახლობლებთანაც კი, ამიტომ ურთიერთობები შეიძლება საკმაოდ დაიძაბოს. ეცადეთ მწვავე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ საქმე. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი საყიდლებისგან - დღეს ფული, შესაძლოა, ქარს გაატანოთ.

კოსმოსი - Sputnik საქართველო
რა აღიზიანებთ ქალებში ყველაზე მეტად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

არცთუ მარტივი დღეა. მოსალოდნელია პრობლემები ურთიერთობებში, სირთულეები მუშაობაში, ასევე წვრილმანი უსიამოვნებები და წარუმატებლობები, რაც კალაპოტიდან გაგდებთ. მაგრამ არ დაკარგოთ ოპტიმიზმი. გადალახავთ ყველა დაბრკოლებას და წარმატებას მიაღწევთ. მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული შუა გზაზე არ მიატოვოთ. ეს შესანიშნავ შედეგებს მოგცემთ. მოაწესრიგეთ ფინანსური სფერო. თავისუფალი დრო ახლობლებს დაუთმეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

სირთულეები შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ სერიოზული - არა. თქვენ ინარჩუნებთ ოპტიმიზმს, კარგ განწყობას და წარმატების იმედს, ამიტომ ყველა სირთულეს წარმატებით გაართმევთ თავს. მთავარია, არ იზარმაცოთ, არ გადადოთ საქმეები და უარი არ თქვათ გეგმებზე. დღის მეორე ნახევარში ძველ მეტოქეებზე გამარჯვების შანსი მოგეცემათ. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრა, რომელსაც შემდგომ დიდი სიამოვნებით გაიხსენებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

მშფოთვარე დღეა. სულიერი წონასწორობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. განწყობა, შესაძლოა, სულ უბრალო წვრილმანმა გაგიფუჭოთ. უნდა მიიღოთ ზომები, რომ ხასიათში მხიარული ფერები შეიტანოთ, დაინახოთ პლუსები არსებულ ვითარებაში. ეცადეთ, მწარე მოგონებებს დიდი დრო არ დაუთმოთ და ხშირად არ გაიხსენოთ წარსული პრობლემები. მნიშვნელოვანია ადამიანების გარჩევა - არ ენდოთ უღირს ადამიანს, რათა ცილისწამებისა და ჭორების მსხვერპლი არ გახდეთ. სანამ საიდუმლოს გათქვამდეთ, ასჯერ გაზომეთ.

მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

რთული დღეა, რომელმაც შეიძლება მოიტანოს ოჯახური პრობლემები, უთანხმოებები ნათესავებთან, ეჭვები იმასთან დაკავშირებით, აირჩიეთ თუ არა სწორი გზა. თუმცა, სირთულეები არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც გეჩვენებათ, ბარიერებს ადვილად გადალახავთ, ასე რომ, არ დაეცეთ სულით. შუადღე კარგი დროა მტკიცე ნაბიჯების გადასადგმელად, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ. საღამოსთვის უკვე ბევრ რამეს მიაღწევთ. ყველას ნუ ენდობით.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ ცივი გონებითა და დამოუკიდებლად მოქმედებთ და არა - წამიერ განცდებზე აყოლით. ნებისმიერ საქმეს სერიოზულად და მშვიდად მოეკიდეთ, მხოლოდ ასე აიცილებთ შეცდომებს თავიდან. თუ შეატყობთ, რომ ემოციებს ვერ ერევით, უბრალოდ, დაისვენეთ. მოერიდეთ ღია კონფლიქტებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0