კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 21–27 ოქტომბრის პერიოდში

© Pixabay / enriquelopezgarreყვავილები ზღვის სანაპიროზე
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროლოგების რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს დაეხმარება სირთულეების გადალახვასა და წარმატებების მიღწევაში ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ნებისმიერი პრობლემისგან დაცვაში საკუთარი ენერგეტიკის ამაღლება დაგვეხმარება. ძლიერი ენერგეტიკა ხელს უწყობს ცუდ განწყობასთან ბრძოლას, იღბლის მოზიდვასა და ვარსკვლავებისა და პლანეტების უარყოფითი ენერგეტიკის ნეიტრალიზებას.

ვერძი

ვერძებს რთული პერიოდი ეწყება. კვირის პირველი ორი დღე საკმაოდ ხელსაყრელი და სტაბილური იქნება, ამიტომ ყველა ძირითადი საკითხის გადაწყვეტა ორშაბათსა და სამშაბათს სჯობს. ოთხშაბათიდან ვარსკვლავების ენერგეტიკა დესტრუქციული გახდება. კვირის დარჩენილი დღეები შეიძლება არახელსაყრელი და საშიშიც კი იყოს.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

პრობლემებთან გამკლავებისთვის საკუთარ იმპულსურობას უნდა ებრძოლოთ, ასევე, მოერიდოთ აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობებს. უნდა გააკონტროლოთ სიტყვები და საქციელი. ახლა არაფერში გჭირდებათ რისკი და ავანტიურა.

კურო

კუროებს მოგეცემათ წარსული შეცდომების გამოსწორების ძალზე იშვიათი შანსი. ახლა ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე ხელსაყრელად არიან განლაგებული. სულიერი ძიებანი თქვენთვის პრობლემებისა და ნეგატივისგან ნამდვილი ხსნა გახდება. ასტროლოგები გირჩევენ, სასიამოვნო მოგონებებზე გაამახვილოთ ყურადღება.

სამსახურში შესაძლებელია სტრესული ვითარება და უსიამოვნებები, რის გამოც განწყობა გაუარესდება. არ შეგეშინდეთ გაუგებრობებისა და უთანხმოებების, რადგან მათთან გამკლავება ჩვეული მეთოდებით იქნება შესაძლებელი. სიმშვიდე გჭირდებათ. განწყობის გაუმჯობესებაში ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან.

ტყუპი

მძიმე სამუშაო დღეების შემდეგ განტვირთვაში დაგეხმარებათ შოპინგი, მეგობრებთან შეხვედრა, გარემოს შეცვლა. გაიუმჯობესეთ განწყობა, უნდა იაქტიუროთ – ეს თქვენი ბედნიერების გარანტია იქნება.

ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ოქტომბრის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, მაგრამ ჯერჯერობით მათი დანახვა გაგიჭირდებათ. ახლა რაც ყველაზე მეტად არის საჭირო, ეს შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობაა. სამსახურშიცა და სახლშიც მოიშორეთ ყველაფერი, რაც თქვენს განვითარებას უშლის ხელს, მაგალითად, საქმეებს მიეცით სხვა გეზი, გადაყარეთ უსარგებლო ნივთები და სხვა.

კირჩხიბი

ამ კვირაში უფრო მეტად დაუცველი გახდებით, ამიტომ სულით ძლიერ ადამიანებთან მეტი კონტაქტი უნდა გქონდეთ. მათგან შესაძლებელია ბევრი სასარგებლო რამის სწავლა, ასევე პოზიტიური ენერგიით დამუხტვა. ძალზე ხელსაყრელი დღეა ორშაბათი. ასტროლოგები გირჩევენ, ამ დღეს არ ჩაიკეტოთ საკუთარ სამყაროში, არამედ უფრო მეტად გულგახსნილი გახდეთ.

სამშაბათი და ოთხშაბათი ამ კვირის ყველაზე არახელსაყრელი დღეებია. 22 და 23 ოქტომბერს არ გარისკოთ და არ დააჩქაროთ მოვლენები. დინამიკური მოქმედებები ახლა მხოლოდ გავნებთ. იყავით ყურადღებიანი დამკვირვებლის როლში.

ლომი

ლომებს ამ კვირაში განწყობისა და ენერგეტიკის ცვლილებები გელოდებათ. ამის მიზეზია ის, რომ 23 ოქტომბერს პლანეტები და ვარსკვლავები ნეგატიური გახდებიან. სასიყვარულო სფეროში პრობლემების კატალიზატორი უხეშობა და წინდაუხედაობა გახდება. ფინანსებში, სჯობს, ძალები და ფული დაზოგოთ. შეიკავეთ თავი საყიდლებისგან.

შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო
ვინ დაიჭერს საქორწინო ბუკეტს წლის ბოლომდე - ზოდიაქოს ორი ნიშანი

ცხოვრების ყველა სფეროში ლიდერის პოზიციები რომ შეინარჩუნოთ, ძალიან ყურადღებიანი და დაკვირვებული უნდა იყოთ. ვარსკვლავების მდგომარეობაში ცვლილებებმა, შესაძლოა, თქვენში ნოსტალგიის „აფეთქებების“ პროვოცირება მოახდინოს, ასევე, შეამციროს მტკიცე განწყობა. არ არის საჭირო წარსულში „ქექვა“.

ქალწული

ქალწულებს ზომიერი და მშვიდი კვირა გელოდებათ. ვითარება სიყვარულში სტაბილური იქნება. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს ნეგატიური ფიქრებია. შეხედეთ სამყაროს უფრო ოპტიმისტურად. ფინანსური სფეროსთვის იდეალური იქნება მონოტონური მუშაობა.

ძალზე მცირეა დაუგეგმავი ცვლილებების ალბათობა. ახლა პროგნოზირებადი დროა, ამიტომ ეს საკუთარი მიზნებისთვის უნდა გამოიყენოთ. მოერიდეთ კონფრონტაციას ოჯახში და სამუშაოზე. ახლა თქვენი ქარიზმა და მომხიბვლელობა კამათში საკუთარი მოსაზრების დაცვაში ვერ დაგეხმარებათ, ამიტომ მოერიდეთ კონფლიქტებს.

სასწორი

სასწორებს ძალზე მშვიდი კვირა გელოდებათ. გარკვეული უსიამოვნებები შეიძლება გაჩნდეს ორშაბათს, ასევე, 25 და 26 ოქტომბერს. ჰარმონიისკენ გზა წყენისა და ბრაზისგან გათავისუფლებაშია. არ დაიგროვოთ ნეგატივი, რომელიც თქვენს წინსვლას აფერხებს.

თავისუფლება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან

საქმიანობაში თანამიმდევრულად უნდა იმოქმედოთ. ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. პრობლემებისგან გათავისუფლებაში დახმარება სიმშვიდესა და გონივრულობას შეუძლია. ინტუიცია რთულ მომენტებში დაგეხმარებათ.

მორიელი

ეს კვირა ბოლო თვეების განმავლობაში ერთ–ერთი ყველაზე მშვიდი იქნება. ვარსკვლავები და პლანეტები ახლა არცთუ ჰარმონიული არიან, სამაგიეროდ, მათი ენერგეტიკა გასაგები და პროგნოზირებადია. ეს კვირა მიესადაგება ნებისმიერ მშვიდ და ჩვეულ საქმეს. დასვენებაც ზომიერი უნდა იყოს, მოერიდეთ რისკებსა და დიდი ხნით ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.

ყურადღება მიაქციეთ ბედის მინიშნებებს. შეძლებთ ღიად მოახდინოთ გავლენა გარშემომყოფებზე და მათ სხვადასხვა მოქმედებისკენ უბიძგოთ. თქვენი როლი საერთო საქმეებსა და საკითხებში ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

მშვილდოსანი

ამ კვირაში უსიამოვნებები მოსალოდნელი არაა, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები კეთილგანწყობილი არიან. გახდებით სამაგალითო ადამიანები, განსაკუთრებით, თუ ხშირად გამოიჩენთ ინიციატივას სახლშიცა და სამუშაოზეც.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

პლანეტების დამსახურებით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ეს კარგად აისახება სასიყვარულო სფეროზე. თამამად გაიცანით ახალი ადამიანები, ცრუპენტელებთან ურთიერთობებს მოერიდეთ. ამ კვირაში განსაკუთრებული ქარიზმით იქნებით დაჯილდოებული. ამის გამოყენება საქმიან სფეროშიც შეგიძლიათ.

თხის რქა

ამ კვირაში თქვენი არაკეთილმოსურნეები და მტრები გააქტიურდებიან და შეეცდებიან, ბევრ რამეში, განსაკუთრებით კარიერაში შეგიშალონ ხელი. ვარსკვლავები ახლა მშვიდი, მაგრამ არცთუ პოზიტიური არიან, ამიტომ უნდა მოერიდოთ უმოქმედობას. მიხედეთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმდინარე საკითხებს.

ყველაზე ხელსაყრელი დღე იქნება კვირა. 27 ოქტომბერს ვარსკვლავები და პლანეტები ძალიან აქტიური და აღმშენებლობითი იქნებიან, ამიტომ კვირის ბოლო დღე შეგიძლიათ მიუძღვნათ იმ საქმეს, რასაც თქვენი გული მონდომებს. იქნებით ძლიერი და მტკიცე მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღის გეგმა წინასწარ მოიფიქროთ.

მერწყული

საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდია, როდესაც, ასტროლოგების რჩევით, უნდა ებრძოლოთ ნეგატიურ გრნობებს, რომლებიც იღბალს უშლის ხელს. ახლა დგება დადებითი ურთიერთობების, ახალი ნაცნობობის, სასიამოვნო საქმეების კეთების დრო. თქვენი ცხოვრება გადასხვაფერდება, განსაკუთრებით კვირის ყველაზე საუკეთესო დღეს – კვირას, 27 ოქტომბერს.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

სასურველია, რომ გეგმა წინასწარ შეადგინოთ; ხშირად მოაწესრიგოთ სახლი, გადაყაროთ ძველმანი და უსარგებლო ნივთები – ეს ნეგატივისა და სტრესისგან გიხსნით. ყურადღება არ მიაქციოთ წვრილმან უსიამოვნებებს, უცხოების კრიტიკულ შენიშვნებს. ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ მნიშვნელოვანზე.

თევზები

თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროები ფინანსები და სამუშაო გახდება. წარმატებებს რომ მიაღწიოთ, მანე ჩვევებს უნდა ებრძოლოთ. მაგალითად, ფულს თავდაჯერებული ადამიანები უყვარს, რაც ხშირად გაკლიათ. ძალზე ნიჭიერი და გონიერი ადამიანები ხართ, მაგრამ მეტი სითამამე გჭირდებათ.

ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ორშაბათი. ჩაერთეთ მუშაობაში. მხედველობიდან არ გამოგეპაროთ წვრილმანები, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საქმეებს, განსაკუთრებით, თუ ეს გუნდური პროექტებია.

ყველა ახალი ამბავი
0